სპორტ ბეთინგი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აზარტული თამაშის ფორმაა. ონლაინ ტოტალიზატორი დიდიხანია, ფიზიკურ ტოტალიზატორებს ანაცვლებს, რაც ბეთორებს მეტი პოზიციის არჩევის, ასევე სწრაფი და კომფორტული ბეთინგის საშუალებას აძლევს. ისინი ყოველდღიურად ცდილობენ, სხვადასხვა მიდგომით, გაზარდონ მოგების შანსები. არსებობს რამდენიმე სოლიდური ბეთინგ სტრატეგია, რომლის ქონაც მოგების მაქსიმიზაციისთვის აუცილებელია. ზოგი ადამიანი მხოლოდ სპორტისადმი სიყვარულისა და ენთუზიაზმის მიზნით კავდება სპორტ ბეთინგით, თუმცა არსებობენ პროფესიონალი ბეთორებიც, რომლებისთვის ბეთინგი შემოსავლის ძირითადი წყაროა. მთავარია მომგებიანი და შენთვის შესაფერისი სტრატეგიის პოვნა.

ამ ბლოგში სპორტ ბეთინგის სისტემებს გავეცნობით. ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულია და რაც მეტი ინფორმაცია გაქვს, მით უფრო მარტივად იპოვი, რომელია შენთვის საუკეთესო.

მარტინგეილის სისტემა

მარტინგეილის სისტემა ბეთინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხშირად გამოყენბადი მეთოდია. ის მე-18 საუკუნეში ერთ-ერთი კაზინოს მფლობელმა გამოიგონა. შესაძლოა, ბევრი თქვენგანი ამ მეთოდს სრულად გაუაზრებლადაც მიმართავდეს. 

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აღნინული სიტემა პოპულარულია, არის ის, რომ თეორიულად გარანტირებულ მოგებას იძლევა. თუმცა, რა თქმა უნდა, მეორე მხარე აქაც არსებობს – კაზინო უპირატესობის შესანარჩუნებლად რეგულაციებით, ლიმიტების დაწესებით და სხვა საშუალებებით იცავს თავს. 

ახლა კი თავად მარტინგეილის სისტემა ავხსნათ. პრინციპი მარტივია: დადებულ ფსონს მანამ აორმაგებ, სანამ არ მოიგებ. მაგალითად, თუ გააკეთე 10₾-იანი ბილეთი და არ გამართლდება, შემდეგ ბილეთში ფსონი 20₾-მდე უნდა გაზარდო, შემდეგ – 40₾ და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ მარტინგეილის სისტემა კაზინოს სხვა თამაშებში მეტად აპრობირებულია, სპორტ ბეთინგშიც შეიძლება მისი აქტიურად გამოყენება. პროცესი უფრო გაგიმარტივდება, თუ შეარჩევ ისეთ პოზიციებს, რომლის კოეფიციენტი 2.0-ის ტოლი იქნება. ამ შემთხვევაში ყოველი ფსონის მოგებისას ნახავ სარგებელს, რომელიც თავდაპირველი ფსონის ტოლი იქნება. მაგალითად, თუ შენი 10₾-იანი ბილეთი არ გამწვანდა, შემდეგ 20₾-იანი ბილეთიც გაგიფუჭდა და ბოლოს 40₾-იანმა გაგიმართლა, შენი მოგება 80₾ იქნება, მთლიანი დღის ფსონი კი – 70₾, შესაბამისად სარგებელი 10₾-ს შეადგენს.

დ’ალემბერტის სისტემა

მარტინგეილის სისტემას პოპულარობითა და სიმარტივით არც დ’ალემბერტის სისტემა ჩამოუვარდება. მთავარი პრინციპი წაგების შემთხვევაში ფსონის გაზრდას და მოგების შემთხვევაში შემცირებას გულისხმობს. წინა სისტემისგან განსხვავებით ფსონის რაოდენობა დ’ალემბერტის სისტემაში უფრო ნელა იცვლება. თუ მარტინგეილის სისტემაში, წაგებული ბილეთის შემდეგ ფსონს ვაორმაგებდით, ამ შემთხვევაში არითმეტიკული პროგრესიით უნდა გავზარდოთ. შედეგად გაცილებით ნაკლებ რისკს ვიღებთ, თუმცა წაგებული ფსონის უკან დაბრუნებაც შედარებით რთულია. 

დ’ალემბერტის სისტემა სპორტ ბეთინგს მარტივად შეგიძლია მოარგო. დადე ბილეთი, რომლის კოეფიციენტიც 2.0-ის ტოლია. დავუშვათ, რომ თავდაპირველი ფსონი 10₾-ს უდრის. თუ 10₾-იანი ბილეთი არ დაჯდა, შემდეგი ფსონი გაზარდე 20₾-მდე. თუ არც აღნიშნულმა ბილეთმა გაამართლა, გაზარდე ფსონი 30₾-მდე. თუ ბოლო ბილეთი გაგიმწვანდა, მანამდე წაგებულ 30₾-ს დაიბრუნებ და უკვე შეგიძლია, რომ შემდეგი ფსონის რაოდენობა 20₾-მდე შეამცირო.

ფიბონაჩის სისტემა

მთავარი პრინციპი ფიბონაჩის სისტემაშიც არ არის განსხვავებული – წაგებული ბილეთის შემდეგ ფსონის გაზრდა. ფიბონაჩის რიცხვები ერთი შეხედვით შეიძლება რთულად ჩანდეს, თუმცა მატი დაზეპირება არ დაგჭირდება, მთავარია ლოგიკის ცოდნა. 

ფიბონაჩის პირველი ორი რიცხვია 0 და 1, ხოლო ყოველი შემდეგი რიცხვი წინა ორის შეკრებით მიიღება. შესაბამისად მესამე რიცხვი იქნება 0+1, ანუ 1. მეოთხე რიცხვი იქნება 1+1 – 2 და ა.შ. პირველი ათი რიცხვი კი ასე გამოიყურება 0, 1, 1, 2, 3, 5, 8, 13, 21, and 34. 

როგორ გამოვიყენოთ ფიბონაჩის მიმდევრობა სპორტ ბეთინგში? თუ დადე ფეხბურთის ბილეთი, რომლის ფსონია 10₾ და ბილეთი არ გამართლდა, შემდეგი ფსონი განათავსე მარჯვენა მხარეს არსებული რიცხვის შესაბამისად. გამოდის, რომ მეორე ფსონი ისევ 10₾ დარჩება, მესამე ფსონი იქნება 20₾, შემდეგ – 30₾, 50₾ და ა.შ. (თავდაპირველი 10₾ ფსონი გამრავლებულია ფიბონაჩის რიცხვებზე).

იმ შემთხვევაში თუ ფსონი გაამართლებს, შემდეგი ბილეთის ფსონის რაოდენობა ორი რიცხვით მარცხნივ გადმოიწევს. მაგალითად თუ 10₾-ით დაიწყე და პირველი ბილეთი ფიბონაჩის მეშვიდე რიცხვზე გამოიცანი (ანუ 80₾-იანი ბილეთი დაგიჯდა), შემდეგი ფსონი უნდა იყოს 50₾.

ლაბუშერის სისტემა

ლაბუშერის სისტემის მთავარი ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ შესაძლოა გქონდეს უფრო მეტი წაგებული ბილეთი, ვიდრე – მოგებული და მაინც ნახო სარგებელი.

როგორ დავდოთ ბილეთი ლაბუშერის სისტემის დახმარებით?

პირველ რიგში, ჩამოწერე ნებისმიერი მიმდევრობა. მაგალითად, ავიღოთ 1, 2 და 3. პოტენციური სარგებელი, რისი მიღებაც შესაძლებელია, არის შერჩეული მიმდევრობის რიცხვების ჯამი. ამ შემთხვევაში 1 + 2 + 3 = 6₾. 

თითოეული ფსონი უნდა შეადგენდეს პირველი და ბოლო რიცხვების ჯამს. ჩვენს მაგალითში პირველი ფსონი იქნება 4₾ (1+3). მოგების შემდეგ, ვშლით პირველ და ბოლო რიცხვებს და დარჩენილი რიცხვის შესაბამის ფსონს ვაკეთებთ. შესაბამისად ჩვენი მეორე ფსონი იქნება 2₾.

იმ შემთხვევაში, თუ ფსონი არ გამართლდება, მიმდევრობას კიდევ ერთ რიცხვს ვუმატებთ. შესაბამისად მივიღებთ – 1, 2, 3, 4 მიმდევრობას. 

გამოდის, რომ მოგების შემთხვევაში პირველ და ბოლო რიცხვს ვშლით, წაგების შემთხვევაში – კიდევ ერთ რიცხვს ვამატებთ. ერთადერთი გამონაკლისია, როცა მხოლოდ ერთი რიცხვი გვრჩება. ამ შემთხვევაში, აღნიშნული რიცხვის შესაბამის ფსონს ვაკეთებთ. ერთადერთი დარჩენილი რიცხვის შესაბამისი ფსონიც თუ გამართლდა, მიმდევრობას მივყვებით თავიდან.

შეჯამება

რისკების გათვალისწინება აუცილებელია. შესაძლოა ბენკროლი (თამაშისთვის გამოყოფილი თანხა) არ გეყოს ან თუნდაც საკმარისი ბენკროლის ქონის შემთხვევაში კაზინოს შეზღუდვების გამო ვერ შეძლო დიდი ფსონის განთავსება. 

მიზეზი რატომაც მოთამაშეებს სისტემები იზიდავთ, არის ის, რომ ჰგონიათ, არასდროს წააგებენ იმდენ ფსონს, რის შემდეგაც პრობლემები შეიძლება შეექმნათ. ამ ფენომენს ხშირად “გემბლერების შეცდომას” ეძახიან, რომელიც არის არასწორი რწმენა, რომ თუ რაღაც მოვლენა იმაზე ხშირად ხდება, ვიდრე წარსულში ხდებოდა, მაშინ მისი მომავალში მოხდენის ალბათობა შემცირდება. მაგალითად, ცნობილი მითია, რომ თუ რულეტკაში წითელი ფერი ბევრჯერ ამოვიდა, მაშინ შემდეგ დატრიალებაზე შავი ფერის მოსვლის ალბათობა მეტია.

უმჯობესია, დაიწყო პატარა ფსონებით ან სულაც უფასო ტოტალიზატორი მოიძიე. მაგალითად, betlive.com ყველა სრულად იდენტიფიცირებულ მომხმარებლებს უფასო სპორტის ბალანსს აძლევს მონეტების სახით, რომლითაც შეგიძლია განათავსო ფსონი ნებისმიერ სპორტულ მოვლენაზე. “უფასო სპორტის” დახმარებით შეგიძლია, სხვადასხვა სტრატეგიები გამოცადო და როცა საკმარისად თავდაჯერებული იქნები, ამის შემდეგ დაიწყო სრულყოფილი ბეთინგი.

ხშირად დასმული კითხვები