ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატი განსაკუთრებული პერიოდია. 2022 წლის ზამთრის შემდეგ თითქმის 4 წელი გავიდა და დროა, ისევ საფეხბურთო ციებ-ცხელებაში ჩავერთოთ.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ერთდროულად სამ ქვეყანაში – მექსიკაში, აშშ-სა და კანადაში გაიმართება. მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ მონაწილე გუნდების რაოდენობა 32-დან 48-მდე გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა თამაშების რაოდენობაც და უფრო მეტ ქვეყანას მიეცა შესაძლებლობა, გახდეს დიდი საფეხბურთო ფორუმის ნაწილი.
თამაშების რაოდენობის ზრდა პროგნოზების გაკეთების უფრო მეტ საშუალებას იძლევა. ამიტომ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, დეტალურად მიმოვიხილოთ, რას უნდა ველოდოთ წლევანდელი მუნდიალისგან.

მუნდიალის ოქროს ბუცი, ანუ საუკეთესო ბომბარდირის წოდება, ნამდვილად პრესტიჟული რამაა. ეს ტიტული ისეთ ფეხბურთელებს მოუპოვებიათ, როგორებიც კილიან მბაპე, ჰარი კეინი, მიროსლავ კლოზე, მარიო კემპესი, გერდ მიულერი და ეუსებიო არიან.
წელს ოქროს ბუცის მოგების კანდიდატები საკმაოდ მრავლად არიან. მათ შორის, რა თქმა უნდა, მთავარი ფავორიტი გასული მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი – კილიან მბაპეა. მბაპეს ფეერიული სეზონი ჰქონდა, გახდა რა ლა ლიგის საუკეთესო მეგოლე და იმ ფონზე, რომ საფრანგეთს ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრები ჰყავს, მისი შანსები ერთი-ორად იზრდება.
betlive.com-ზე კილიან მბაპეს ბომბარდირობის კოეფიციენტი არის 7.00.
ჰარი კეინს მიუნხენის „ბაიერნში“ განსაკუთრებული სეზონი ჰქონდა. 36 გოლით გახდა ბუნდესლიგის ბომბარდირი და არაერთი რეკორდი დაამხო. მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ინგლისს საკმაოდ რთული ჯგუფი ჰყავს – ხორვატია და განა. აი, პანამა კი საკმაოდ მარტივი მეტოქეა, რომლის წინააღმდეგაც 2018 წლის მუნდიალზე ჰარი კეინს გოლები უკვე გატანილი აქვს.
betlive.com-ზე ჰარი კეინის ბომბარდირობის კოეფიციენტი არის 8.00.
ეს სია წარმოუდგენელი იქნებოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ლეო მესის, გარეშე. მესისთვის აშშ-ში თამაში კარგად ნაცნობია და მაიამის „ინტერში“ განსაკუთრებულ სეზონებს ატარებს. მით უმეტეს, არგენტინა მოქმედი ჩემპიონია და ჯგუფშიც შედარებით მარტივი მეტოქეები ჰყავს – ალჟირის, ავსტრიის და იორდანიის სახით.
betlive.com-ზე ლიონელ მესის ბომბარდირობის კოეფიციენტი არის 13.00.
დანარჩენ ფავორიტებში შეგვიძლია, ლამინე იამალი, ერლინგ ჰოლანდი, მიკელ ოიარსაბალი და კრიშტიანუ რონალდუ ვახსენოთ. იმის გათვალისწინებით, რომ ესპანეთი მოქმედი ევროპის ჩემპიონია, ხოლო პორტუგალია მუნდიალის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი, ამ ფეხბურთელებს ოქროს ბუცის მოგების საკმაოდ დიდი შანსი აქვთ.
ამ სიაში შეიძლება, დაგვესახელებინა ჟოაო პედრუ, რომელსაც ბევრი ბრაზილიის ნაკრების მთავარ ცხრიანად განიხილავდა. თუმცა კარლო ანჩელოტიმ პედრუ განაცხადს მიღმა დატოვა, რამაც ფავორიტების სიიდან ჟოაო პედრუ ამოაგდო.

თამაშების რაოდენობის ზრდა მოვლენათა მრავალფეროვნებაზეც ისახება, რაც სპორტული ფსონების მოყვარულებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. ცნობისთვის, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 227 ყვითელი ბარათი და 4 წითელი ბარათი იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ მატჩში 3.5 ყვითელი ბარათი იყო ნაჩვენები. ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი, 16, არგენტინის ნაკრებმა მიიღო, რაც ლოგიკურია, რადგან სწორედ სამხრეთამერიკელები გავიდნენ ფინალში.
საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე 64 მატჩში 172 გოლი გავიდა. საშუალოდ 2.68 გოლი თითოეულ შეხვედრაში. გასათვალისწინებელია ის, რომ წლევანდელ მუნდიალზე გუნდების ზრდამ შედარებით სუსტი ნაკრებების წილიც გაზარდა, რამაც შესაძლოა, ჯამური გოლების რაოდენობაზეც იმოქმედოს.
შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ თითოეულ თამაშში 2.5-ზე მეტი გოლი შესაძლოა, საინტერესო პოზიცია აღმოჩნდეს.

გუნდების რაოდენობის ზრდა ჯგუფების სიძლიერეზეც ისახება. თუმცა საინტერესო ჯგუფები მაინც მივიღეთ – მათ შორისაა, ჯგუფი I, რომელშიც საფრანგეთი, სენეგალი, ერაყი და ნორვეგია ითამაშებენ. ცხადია, საფრანგეთი მთავარი ფავორიტია, აი, მეორე ადგილისთვის კი უშეღავათო ბრძოლა იქნება.
კიდევ ერთი საინტერესო ჯგუფია F, რომელშიც ნიდერლანდები, იაპონია, შვედეთი და ტუნისი ითამაშებენ. ფურცელზე მთავარი ფავორიტი ნიდერლანდებია, თუმცა ჰოლანდიელებს ტრავმების გამო შესუსტებული შემადგენლობა ჰყავთ, რაც მათ კონკურენტებს, იაპონიასა და შვედეთს, კარგ შანსს აძლევს, პირველი ადგილისთვის იბრძოლონ.
ძალიან თანაბარი ჯგუფია A, რომლიდან გასასვლელადაც მექსიკა, სამხრეთი აფრიკა, სამხრეთი კორეა და ჩეხეთი იბრძოლებენ. ფავორიტებზე საუბარი რთულია, მეტ-ნაკლებად, ოთხივე ნაკრებს თანაბარი შანსი აქვთ, ამიტომ ამ ჯგუფშიც უშეღავათო ბრძოლებია მოსალოდნელი.

რა თქმა უნდა, მუნდიალის დაწყების წინ გამარჯვებულზე საუბარი ძალიან რთულია. რთულია იმიტომ, რომ ფეხბურთი მოულოდნელობებითაა სავსე. ამის დასტურია ისიც, რომ, მაგალითად, მოქმედმა ჩემპიონმა, არგენტინამ, ყატარის მუნდიალის პირველი მატჩი საუდის არაბეთთან დათმო და ბევრი ვერც წარმოიდგენდა, რომ სამხრეთელები საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებულები გახდებოდნენ.
თუ ევროპის ჩემპიონატს გავითვალისწინებთ, ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ გამარჯვების მთავარი პრეტენდენტი ესპანეთის ნაკრებია. ახალგაზრდული გუნდის თითოეული წევრი კიდევ უფრო გამოცდილია. ნაკრების მთავარი ლიდერი – იამალი კი ლა ლიგის ტრიუმფატორი გახდა და ფენომენალური სეზონი ჩაატარა. მთლიანობაში, დე ლა ფუენტეს გუნდი ძალიან შეკრულია და მოთამაშეებს შორის იდეალური სინთეზია ჩამოყალიბებული, რაც მათ მუნდიალის მოგების მთავარ ფავორიტებად აქცევს.
betlive.com-ზე ესპანეთის ჩემპიონობის კოეფიციენტი არის 5.50.
ფავორიტების სია წარმოუდგენელი იქნებოდა საფრანგეთის გარეშე. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 2022 წლის ვერცხლისმედალოსანი და ფენომენალური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული დეშეამის გუნდი წელსაც დიდი ძალა იქნება. მაიკლ ოლისეს, უსმან დემბელეს და კილიან მბაპეს გამორჩეული სეზონები ჰქონდათ. ნახევარდაცვაში ლეგენდარული ნგოლო კანტე დაბრუნდა. ერთადერთი მცირე აქილევსის ქუსლი დაცვაა, სადაც უილიამ სალიბას დეშამმა ღირსეული მეწყვილე უნდა შეურჩიოს.
betlive.com-ზე საფრანგეთის ჩემპიონობის კოეფიციენტი არის 6.00.
მომდევნო ფავორიტთა სიაში ინგლისია. თომას ტუხელისთვის წლევანდელი მუნდიალი პირველი დიდი გამოცდა იქნება. მით უმეტეს, გერმანელმა სპეციალისტმა თამამი გადაწყვეტილებები მიიღო და ისეთი ფეხბურთელები არ გამოიძახა ნაკრებში, როგორებიც ფილ ფოდენი, კოულ პალმერი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ლუკ შო და ჰარი მაგუაიერი არიან. შესაბამისად, სახელების მიხედვით, ინგლისი არც ისე მრისხანეა.
betlive.com-ზე ინგლისის ჩემპიონობის კოეფიციენტი არის 7.10.
ბრაზილია და არგენტინაც, რა თქმა უნდა, ფავორიტთა სიაში არიან. ბრაზილიელებს დიდი იქს-ფაქტორი ჰყავთ მწვრთნელის სახით. კარლო ანჩელოტი ნამდვილად დიდი ძალაა. აი, არგენტინელები კი მოქმედი ჩემპიონები არიან და სკალონის ფორმაციის ნაკრებს უკვე
არაერთი ტიტული აქვს მოგებული.
betlive.com-ზე ბრაზილიისა და არგენტინის ჩემპიონობის კოეფიციენტებია 9.10.
აქ მთავარი არის სწორად შერჩეული ბეთინგის სტრატეგია, რათა გავზარდოთ მოგების ალბათობა.

betlive.com-ზე მსოფლიო ჩემპიონატისთვის უამრავი აქცია და გასართობი დაგხვდება. მათ შორისაა, აქცია „ითამაშე მუნდიალზე“, რომელიც ორ მინი-აქციას აერთიანებს: მსოფლიო რუკას და „შენს პროგნოზს“. ჯამურად ორივე აქციაში თამაშდება BMW X2, BMW-ის მოპედი და უამრავი FREESPINS. აქციაში მონაწილეობა სრულიად უფასოა. არც რაიმე დეპოზიტი სჭირდება. ამრიგად, მხოლოდ საფეხბურთო პროგნოზებისა და კითხვებზე პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში უამრავი პრიზის მოგება შეგიძლია.
მუნდიალისთვის betlive.com-ზე განახლებული „სპორტის ექსპერტიც“ დაგხვდება, რომელშიც საპრიზო ფონდიც გაიზარდა. LevelUp: World Cup-ში ფინალის დღეს Lexus GX Сomfort და უამრავი პრიზი გათამაშდება. აი, სპეციალურ სლოტში პლეი-ოფის თამაშების დღეებში 16:00 საათიდან 20:00 საათამდე შუალედში განსაკუთრებული პრიზები დაგხვდება. ამისათვის 28 ივნისიდან სპეციალურ აქცია „Extra Time“-ს უნდა დაელოდო.
ამრიგად, წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი მართლაც განსაკუთრებულია. ისტორიაში პირველად ტურნირზე 48 გუნდი ითამაშებს, შესაბამისად, გაიზრდება დაძაბული მატჩებისა და სანახაობის რაოდენობაც.
რა თქმა უნდა, პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა ვეცადეთ, გამოგვერჩია ის ფეხბურთელები, მოვლენები თუ ნაკრებები, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.
საბოლოო ჯამში, ფეხბურთი მოულოდნელობებითაა სავსე და მოულოდნელობების მოყვარულებს betlive.com-ზე პროგნოზების მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ.