გართობის მოყვარულთათვის სლოტების თამაში ერთ-ერთი საყვარელი თავშესაქცევია. ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება სლოტების მრავალფეროვნებას, შინაარსს, აუდიოსა და სხვა დეტალებს. მათ შორის, სლოტის ტიპს.
EGT Digital თამაშების მოყვარულებს განსაკუთრებულ და ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს. აღნიშნული პროვაიდერი EGT Interactive-სგან გამოყოფილია და უფრო მეტად ახალ, მუდმივად განვითარებად თამაშებზეა ორიენტირებული. თანაც რამდენიმე სახის ჯეკპოტი აქვს, რაც სასიამოვნო სათამაშო გამოცდილებას უზრუნველყოფს.
EGT Slots შორის დიდი ადგილი უჭირავს Buy Bonus სლოტებსაც. ამგვარი სლოტების პოპულარობა იმითაც აიხსნება, რომ ბევრ მოთამაშეს ბონუს რაუნდში გადასვლა ხიბლავს, ბევრსაც სლოტის ფუნქციონალის გაგება სურს, ზოგი კი დიდ ფსონებზე თამაშობს და მათთვის Buy Bonus იდეალური ვარიანტია.
ამ ბლოგში სწორედ EGT Digital-ის საუკეთესო Buy Bonus სლოტებზე მოგიყვებით, გაგაცნობთ მათ ფუნქციონალს, რაც თქვენთვის საუკეთესო თამაშის მოძებნასა და თამაშით სიამოვნების მიღებაში დაგეხმარებათ.

Shining Boom ფეთქებადი ხილის სლოტია, რომელიც პროვაიდერისთვის დამახასიათებელი ინოვაციური ფორმულითაა შექმნილი. ფუნქციონალზე სანამ ვისაუბრებთ, აღნიშვნის ღირსია ვიზუალი, რომელიც შეხედვისთანავე თვალს ჭრის. სათამაშო დაფა 6×5-ზეა გაშლილი, მთავარ სათამაშო სიმბოლოებად კი სხვადასხვა ხილია გამოყენებული. უშუალოდ ფუნქციონალს რაც შეეხება, FREESPINS შესაძლოა დამატებითი ნაღმის სიმბოლო გააქტიუროს, რომელსაც თან 2x-დან 100x-მდე მულტიპლიკატორი ექნება. მოთამაშეს FREESPINS-ის ყიდვა ნებისმიერ დროს შეუძლია, რაც მოგების ალბათობას ერთი-ორად ზრდის.
სლოტს ოთხი პროგრესული ეტაპისგან შედგენილი ჯეკპოტიც აქვს, რომელიც დაფის თავზე სხვადასხვა ფერების ჩარჩოებშია ხილვადი. სლოტების მოყვარულები საკმაო მსგავსებას აღმოაჩენენ კიდევ ერთი წარმატებული პროვაიდერის, Pragmatic Play-ს Sweet Bonanza-სთან და, შეიძლება ითქვას, Shining Boom საკმაოდ კარგი ალტერნატივაა.

ბერძნული პანთეონის ღმერთების მაცნე, ჰერმესი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟია. სწორედ მის სახელს ატარებს EGT Digital-ის საინტერესო Buy Bonus სლოტი, რომელიც ბერძნული მითოლოგიის თემატიკითაა შექმნილი.
არანაკლებ გამოსარჩევია სლოტის მუსიკა და დიზაინის ელემენტები, რომლებიც ბერძნული მითოლოგიის ელემენტებითაა გაჯერებული.
სლოტის ფუნქციონალი 6×5 დაფისგან შედგება, მოსაგებად კი მინიმუმ 8 იდენტური სიმბოლოს დამთხვევაა საჭირო. თამაშში სკატერებსაც მრავლად შევხვდებით. FREESPINS-ის დროს x2-დან x100 მულტიპლიკატორი შეიძლება, ამოვიდეს. აი, ს 3,4,5 ან 6 სკატერის ჩამოვარდნის შემთხვევაში კი დამატებით 5 დატრიალებას მიიღებ.
მოგებასა და მთლიან სათამაშო გამოცდილებას ჯეკპოტის ფუნქცია კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს. მეტიც, სლოტში ოთხ პროგრესულ ჯეკპოტს შევხვდებით, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით აქტიურდება. მნიშვნელოვანია Gamble ფუნქციონალიც, რომელიც საშუალებას იძლევა შენმა მოგებამ ფსონის 35x შეადგინოს. მოთამაშეს ევალება კარტის ფერი გამოიცნოს. სწორად გამოცნობის შემთხვევაში კი მოგება ორმაგდება. მოთამაშეს სულ 5 მცდელობა აქვს, მაგრამ რისკი იმაშია, რომ არასწორი პასუხის შემთხვევაში ფსონის დაკარგვის საფრთხე არსებობს.
აი, Bonus Buy-ს რაც შეეხება, აქ საქმე უფრო მარტივადაა, მოთამაშეს შეუძლია პირდაპირ იყიდოს FREESPINS სხვადასხვა ღირებულებით.
მოკლედ, თუ Pragmatic Play-ის Sweet Bonanza-ს მოყვარული ხარ, მაშინ ეს სლოტი აუცილებლად მოგეწონება, რადგან სათამაშო გამოცდილება მეტ-ნაკლებად იდენტურია.

Hermes Fortune-სგან განსხვავებით Desert Wealth ანტიკური ეგვიპტის თემატიკითაა შექმნილი და მოთამაშეებს ამ მდიდარი ცივილიზაციის საგანძურს ჰპირდება.
თამაში 6×5 დაფაზეა გაშლილი და მოგებისთვის 8 ან მეტი მსგავსი სიმბოლოს დამთხვევაა საჭირო. სლოტში მნიშვნელოვან ფუნქციას, Clover Chance Jackpot-საც შევხვდებით, რომელიც მოთამაშეებს ჯეკპოტის ოთხი დონიდან ერთ-ერთის მოგების შესაძლებლობას აძლევს.
4, 5 ან 6 სკატერის დასმის შემთხვევაში, 10 FREESPINS გეძლევა, რის დროსაც დროსაც x2-დან x100 მულტიპლიკატორი შეიძლება, ამოვიდეს.
Bonus Buy-ს რაც შეეხება, მოთამაშეებს საშუალება აქვთ, FREESPINS x100 ღირებულებად შეიძინონ. ასეთ დროს ისინი 4,5 ან 6 სკატერს იღებენ, რომლებიც, თავის მხრივ, 10 FREESPINS იძლევიან. შესაძლებელია ბონუსის გაორმაგებაც – 1.25x ღირებულებით FREESPINS მიღების შანსი, რომელიც სლოტში სკატერების რაოდენობასაც ზრდის.
წინა სლოტისა არ იყოს, Gamble ფუნქციას ამ თამაშშიც შევხვდებით. ამ შემთხვევაში მოგების გაორმაგებაა შესაძლებელი მას შემდეგ, რაც მოგების კონკრეტული ზღვარი გადაილახება. მოგების გაორმაგებისთვის მოთამაშემ უნდა გამოიცნოს კონკრეტული კარტი წითელია თუ შავი.
ამრიგად, აღნიშნული სლოტიც, გარდა საინტერესო კონცეფციისა და დიზაინისა, საკმაოდ მრავალფეროვან ფუნქციონალს შეიცავს, რაც თამაშს ერთი-ორად სასიამოვნოს ხდის.

ამ სლოტის სახელიდანაც ნათელია, რომ ისევ ეგვიპტეში უნდა დავრჩეთ. ეს 5×6 სათამაშო დაფაზე გადაშლილი თამაში გამორჩეულია, როგორც გრაფიკული ელემენტებით, ისე აუდიოთი და ინტერაქციული ფუნქციონალით.
სლოტის მნიშვნელოვანი უპირატესობაა ისიც, რომ დროდადრო დაფაზე მსუყე პირამიდის სიმბოლოები ჩნდება, რომლებიც მოგებას 2x-დან 500x-მდე ზრდის. მეტიც, თითოეული მომგებიანი კომბინაცია კასკადის ფუნქციას ააქტიურებს, რაც კიდევ უფრო მეტი მოგების შესაძლებობას იძლევა.
ბონუსის ყიდვისა და მულტიპლიკატორების ამოსვლის გარდა, სლოტს ჯეკპოტის ოთხი დონე აქვს: ორი პროგრესული, ორი კი არაპროგრესული. ეს ყველა ფუნქცია კი, საბოლოო ჯამში, მოგების გაზრდაზე ახდენს გავლენას.
საინტერესო ფუნქციონალი, აუდიო, დიზაინი და, რაც მთავარია, დიდი მოგება – ეს ის უპირატესობებია, რომლებიც ამ სლოტს ერთ-ერთ საუკეთესო buy bonus თამაშად აქცევს. მით უმეტეს, თუ Pragmatic Play-ს Gates of Olympus-ის მოყვარული ხარ, ამ სლოტებს შორის ბევრ მსგავსებას იპოვი.

ეს არატრადიციული ვიზუალის მქონე სლოტი შენს ყურადღებას პირველივე წამებიდანვე მიიპყრობს. როგორც ჩანს, EGT Digital-ს ეგვიპტური სამყარო განსაკუთრებულად ჰყვარებია. კი, ეს სლოტიც ეგვიპტეს, მის სიმდიდრესა და კულტურას ეხება.
იმის გამო, რომ სლოტს ჩვეულებრივი ფუნქციონალი არ გააჩნია, ხშირია მოულოდნელობის ეფექტი, მოგებისგან გამოწვეული სიხარული. გარდა ამისა, სლოტს სახასიათო აუდიო და ვიზუალი აქვს. აგრეთვე, საკმაოდ რთულად ასახსნელი, თუმცა მრავალფეროვანი ბონუს ფუნქციები. ცხადია, რომ ბონუსის ყიდვა თავად მოთამაშესაც შეუძლია, თუმცა სლოტის თამაშისას FREESPINS შემთხვევითობის პრინციპითაც ხშირად ვარდება.
ცხადია, გამოსარჩევია ჯეკპოტიც – ორი პროგრესული, ორი კი არაპროგრესული, რომლებიც უფრო დიდ მოგებას უზრუნველყოფენ. თამაშში, ასევე, სპეციალურ გამაფართოებელ სიმბოლოსაც შეხვდები, რომელიც მულტიპლიკატორის როლს ასრულებს და შენს მოგებას კიდევ უფრო ზრდის.
მოკლედ, Book of Realm Jumboways განსაკუთრებული თამაშია, რომელიც თავად უნდა გამოსცადო. ერთი იმის თქმა შეგვიძლია, რომ თამაშისგან სიამოვნებას დიდი დოზით მიიღებ.
EGT Digital-ის Buy Bonus სლოტები საკმაო მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რასაც თემატიკების სიმრავლე, დიზაინი და აუდიოც უწყობს ხელს. ჩამოთვლილი სლოტებისგან სამი ძალიან ჰგავს Pragmatic Play-ს Sweet Bonanza-ს. მიუხედავად ამისა, EGT-ის ფუნქციონალები, მათ შორის, Gamble და ჯეკპოტი, რაც ამ სლოტებს ინოვაციურ ელფერს სძენს და, რაც მთავარია, მოგების ალბათობას ზრდის.
აღსანიშნავია, რომ ორი უახლესი Buy Bonus სლოტი EGT Digital-მა betlive-ზე შემოიტანა. განსხვავებული ბონუსები, ფუნქციონალი, ვიზუალი თუ აუდიო, პოპულარულ სლოტებთან მსგავსება, თუმცა ინოვაციური დეტალებით განსხვავება – სწორედ ესაა ის მახასიათებლები, რომლებიც ამ სტატიაში განხილული სლოტების თამაშს განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს.
საბოლოო ჯამში, მოთამაშისთვის მთავარი თამაშით გამოწვეული ემოციებია. აი, ეს ემოციები კი შესაძლოა, ფუნქციონალის მრავალფეროვნებამაც გამოიწვიოს. მით უმეტეს, მაშინ, როცა ყველა ეს დეტალი მოგების რაოდენობაზეც ისახება.