რულეტკა კაზინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული პროდუქტია. მოთამაშისთვის ხშირად მნიშვნელობა მხოლოდ ფსონის განთავსებას არ ენიჭება, გამოცდილებას ქმნის რულეტკის ბარაბანი, სათამაშო დაფა, ფიშკები, ხმა, თამაშის რიტმი და ის გარემო, რომელიც წლების განმავლობაში ნაცნობი ხდება.
სწორედ ამ გამოცდილების შენარჩუნებით შეიქმნა განახლებული betlive Roulette – betlive-ის პროდუქტი, რომელიც კლასიკური რულეტკის ნაცნობ ელემენტებს და თანამედროვე ონლაინ ფუნქციებს აერთიანებს. ამ სტატიაში გიამბობთ, კონკრეტულად რა შეიცვალა, რატომ და რა ხდის betlive რულეტკას განსაკუთრებულს.
betlive Roulette-ის განახლებისას ამოცანა მარტივი დიზაინის ცვლილება ან ერთი-ორი ახალი ფუნქციის დამატება არ ყოფილა. მიზანი იყო შეგვექმნა თანამედროვე Auto Roulette, რომელიც ამავე დროს შეინარჩუნებდა იმ კლასიკურ გამოცდილებას, რომელსაც საქართველოში რულეტკის მოთამაშეები წლების განმავლობაში იცნობენ.
გიორგი ტოფაძემ, რომელიც უკვე 15 წელია პროდუქტს აკვირდება, betlive Roulette-ის განახლების იდეა ასე აღწერა:
„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი კონკრეტული ფუნქცია არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ შევძელით კლასიკური რულეტკის იდენტობის შენარჩუნება და მისი თანამედროვე პროდუქტად გარდაქმნა. ზოგჯერ პროდუქტის განახლებისას არსებობს ცდუნება, ყველაფერი შეცვალო მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი გამოჩნდეს – ჩვენ საპირისპირო გზა ავირჩიეთ. შევინარჩუნეთ ყველაფერი, რაც მოთამაშისთვის ნაცნობ Roulette გამოცდილებას ქმნის, და გავაუმჯობესეთ ის, რაც თამაშს უფრო სწრაფს, მარტივსა და კომფორტულს ხდის.”
განახლებული betlive რულეტკის ერთ-ერთი მთავარი სიახლე GEMBEE-ს კლასიკური ბარაბანია. ამასთან ერთად, უცვლელი დარჩა მოთამაშისთვის საყვარელი სათამაშო დაფის სტილი, ფონტი, ფიშკების ფერები, თამაშის რიტმი და ფსონების მიღების დაწყების ხმაც კი.
იდეა მარტივია – თუ რულეტკა უკვე კარგად იცი, თამაშის გახსნისას თავიდან არაფრის სწავლა არ დაგჭირდება. კლასიკურ ვიზუალურ გამოცდილებას კი განახლებული ფუნქციონალი ემატება.
betlive რულეტკაში ხელმისაწვდომია დეტალური სტატისტიკა და ბოლო შედეგების ისტორია, რომლის დახმარებითაც შეგიძლია მარტივად გადაავლო თვალი წინა სპინების შედეგებსა და სხვა საჭირო მონაცემს. ასევე შეგიძლია შეინახო ფავორიტი ფსონები, კომბინაციები და სწრაფად გამოიყენო ისინი საჭირო მომენტში. პოპულარულ სექტორებზე ფსონის განთავსება კი კიდევ უფრო მარტივად შეგიძლია.
კიდევ ერთი გამორჩეული ფუნქციაა „მეზობლები“, რომელსაც ფიზიკურ კაზინოში არსებული კარგად ნაცნობი გამოცდილება ონლაინ სივრცეში გადმოაქვს.
ფუნქციის გააქტიურების შემდეგ ფსონს ჩვეულებრივ სათამაშო დაფაზე ათავსებ, betlive Roulette კი არჩეული ნომრის გვერდით მდებარე რიცხვებს Roulette wheel-ზე ავტომატურად ამატებს. მაგალითად, თუ ირჩევ 7-ს, ერთი მეზობლის შემთხვევაში ფსონი ავტომატურად მოიცავს 28-სა და 29-საც.
ეს პრინციპი ფიზიკურ კაზინოში ზეპირად მიცემული მითითების ანალოგია – მოთამაშე დილერს კონკრეტული რიცხვის მეზობლებზე ფსონის განთავსებას სთხოვს, ონლაინში კი ამ მოქმედებას სისტემა ავტომატურად ასრულებს.
თუ ფიზიკურ კაზინოში Roulette-ის მაგიდასთან ყოფილხარ, ალბათ შეგიმჩნევია ეკრანი, სადაც ბოლო შედეგები და Hot/Cold Numbers ჩანს. მოთამაშეს შეუძლია ჯერ ამ ინფორმაციას გაეცნოს და შემდეგ გადაწყვიტოს, რომელ მაგიდასთან ითამაშებს.
betlive Roulette Widget იგივე შესაძლებლობას ონლაინ სივრცეში გაძლევს. თამაშის გახსნამდეც შეგიძლია რეალურ დროში ნახო ბოლო შედეგები და Hot/Cold Numbers.

განახლებულ betlive Roulette-ში გაიზარდა მაქსიმალური ფსონის შესაძლებლობაც. Straight Up პოზიციაზე შეგიძლია ერთ ნომერზე მაქს. 1,000₾ ფსონი განათავსო, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლეა მაღალი ფსონებით მოთამაშე მომხმარებლებისთვის.
betlive Roulette-ს ასევე აქვს საკუთარი საბონუსე სისტემა – betlive Roulette FREECASH. მიღებული FREECASH-ის გამოყენებას მომხმარებელი თავად მართავს. განახლების მთავარი იდეა კი მხოლოდ ცალკეულ ფუნქციებში არ არის.
როგორც გიორგი ტოფაძე აღნიშნავს:
„მომხმარებელს არ უნდა შევუცვალოთ ის, რაც რულეტკაში უყვარს. შევუცვალოთ ის, რაც შეიძლება უკეთესი იყოს.“
სწორედ ამიტომ betlive Roulette-ში ნაცნობი გამოცდილება შენარჩუნდა, ხოლო აქცენტი იმ ნაწილებზე გაკეთდა, სადაც ახალ ტექნოლოგიას თამაში უფრო კომფორტული შეუძლია გახადოს.
betlive-ის Live Casino მომხმარებელს დღეს ფართო არჩევანს სთავაზობს – სხვადასხვა ტიპის Roulette, Blackjack, Baccarat, Game Show და სხვა ფორმატები პროფესიონალი დილერების მონაწილეობით, რეალურ დროში. თითოეული მათგანი აგებულია ისე, რომ მოთამაშემ იგრძნოს რეალური კაზინოს ატმოსფერო, მაგრამ ონლაინ ფორმატის სრული კომფორტით ისარგებლოს.
ამ მრავალფეროვან შეთავაზებაში განახლებულ betlive Roulette-ს განსხვავებული როლი აქვს. Live Casino betlive-ისთვის მხოლოდ რეალური თამაშის ვიდეოტრანსლაცია არ არის, არამედ იდეა, რომ ონლაინ გამოცდილებაში შევინარჩუნოთ ის დეტალებიც, რაც ფიზიკურ კაზინოს ახასიათებს.