სპორტ ბეთინგი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აზარტული თამაშის ფორმაა. ონლაინ ტოტალიზატორი დიდიხანია, ფიზიკურ ტოტალიზატორებს ანაცვლებს, რაც მეტი პოზიციის არჩევის, ასევე სწრაფი და კომფორტული ბეთინგის საშუალებას იძლევა. ამან გამოიწვია სხვა და სხვა სპორტის ბეთინგის პოპულარიზაცია, მათ შორის ჩოქბურთის ბეთინგის.

არსებობს რამდენიმე სოლიდური ბეთინგ სტრატეგია, რომელიც მოგების მაქსიმიზაციისთვის აუცილებელია. ზოგი ადამიანი მხოლოდ სპორტისადმი სიყვარულისა და ენთუზიაზმის მიზნით კავდება სპორტ ბეთინგით, თუმცა არსებობენ პროფესიონალი ბეთორებიც, რომლებისთვის ბეთინგი შემოსავლის ძირითადი წყაროა. მთავარია მომგებიანი და შენთვის შესაფერისი სტრატეგიის პოვნა.

 სპორტ ბეთინგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სწრაფად განვითარებადი მიმართულება ჩოგბურთის ბეთინგია, სადაც სწორად შერჩეული სტრატეგიითა და ტაქტიკით, სოლიდური მოგების მიღებაა შესაძლებელი. სპორტის ამ სახეობის სუპერვარსკვლავების, ნოვაკ ჯოკოვიჩის, როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის ფენომენალურმა შესაძლებლობებმა და ბრწყინვალე მატჩებმა ჩოგბურთის პოპულარობა ზენიტში აიყვანა, რამაც ჩოგბურთის ბეთინგისადმიც საგრძნობლად გაზარდა ინტერესი. ამ ბლოგში ჩოგბურთის ბეთინგის სისტემებს გავეცნობით. ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულია, ამიტომ, რაც მეტი ინფორმაცია გაქვს, მით უფრო მარტივად აღმოაჩენ – რომელია შენთვის საუკეთესო.

ჩოგბურთი ერთ-ერთია იმ რამდენიმე სპორტის სახეობიდან, რომელიც მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს. პრაქტიკულად უწყვეტად მიმდინარეობს, როგორც ჩელენჯერის შედარებით დაბალი დონის ტურნირები, ასევე ATP-სა WTA-ს მაღალრეიტინგული ტურნირები. წლის განმავლობაში გრანდ სლემის 4 ტურნირიც ტარდება, რაც ნიშნავს, რომ თამაშების რაოდენობა, რომლებზეც შეგიძლიათ ფსონის დადება, კოლოსალურად მეტია, ვიდრე სპორტის ნებისმიერ სხვა სახეობაში.

როგორ გავაკეთოთ ბეთი ჩოგბურთზე?

პირველ რიგში, ჩოგბურთზე ფსონის დასადებად ვერიფიცირებული ანგარიში დაგჭირდება. ფეხბურთის მსგავსად, ჩოგბურთზეც მრავალფეროვანი პოზიციების შერჩევაა შესაძლებელი, ეს კი ერთ-ერთი მთავარი გარემოებაა, რაც ბეთორებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. ბლოგში ვისაუბრებთ 5 ყველაზე გავრცელებული სტრატეგიის შესახებ, რომელიც ჩოგბურთზე წარმატებული ბეთის განხორციელებაში დაგეხმარება.

მატჩის შედეგი

ისევე როგორც საფეხბურთო ბეთინგის დროს, საჩოგბურთო ბეთინგშიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მატჩის შედეგზე ფსონის განთავსებაა. ბეთორების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს განათავსოს ფსონი კონკრეტული მატჩის შედეგზე და გამოიცნოს მისი გამარჯვებული.

ეს ჩოგბურთის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბეთია და ყოველდღიურად მიმდინარე მატჩების დიდი რაოდენობა მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას გაძლევს. ეს არის უმარტივესი ბეთი, სადაც უნდა გამოიცნო მხოლოდ მატჩის გამარჯვებული, სადაც ქულათა სხვაობას მნიშვნელობა არ აქვს.

ამ ტიპის ფსონზე კოეფიციენტები საკმაოდ მრავალფეროვანია, რაც განპირობებულია იმ გარემოებაზე, თუ რამდენად თანაბარი ძალის მეტოქეები ხვდებიან ერთმანეთს. მაგალითად, როდესაც რეიტინგის სათავეში მყოფი ისეთი ტიტანები, როგორიცაა: ჯოკოვიჩი, ნადალი და ფედერერი უპირისპირდებიან 100-ეულს მიღმა მყოფ მეტოქეს, მათ გამარჯვებას დაბალი კოეფიციენტი აქვს, მაგრამ, როდესაც რეიტინგში თითქმის თანაბარ პოზიციაზე მყოფი ჩოგბურთელების დაპირისპირება იმართება, ნებისმიერ მათგანს გამარჯვების თითქმის იდენტური შანსი აქვს, რაც კოეფიციენტებზეც შესაბამისად აისახება.

სხვათაშორის, როგორც ზოგადად სპორტის ბეთინგში, ასევე ჩოგბურთის ბეთებზეც, betlive.com-ს ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა აქვს, რაც მოთამაშეებს შესაძლებლობას აძლევს, განათავსონ ფსონი ყველაზე მრავალფეროვან პოზიციებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, საუკეთესო კოეფიციენტებითაა შეფასებული.

Tennis1 1 ჩოგბურთის ბეთინგი - რა უნდა ვიცოდეთ?

მეტი/ნაკლები

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოზიცია, რომელიც ჩოგბურთის ბეთინგის დროს შეგიძლია გამოიყენო. ამ შემთხვევაში შესაძლებლობა გაქვს აირჩიო, როგორც მატჩში ჩატარებული სეტების რაოდენობა – ასევე, ჯამში მოთამაშეების მიერ დაგროვებული გეიმების რაოდენობა.

მაგალითად, 3-სეტიან მატჩზე ფსონის განთავსების შემთხვევაში, ტოტალი შესაძლოა 4.5-იც კი იყოს. ხოლო გეიმების შემთხვევაში, მატჩების აბსოლუტურ უმრავლესობაში ტოტალი 21.5-დან იწყება.

ამ შემთხვევაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, თუ ვინ უპირისპირდება ერთმანეთს. რეიტინგში ერთმანეთთან ახლოს მყოფი ჩოგბურთელების მატჩების უმრავლესობა დაძაბულია და ერთ კონკრეტულ ჩოგბურთელს მეტოქის მარტივად დამარცხება უჭირს. საბოლოოდ მატჩი შესაძლოა 5 სეტიც კი გაგრძელდეს და გეიმების საერთო რაოდენობაც კოლოსალურად გაიზარდოს.

არსებობს ისეთი მატჩებიც სადაც წყვილში ერთი მოთამაშე აშკარა ფავორიტია და შეუძლია, რომ მეტოქე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე 3 სეტში დაამარცხოს და გეიმების რაოდენობაც მოცემულ ტოტალზე ნაკლები აღმოჩნდეს. მაგალითად, ავსტრალიის ღია პირველობაზე, გამართული მატჩი, რომელშიც ჰურკაჩმა მარტინესი 3 სეტში (7:6, 6:2, 6:2 დაამარცხა).

ჰანდიკაპი

ასევე ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფსონის სახეობაა, სადაც წარმატების მიღწევა მოთამაშის სიძლიერესთან პირდაპირ კავშირშია. რაც უფრო ძლიერია წყვილის ერთ-ერთი მონაწილე, მით მეტია შანსი, რომ მან მეტოქე ჰანდიკაპით დაამარცხოს.

ჰანდიკაპი გულისხმობს, რომ ერთ-ერთ მონაწილეს მატჩის დაწყებამდე ანიჭებ ვირტუალურ უპირატესობას ან აყენებ წამგებიან პოზიციაში. ისევე, როგორც წინა შემთხვევებში, ჰანდიკაპიც შესაძლებელია გამოიყენო სეტებზე ან მატჩის გეიმების რაოდენობაზე.

მაგალითად, -1.5 ჰანდიკაპი ნიშნავს, რომ შენს მიერ შერჩეულმა მოთამაშემ მინიმუმ 2 სეტიანი უპირატესობით უნდა მოიგოს (3:1). საპირისპიროდ, +1.5 ჰანდიკაპის შემთხვევაში, შენს მიერ შერჩეულმა მოთამაშემ ან უნდა მოიგოს მატჩი, მაქსიმუმ 1 სეტიანი სხვაობით დამარცხდეს (2:3).

ტურნირის გამარჯვებული

სტანდარტული ფსონებისგან განსხვავებით, სადაც შედეგი მატჩის დასრულებისთანავე აისახება, ამ პოზიციის არჩევის შემთხვევაში, მოთამაშეს გარკვეულ პერიოდის მოცდა მოუწევს.

ტურნირის ან ჩემპიონატის დაწყებამდე, შესაძლებლობა გაქვს შეარჩიო კონკრეტული მოთამაშე და განათავსო ფსონი, რომ შენს მიერ შერჩეული მოთამაშე გახდება ტურნირის საბოლოო გამარჯვებული.  

ამ პოზიციის არჩევის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მაღალი კოეფიციენტია, რაც დამოკიდებულია, მოთამაშის მიერ რეიტინგში დაკავებულ პოზიციაზე, მის შათამაშო ფორმაზე, სტატისტიკაზე და მსგავსი საფარის მქონე კორტზე წარსულში დაფიქსირებულ რეზულტატზე.

სეტების გამარჯვებული

ეს არის უნიკალური პოზიცია, სადაც სესაძლებლობა გაქვს, ფსონი განათავსო, როგორც კონკრეტული სეტის გამარჯვებულზე – ასევე მატჩში, სეტების ზუსტ რაოდენობასა და შედეგზე. მაგალითად, თუ თქვენ დადებთ ფსონს რომ შენს მიერ შერჩეული მოთამაშე გაიმარჯვებს 2:1-ს, საბოლოო ანგარიში უნდა იყოს ზუსტად 2:1, რომ შენმა ფსონმა მოიგოს. თუ ის დამარცხდება ან მოიგებენ სხვა ანგარიშით, ფსონი წააგებს.

ეს პოზიცია გვთავაზობს ფსონების დადების უფრო კონკრეტულ ვარიანტებს, რაც ბეთორს საშუალებას აძლევს, რომ მოთამაშეების ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასებისას საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს. ამ ტიპის ფსონებზე კოეფიციენტი, რა თქმა უნდა, გაცილებით მაღალია, რადგან სეტების ზუსტი ანგარიშის გამოცნობა საკმაოდ რთულია.

ეს არ არის სრული ჩამონათვალი, რომელიც საჩოგბურთო ბეთის განხორციელების დროს შეგიძლია გამოიყენო. არსებობს, კიდევ რამდენიმე უნიკალური სახეობა, რომელიც ბეთორებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და რომელსაც ასევე შეხვდები Betlive.com-ის ონლაინ ტოტალიზატორის პროგრამაში.

მაგალითად, ერთ-ერთი სახეობა live ბეთინგია, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს პირდაპირ ეთერში უყურო მატჩს და მისი მსვლელობიდან გამომდინარე, განათავსო ფსონი შენს მიერ შერჩეულ მოთამაშეზე, მატჩის შედეგზე, ან ტოტალზე. ლაივ ბეთინგი ინტერაქტიულ და დიმანიურ გამოცდილებას გვთავაზობს, რომელიც ბეთორს  შესაძლებლობას აძლევს გააანალიზოს მატჩის მსვლელობა, მოთამაშის პერფორმანსი, დააკვირდეს სხვა ფაქტორებს და ამ დაკვირვების შედეგად მიღებული დასკვნა შესაბამის ბეთში ასახოს.

შეჯამება

უკვე ვისაუბრეთ, რომ სპორტ ბეთინგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სწრაფად განვითარებადი მიმართულება ჩოგბურთის ბეთინგია, სადაც სწორად შერჩეული სტრატეგიითა და ტაქტიკით, სოლიდური მოგების მიღებაა შესაძლებელი. ამიტომ, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სპორტის სახეობაზე განთავსებული ფსონი დროს – ჩოგბურთის ბეთინგშიც აუცილებელია პასუხისმგებლიანი და გონივრული გადაწყვეტილების მიღება, რათა მინიმუმამდე შეამცირო წაგების ალბათობა და რაც შეიძლება დაბალრისკიანი ფსონი განათავსო.

ყოველთვის გაითვალისწინე, რომ მთავარია მომგებიანი და შენთვის შესაფერისი სტრატეგიის პოვნა, რათა შენი ფსონი წარმატებული აღმოჩნდეს – ამიტომ საკუთარ სპორტულ ინტუიციასთან ერთად, პროფესიონალი ბეტორების რჩევის გათვალისწინებაც აუცილებელია.