სპორტ ბეთინგი აზარტული თამაშის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმაა და მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მომხმარებელი ჰყავს. ონლაინ ტოტალიზატორმა დიდიხანია, ფიზიკური ტოტალიზატორი ჩაანაცვლა რაც ბეთორებს მეტი პოზიციის არჩევის, ასევე სწრაფი და კომფორტული ბეთინგის საშუალებას აძლევს. ისინი ყოველდღიურად ცდილობენ, სხვადასხვა მიდგომით, გაზარდონ მოგების შანსები. არსებობს რამდენიმე სოლიდური ბეთინგ სტრატეგია, რომლის ქონაც მოგების მაქსიმიზაციისთვის აუცილებელია. ზოგი ადამიანი მხოლოდ სპორტისადმი სიყვარულისა და ენთუზიაზმის მიზნით კავდება სპორტ ბეთინგით, თუმცა არსებობენ პროფესიონალი ბეთორებიც, რომლებისთვის ბეთინგი შემოსავლის ძირითადი წყაროა. მთავარია მომგებიანი და შენთვის შესაფერისი სტრატეგიის პოვნა.
ამ ბლოგში ვეცდებით სპორტ ბეთინგის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ვისაუბრებთ, როგორც პოპულარულ სისტემებზე, ასევე ტოპ ბეთებსა და სტრატეგიებზე და რაც მეტი ინფორმაცია გაქვს, მით უფრო მარტივად იპოვი, რომელია შენთვის საუკეთესო.

სპორტზე ბეთინგის დროს, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ უამრავი სხვა და სხვა ბეთის განთავსება. მოდი შევხედოთ რამდენიმე ყველაზე პოპულარულ ბეთს.
ნებისმიერ სპორტის სახეობაში, ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ და პოპულარულ სახეობას, მატჩის შედეგზე ფსონის განთავსება წარმოადგენს. ბეთორების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს განათავსოს ფსონი კონკრეტული მატჩის შედეგზე და გამოიცნოს მისი გამარჯვებული.
ეს ტოტალიზატორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბეთია და ფეხბურთში, კალათბურთში, ჩოგბურთსა და სპორტის სხვა სახეობაში ყოველდღიურად მიმდინარე მატჩების დიდი რაოდენობა მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას გაძლევს. ეს არის უმარტივესი ბეთი, სადაც უნდა გამოიცნო მხოლოდ მატჩის გამარჯვებული. ამ ტიპის ფსონზე კოეფიციენტები საკმაოდ მრავალფეროვანია, რაც განპირობებულია იმ გარემოებაზე, თუ რამდენად თანაბარი ძალის მეტოქეები ხვდებიან ერთმანეთს. მაგალითად, როდესაც რეიტინგის სათავეში მყოფი გუნდი უპირისპირდება სატურნირო ცხრილის ბოლოში მყოფ გუნდს, ფავორიტის გამარჯვებას დაბალი კოეფიციენტი აქვს, მაგრამ, როდესაც ისეთი გუნდების დაპირსპირება არის სადაც ფავორიტს ვერ გამოვარჩევთ და მოგების მაღალი შანსი ორივე გუნდს აქვს ეს კოეფიციენტებზეც შესაბამისად აისახება.
სხვათაშორის, სპორტის ბეთინგში, betlive.com-ს ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა აქვს, რაც მოთამაშეებს შესაძლებლობას აძლევს, განათავსონ ფსონი ყველაზე მრავალფეროვან პოზიციებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, საუკეთესო კოეფიციენტებითაა შეფასებული.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოზიცია, რომელიც სპორტის ბეთინგის დროს შეგიძლია გამოიყენო. ამ შემთხვევაში შესაძლებლობა გაქვს აირჩიო, როგორც მატჩში გატანილი გოლების რაოდენობა – ასევე, კონკრეტული გუნდის მიერ დაგროვებული გატანილი გოლების რაოდენობა.
მაგალითად, მატჩის ტოტალი შესაძლოა 0.5-დან დაიწყოს. ხოლო ზედა ზღვარი კი, მატჩების აბსოლუტურ უმრავლესობაში 5.5-ზე მეტსაც კი შეადგენს.
ამ შემთხვევაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, თუ ვინ უპირისპირდება ერთმანეთს. რეიტინგში ერთმანეთთან ახლოს მყოფი გუნდების დაპირისპირება ხშირ შემთხვევაში დაძაბულია და გუნდები აქცენტირებას ძირითადად კარის მშრალად შენახვაზე აკეთებენ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, თუ როგორ ფორმაში იმყოფებიან გუნდები, როგორ თამაშობენ საშინაო მატჩებს და რამდენად კარგ ფორმაში იმყოფებიან.
არსებობს ისეთი მატჩებიც სადაც წყვილში ერთი გუნდი აშკარა ფავორიტია და შეუძლია, რომ მეტოქე მარტივად დაამარცხოს – ამ შემთხვევაში, მოთამაშეთა უმრავლესობა კონკრეტული გუნდის ტოტალზე დებს ფსონს. მაგალითად, ინგლისის პრემიერ ლიგის მატჩი, სადაც აშკარა ფავორიტმა მანჩესტერ სიტიმ ბორნმუთი 6:1 გაანადგურა.
ასევე ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფსონის სახეობაა, სადაც წარმატების მიღწევა გუნდის სიძლიერესთან პირდაპირ კავშირშია. რაც უფრო ძლიერია წყვილის ერთ-ერთი გუნდი, მით მეტია შანსი, რომ მან მეტოქე ჰანდიკაპით დაამარცხოს.
ჰანდიკაპი გულისხმობს, რომ ერთ-ერთ გუნდს მატჩის დაწყებამდე ანიჭებ ვირტუალურ უპირატესობას ან აყენებ წამგებიან პოზიციაში.
მაგალითად, -1.5 ჰანდიკაპი ნიშნავს, რომ შენს მიერ შერჩეულმა გუნდმა მინიმუმ 2 გოლიანი უპირატესობით უნდა მოიგოს (3:1). საპირისპიროდ, +1.5 ჰანდიკაპის შემთხვევაში, შენს მიერ შერჩეულმა გუნდმა ან უნდა მოიგოს მატჩი, მაქსიმუმ 1 გოლიანი სხვაობით დამარცხდეს (2:3).
სტანდარტული ფსონებისგან განსხვავებით, სადაც შედეგი მატჩის დასრულებისთანავე აისახება, ამ პოზიციის არჩევის შემთხვევაში, მოთამაშეს გარკვეულ პერიოდის მოცდა მოუწევს.
ტურნირის ან ჩემპიონატის დაწყებამდე, შესაძლებლობა გაქვს შეარჩიო კონკრეტული გუნდი და განათავსო ფსონი, რომ შენს მიერ შერჩეული გუნდი გახდება ტურნირის საბოლოო გამარჯვებული. მაგალითად, გასულ სეზონში იტალიის სერია A-ს გამარჯვებული, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი გახდა. ჩემპიონატის დაწყებამდე ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ნაპოლი 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონობას შეძლებდა, თუმცა სასწაული მოხდა და ბეთორებმა, რომლებსაც პარტენოპეის ჩემპიონობის სჯეროდათ, დიდი კუშიც მოხსნეს.
ამ პოზიციის არჩევის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მაღალი კოეფიციენტია, რაც დამოკიდებულია, გუნდის მიერ რეიტინგში დაკავებულ პოზიციაზე, მის შათამაშო ფორმაზე, სტატისტიკაზე და წარსულში დაფიქსირებულ რეზულტატზე.
ასევე შესაძლებელია ჩემპიონატის ბომბარდირზე ფსონის განთავსება და თანამედროვე სპორტის სამყაროში, სადაც ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდო დომინირებდნენ – არაერთმა ბეთორმა სოლიდური სარგებელი ნახა. ამის გარდა, მსგავსი ბეთი შეიძლება გაკეთდეს ბევრ სხვადასხვა პოზიციაზე. მაგალითად, რომელ ეტაპამდე გავა კონკრეტული გუნდი/მოთამაშე, ვინ გახდება ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, და სხვა.
მხოლოდ ფეხბურთით, რომ არ შემოვიფარგლოთ ერთ-ერთ პოპულარულ ბეთს ჩოგბურთიდან შემოგთავაზებთ.
ეს არის უნიკალური პოზიცია, სადაც შესაძლებლობა გაქვს, ფსონი განათავსო, როგორც კონკრეტული სეტის გამარჯვებულზე – ასევე მატჩში, სეტების ზუსტ რაოდენობასა და შედეგზე. მაგალითად, თუ თქვენ დადებთ ფსონს რომ შენს მიერ შერჩეული მოთამაშე გაიმარჯვებს 2:1-ს, საბოლოო ანგარიში უნდა იყოს ზუსტად 2:1, რომ შენმა ფსონმა მოიგოს. თუ ის დამარცხდება ან მოიგებენ სხვა ანგარიშით, ფსონი წააგებს.
ეს პოზიცია გვთავაზობს ფსონების დადების უფრო კონკრეტულ ვარიანტებს, რაც ბეთორს საშუალებას აძლევს, რომ მოთამაშეების ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასებისას საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს. ამ ტიპის ფსონებზე კოეფიციენტი, რა თქმა უნდა, გაცილებით მაღალია, რადგან სეტების ზუსტი ანგარიშის გამოცნობა საკმაოდ რთულია.
ეს არ არის სრული ჩამონათვალი, რომელიც საჩოგბურთო ბეთის განხორციელების დროს შეგიძლია გამოიყენო. არსებობს, კიდევ რამდენიმე უნიკალური სახეობა, რომელიც ბეთორებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და რომელსაც ასევე შეხვდები Betlive.com-ის ონლაინ ტოტალიზატორის პროგრამაში.
მაგალითად, ერთ-ერთი სახეობა live ბეთინგია, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს პირდაპირ ეთერში უყურო მატჩს და მისი მსვლელობიდან გამომდინარე, განათავსო ფსონი შენს მიერ შერჩეულ მოთამაშეზე, მატჩის შედეგზე, ან ტოტალზე. ლაივ ბეთინგი ინტერაქტიულ და დიმანიურ გამოცდილებას გვთავაზობს, რომელიც ბეთორს შესაძლებლობას აძლევს გააანალიზოს მატჩის მსვლელობა, მოთამაშის პერფორმანსი, დააკვირდეს სხვა ფაქტორებს და ამ დაკვირვების შედეგად მიღებული დასკვნა შესაბამის ბეთში ასახოს. ლაივ ბეთინგის დროს ტოტალიზატორს თავად გამოაქვს სხვადასხვა ბეთი, რომელიც თამაშის მიმდინარეობას შეესაბამება და ამ ბეთების კოეფიციენტები თამაშის მსვლელობასთან ერთად იცვლება. მაგალითისთვის, როდესაც ერთ-ერთი ჩოგბურთელი იგებს 2-0-ს, მისი მოგების კოეფიციენტი ლაივში საკმაოდ დაბალი იქნება, მაგალითად 1.1., მაგრამ თუ მოწინააღმდეგე თამაშს შემოატრიალებს და ანგარიში 2-2 გახდება, შესაბამისად, პირველი მოთამაშის კოეფიციენტი აიწევს, მაგალითად, 1.9-მდე.

ბეთინგის დროს, წარმატების მისაღწევად, სპორტული ცოდნა საკმარისია, მაგრამ მოგების გასაზრდელად სხვადასხვა ბეთინგ სტრატეგიის გამოყენება ყოველთვის კარგი იდეაა. მოდი, გადავხედოთ რამდენიმე პოპულარულ სტრატეგიას.
მარტინგეილის სისტემა ბეთინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხშირად გამოყენბადი მეთოდია. ის მე-18 საუკუნეში ერთ-ერთი კაზინოს მფლობელმა გამოიგონა. შესაძლოა, ბევრი თქვენგანი ამ მეთოდს სრულად გაუაზრებლადაც მიმართავდეს.
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აღნინული სიტემა პოპულარულია, არის ის, რომ თეორიულად გარანტირებულ მოგებას იძლევა. თუმცა, რა თქმა უნდა, მეორე მხარე აქაც არსებობს – კაზინო უპირატესობის შესანარჩუნებლად რეგულაციებით, ლიმიტების დაწესებით და სხვა საშუალებებით იცავს თავს.
ახლა კი თავად მარტინგეილის სისტემა ავხსნათ. პრინციპი მარტივია: დადებულ ფსონს მანამ აორმაგებ, სანამ არ მოიგებ. მაგალითად, თუ გააკეთე 10₾-იანი ბილეთი და არ გამართლდება, შემდეგ ბილეთში ფსონი 20₾-მდე უნდა გაზარდო, შემდეგ – 40₾ და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ მარტინგეილის სისტემა კაზინოს სხვა თამაშებში მეტად აპრობირებულია, სპორტ ბეთინგშიც შეიძლება მისი აქტიურად გამოყენება. პროცესი უფრო გაგიმარტივდება, თუ შეარჩევ ისეთ პოზიციებს, რომლის კოეფიციენტი 2.0-ის ტოლი იქნება. ამ შემთხვევაში ყოველი ფსონის მოგებისას ნახავ სარგებელს, რომელიც თავდაპირველი ფსონის ტოლი იქნება. მაგალითად, თუ შენი 10₾-იანი ბილეთი არ გამწვანდა, შემდეგ 20₾-იანი ბილეთიც გაგიფუჭდა და ბოლოს 40₾-იანმა გაგიმართლა, შენი მოგება 80₾ იქნება, მთლიანი დღის ფსონი კი – 70₾, შესაბამისად სარგებელი 10₾-ს შეადგენს.
მარტინგეილის სისტემას პოპულარობითა და სიმარტივით არც დ’ალემბერტის სისტემა ჩამოუვარდება. მთავარი პრინციპი წაგების შემთხვევაში ფსონის გაზრდას და მოგების შემთხვევაში შემცირებას გულისხმობს. წინა სისტემისგან განსხვავებით ფსონის რაოდენობა დ’ალემბერტის სისტემაში უფრო ნელა იცვლება. თუ მარტინგეილის სისტემაში, წაგებული ბილეთის შემდეგ ფსონს ვაორმაგებდით, ამ შემთხვევაში არითმეტიკული პროგრესიით უნდა გავზარდოთ. შედეგად გაცილებით ნაკლებ რისკს ვიღებთ, თუმცა წაგებული ფსონის უკან დაბრუნებაც შედარებით რთულია.
დ’ალემბერტის სისტემა სპორტ ბეთინგს მარტივად შეგიძლია მოარგო. დადე ბილეთი, რომლის კოეფიციენტიც 2.0-ის ტოლია. დავუშვათ, რომ თავდაპირველი ფსონი 10₾-ს უდრის. თუ 10₾-იანი ბილეთი არ დაჯდა, შემდეგი ფსონი გაზარდე 20₾-მდე. თუ არც აღნიშნულმა ბილეთმა გაამართლა, გაზარდე ფსონი 30₾-მდე. თუ ბოლო ბილეთი გაგიმწვანდა, მანამდე წაგებულ 30₾-ს დაიბრუნებ და უკვე შეგიძლია, რომ შემდეგი ფსონის რაოდენობა 20₾-მდე შეამცირო.
მთავარი პრინციპი ფიბონაჩის სისტემაშიც არ არის განსხვავებული – წაგებული ბილეთის შემდეგ ფსონის გაზრდა. ფიბონაჩის რიცხვები ერთი შეხედვით შეიძლება რთულად ჩანდეს, თუმცა მატი დაზეპირება არ დაგჭირდება, მთავარია ლოგიკის ცოდნა.
ფიბონაჩის პირველი ორი რიცხვია 0 და 1, ხოლო ყოველი შემდეგი რიცხვი წინა ორის შეკრებით მიიღება. შესაბამისად მესამე რიცხვი იქნება 0+1, ანუ 1. მეოთხე რიცხვი იქნება 1+1 – 2 და ა.შ. პირველი ათი რიცხვი კი ასე გამოიყურება 0, 1, 1, 2, 3, 5, 8, 13, 21, and 34.
როგორ გამოვიყენოთ ფიბონაჩის მიმდევრობა სპორტ ბეთინგში? თუ დადე ფეხბურთის ბილეთი, რომლის ფსონია 10₾ და ბილეთი არ გამართლდა, შემდეგი ფსონი განათავსე მარჯვენა მხარეს არსებული რიცხვის შესაბამისად. გამოდის, რომ მეორე ფსონი ისევ 10₾ დარჩება, მესამე ფსონი იქნება 20₾, შემდეგ – 30₾, 50₾ და ა.შ. (თავდაპირველი 10₾ ფსონი გამრავლებულია ფიბონაჩის რიცხვებზე).
იმ შემთხვევაში თუ ფსონი გაამართლებს, შემდეგი ბილეთის ფსონის რაოდენობა ორი რიცხვით მარცხნივ გადმოიწევს. მაგალითად თუ 10₾-ით დაიწყე და პირველი ბილეთი ფიბონაჩის მეშვიდე რიცხვზე გამოიცანი (ანუ 80₾-იანი ბილეთი დაგიჯდა), შემდეგი ფსონი უნდა იყოს 50₾.
ლაბუშერის სისტემის მთავარი ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ შესაძლოა გქონდეს უფრო მეტი წაგებული ბილეთი, ვიდრე – მოგებული და მაინც ნახო სარგებელი.
როგორ დავდოთ ბილეთი ლაბუშერის სისტემის დახმარებით?
პირველ რიგში, ჩამოწერე ნებისმიერი მიმდევრობა. მაგალითად, ავიღოთ 1, 2 და 3. პოტენციური სარგებელი, რისი მიღებაც შესაძლებელია, არის შერჩეული მიმდევრობის რიცხვების ჯამი. ამ შემთხვევაში 1 + 2 + 3 = 6₾.
თითოეული ფსონი უნდა შეადგენდეს პირველი და ბოლო რიცხვების ჯამს. ჩვენს მაგალითში პირველი ფსონი იქნება 4₾ (1+3). მოგების შემდეგ, ვშლით პირველ და ბოლო რიცხვებს და დარჩენილი რიცხვის შესაბამის ფსონს ვაკეთებთ. შესაბამისად ჩვენი მეორე ფსონი იქნება 2₾.
იმ შემთხვევაში, თუ ფსონი არ გამართლდება, მიმდევრობას კიდევ ერთ რიცხვს ვუმატებთ. შესაბამისად მივიღებთ – 1, 2, 3, 4 მიმდევრობას.
გამოდის, რომ მოგების შემთხვევაში პირველ და ბოლო რიცხვს ვშლით, წაგების შემთხვევაში – კიდევ ერთ რიცხვს ვამატებთ. ერთადერთი გამონაკლისია, როცა მხოლოდ ერთი რიცხვი გვრჩება. ამ შემთხვევაში, აღნიშნული რიცხვის შესაბამის ფსონს ვაკეთებთ. ერთადერთი დარჩენილი რიცხვის შესაბამისი ფსონიც თუ გამართლდა, მიმდევრობას მივყვებით თავიდან.
სპორტს ბეთინგში უამრავი განსხვავებული ტერმინი არსებობს, რომელთა უმრავლესობის შესახებ, ბეთორების მხოლოდ მცირე რაოდენობას სმენია. შევეცდებით 5 ყველაზე გავრცელებული ტერმინი და მათი განმარტება გაგაცნოთ.
კი/არა ფსონი, რომელიც სპორტის ნებისმიერ სახეობაში შეგხვდებათ. აღნიშნული ფსონი ითვალისწინებს, მოხდება თუ არა კონკრეტულ მატჩში ესა თუ ის მოვლენა. ყოველ მატჩზე ონლაინ კაზინო გარკვეულ მოვლენას გთავაზობთ, რომელიც შესაძლოა, მისი მიმდინარეობისას მოხდეს. ყველაზე პოპულარული კი/არა ტიპის ფსონი ფეხბურთში გვხვდება, სადაც მოთამაშემ უნდა გამოიცნოს, გაიტანს თუ არა ორივე გუნდი გოლს. ამასთანავე, მსგავსი ტიპის ფსონის განთავსება ყვითელ/წითელ ბარათებზე და სხვა მოვლენებზეა შესაძლებელი. კალათბურთში კი/არა ტიპის ფსონი, ძირითადად, ორივე გუნდის 100+ ქულის ჩაგდებაზე გვხვდება, ასევე ჩააგდებს თუ არა ერთი გუნდი X+ ქულას ბოლო მეოთხედში და ა.შ.
მაგალითისთვის, ნაპოლი – ბარსელონას მატჩში კი/არა ფსონი ავირჩიეთ და ვივარაუდეთ, რომ გოლს ორივე გუნდი გაიტანს. თუკი ნამდვილად ასე მოხდება, ჩვენი ფსონი მოგებულად ჩაითვლება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ან ვერცერთი მათგანი ვერ გაიტანს, პოზიცია წაგებულია, შესაბამისად, მთლიანი ბილეთიც.
ტაიმბოლი მოიაზრებს ბეთს როდესაც ჩვენ ფსონს ვაკეთებთ თუ როგორ დასრულდება თამაშის ორივე ტაიმი. მაგალითისთვის 1/X ტაიმბოლი გულისხმობს რომ, პირველი ტაიმს მოიგებს მასპინძელი გუნდი, ხოლო საბოლოო შედეგი ფრე იქნება.
დავუშვათ, ნაპოლი – ბარსელონას მატჩში ბარსელონას საპირისპიროდ X/1 ტაიმბოლს ვირჩევთ. პოზიცია მოგებულად ჩაითვლება, თუკი პირველი ტაიმი ფრედ დასრულდება, ხოლო მატჩს ნაპოლი მოიგებს. ნებისმიერი სხვა სცენარით, ბილეთი წაგებულია.
დაზღვევა არის ბეთინგის პროცესი როდესაც ჩვენ არსებული ბილეთიდან დარჩენილი გვაქვს 1 აქტიური პოზიცია და ვაკეთებთ მის დაზღვევას. ამ დროს ჩვენ ვანთავსებთ ახალ ბეთს საპირისპირო პოზიციაზე და ამით ვინაღდებთ მოგებას. დაზღვევა ძირითადად მაშინ კეთდება, როცა დიდ ბილეთში ერთი დარჩენილი პოზიცია გვრჩება, რომელსაც დაბალი კოეფიციენტი აქვს.
მაგალითად, ბილეთში ნაპოლი – ბარსელონას მატჩი დაგვრჩა, რომელზეც 50₾ განთავსდა და ნაპოლის მოგება ავირჩიეთ. ნაპოლის გამარჯვებით, ჩვენ 200₾ მოვიგებთ. ამ ფსონის დასაზღვევად, დამატებით კიდევ ერთ X2 ფსონს ვათავსებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მატჩი ან ფრედ, ან ბარსელონას გამარჯვებით დასრულდება. დავუშვათ, X2-ზე კოეფიციენტი 1.7 შეადგენს, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ფსონზე 200₾ მოსაგებად 117₾ უნდა განვათავსოთ. ნაპოლის მოგებით 150₾ მივიღებთ, მაგრამ დამზღვევი ფსონიდან 117₾ დავკარგავთ. საბოლოოდ, 33₾ მოგებაში წავალთ. მაშინ, როცა ნაპოლი ვერ მოიგებს, დამზღვევი ფსონიდან 83₾ მოვიგებთ, მაგრამ პირველად ფსონიდან 50₾ დავკარგავთ. ამ შემთხვევაშიც, 33₾ მოგებაში ვიქნებით. შესაძლოა, ეს დიდი თანხა არ იყოს, მაგრამ გარანტირებულ მოგებას მიიღებთ და ნებისმიერ შემთხვევაში, წაგებაში არ წახვალთ. ამავდროულად, არის შემთხვევები, როდესაც გარანტირებული მოგება რაოდენობრივად საკმაოდ მაღალია და ეს დარჩენილ პოზიციაზე და დამზღვევ ფსონზეა დამოკიდებული.
ქეშაუთი მიმდინარე ფსონის დახურვასა და მოგების ნაწილის გარანტირებულად მიღებას ითვალისწინებს. ფსონის განთავსებისას საკუთარ არჩევანში დარწმუნებული ხართ, თუმცა დროთა განმავლობაში, რიგი მიზეზების გამო, შესაძლოა, აზრი შეიცვალოთ. ქეშაუთის ფუნქცია სწორედ საამისოდ შეიქმნა, მისი დახმარებით შესაძლოა მოსაგები თანხის ნაწილის მიღება. სხვადასხვა დათვლაზე დაყრდნობით, ონლაინ ბუკმეკერები ქეშაუთის დროს გარკვეული რაოდენობის თანხის გატანას გთავაზობენ. თუმცა, ქეშაუთი ყოველთვის მომგებიანი ვერ იქნება და შესაძლოა, განთავსებულ თანხაზე უფრო ნაკლებიც კი გამოვიდეს.
როგორ მუშაობს ქეშაუთი? მაგალითად, აირჩიეთ 3 პოზიცია საერთო 8,5 კოეფიციენტით და განათავსეთ ფსონი 10₾ ოდენობით. სამივე პოზიციის გამოცნობის შემთხვევაში, 85₾ მოიგებთ, მაგრამ დავუშვათ, რომ მხოლოდ 2 პოზიცია გამოიცანით, ბოლო მატჩი კი ჯერ არ დაწყებულა ან უკვე მიმდინარეობის პროცესშია. ამ შემთხვევაში, კაზინოს შეუძლია 50₾ ოდენობის ქეშაუთი შემოგთავაზოთ, შესაბამისად, მისი გატანის შემთხვევაში, სწორედ ამ თანხას მიიღებთ და ფსონი დასრულებულად ჩაითვლება. ქეშბექის თანხა დარჩენილი პოზიციების, ყოველი პოზიციის კოეფიციენტებსა და მიმდინარე მატჩებზე მომხდარ მოვლენებზეა დამოკიდებული.
Cashout-ი სპორტის ბეთინგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფუნქციაა, რომელსაც, როგორც გითხარით ბეთორების უმრავლესობა აქტიურად იყენებს. ამ შემთხვევაში მოთამაშეს 2 არჩევანი აქვს: გამოიყენოს ქეშაუთის სტანდარტული/ჩვეულებრივი ვარიანტი, ან გამოიყენოს ავტომატური ქეშაუთი და თავად განსაზღვროს, ბილეთში რამდენი თამაშის გამწვანების, ან თანხის რა რაოდენობის შემდეგ გააქტიურდეს ქეშაუთ ფუნქცია.
ქეშაუთი თითქმის ყველა ონლაინ ტოტალიზატორს აქვს, მაგრამ Betlive საკუთარ მომხმარებელს კიდევ უფრო განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. გარდა იმისა, რომ ბეთლაივზე ყველაზე მეტი PREMATCH, LIVE და ინდივიდუალური პოზიციაა, „მართე თამაში“ ბეთორებს შესაძლებლობას აძლევს სასურველი პოზიცია ბილეთში ნებისმიერ დროს ჩაამატოს. ასევე ჩაანაცვლოს ან წაშალოს LIVE და PREMATCH პოზიციები.
ფრეზე გაყრა ფსონის ტიპია, რომლის დროსაც მატჩის გამარჯვებულს ირჩევთ, მაგრამ ამავდროულად შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაში, საკუთარ ფსონს აზღვევთ. ფრეზე გაყრით, თამაშის კონკრეტულ გამარჯვებულს ირჩევთ, მაგრამ თუკი ეს მატჩი ფრედ დასრულდება, მაშინ კოეფიციენტი ბათილდება. ამავდროულად, ბილეთი ცოცხალი რჩება. ასეთი ტიპის ფსონი გამარჯვებულზე, ფსონსა და 1X, X2 ფსონებს შორისაა, რაც პოზიციების დაცვის შესანიშნავი საშუალებაა.
ფრეზე გაყრის ფსონის განთავსების მაგალითი – დავუშვათ, ნაპოლი – ბარსელონას მატჩზე ფრეზე გაყრა ავირჩიეთ და ასევე არჩევანი ნაპოლიზე შევაჩერეთ. თუკი ნაპოლი მატჩს მოიგებს, ფსონი მოგებულად ჩაითვლება, მაგრამ თუკი მატჩის საბოლოო შედეგად ფრე დაფიქსირდება, ფსონი ბილეთიდან ამოვარდება, ამიტომ ბილეთიც აქტიური რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლი – ბარსელონას შედეგი ვერ გამოვიცანით. გაითვალისწინეთ, რომ ბილეთის საერთო კოეფიციენტი ამ შემთხვევაში შემცირდება.
სპორტის ბეთინგის ყველაზე გავრცელებულ ტერმინებზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა არაფერი გვითქვამს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ თულზე, რომელსაც ბეთორების აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებით იყენებს. ამ ფუნქციასთან შეხება ერთხელ მაინც ყველა ბეთორს ჰქონია – ზოგ შემთხვევაში დროულად და წარმატებით გამოიყენეს, ზოგ შემთხვევაში კი რისკზე წავიდნენ, რომელმაც არ გაამართლა.
1 – პირველ რიგში, ფსონის დასადებად ვერიფიცირებული ანგარიში დაგჭირდება, რის შემდეგაც შესაძლებელია, შეარჩიო ფსონის სასურველი ტიპი. მნიშვნელობა არ აქვს აირჩევ მატჩის შედეგს, ტურნირის გამარჯვებულსა თუ ჰანდიკაპს – მთავარია, მაქსიმალურად გონივრული და დაბალრისკიანი ფსონი განათავსო.
2 – აუცილებელია რისკების გონივრული შეფასება, სწორი სტრატეგიის შემუშავება და ნერვების კონტროლი, რათა ერთი წარუმატებელი ფსონის შემდეგ, საკუთარი ანგარიში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში არ ჩააგდო.
კარგი იქნება, თუ საწყის ეტაპზე უფასო ტოტალიზატორს სცდი, სადაც ფსონებს თანხის დაკარგვის გარეშე განათავსებ და შენთვის მისაღებ სტრატეგიასაც შეიმუშავებ. ამის კარგ შესაძლებლობას გაძლევს betlive-ს უფასო სპორტი, სადაც ვირტუალური მონეტებით შეგიძლია ბეთის განთავსება და ამავდროულად უფასო ბილეთის მოგება.
3 – როდესაც დარწმუნდები, რომ სათამაშოდ მზად ხარ. შეგიძლია ბეთინგის შენთვის სასურველი სახეობა შეარჩიო და ფსონი განათავსო. გაითვალისწინე, რაც უფრო ნაკლებია გადაბმა – მით მეტია მოგების შანსი.
ქართული ტოტალიზატორების უმრავლესობა, საკუთარ მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ძალები ვირტუალურ სპორტში მოსინჯონ – ვირტუალურ სპორტში შესაძლებელია, როგორც ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატებზე ფსონის განთავსება, ასევე ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებაზე სოლიდური თანხის მოგება. მაგალითად, ვირტუალურ სპორტში შესაძლოა გაიმართოს ესპანეთის ლა ლიგის მატჩები, სადაც მხოლოდ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების ვირტუალური დაპირისპირება შედგება.

ნებისმიერი ბეთორი ოცნებობს დიდი კუშის გარტყმაზე და ბიუჯეტის სოლიდური მოგებით შევსებაზე. გთავაზობთ სხვადასხვა დროს, ბეთორების მიერ განხორციელებულ 5 ყველაზე „გიჟურ“ ფსონს, რომელიც დაჯდა!
დიახ სწორად გაიგეთ, 3.5 მილიონ დოლარიანი წარმატებული ბეთი. 2010 წლის სუპერბოულზე, ნიუ ორლეანს სეინტსისა და ინდიანაპოლის კოლტსის დაპირისპირება შედგა. უოლტერსმა ფსონის განთავსებამდე პოკერის თამაში გადაწყვიტა და მაგრადაც გაუმართლა. გემბლერმა სოლიდური თანხის მოგება შეძლო – მოგებული 3.5 მილიონი კი ნიუ ორლეანსის გამარჯვებაზე დადო. აღსანიშნავია, რომ ნიუ ორლეანსმა მეტოქე მარტივად დაამარცხა (31:17) და ისტორიაში პირველად გახდა სუპერბოულის გამარჯვებული.
ამჯერად, მეორე საუკეთესო მოგება ბეისბოლს უკავშირდება. ბეთორმა სოლიდური კუშის მოხსნა გადაწყვიტა და ფსონი განათავსა, რომ კანზას სიტი როიალსი მსოფლიო სერიის გამარჯვებული გახდებოდა. ვეგას დეივს 15 სხავდასხვა კაზინოს მიმართა,, რადგან აბსოლუტურ უმრავლესობაში მის ფსონს არ იღებდნენ. საბოლოდ ერთ-ერთმა ფსონი მიიღო, ბეთორმა კი უდიდესი რისკის (30/1) ფასად სოლიდური თანხა მოიგო.
დოღის მოყვარულისთვის წარმოუდგენლად დიდი მოგებაა. თითქმის უტოპიის მსგავსი, თუმცა სპორტსი ასეთებიც ხდება. 61 წლის ვაითლი, დღის განმავლობაში რბოლების 6 გამარჯვებული ცხენი გამოიცნო. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული ის იყო, რომელმაც წარსულში გამარტული 28 რბოლიდან ყველა წააგო.
2003 წელს, ერთი-ერთი რბოლის წინ, ფუტერმა განათავსა ფსონი, რომ გამარჯვებული მისი ცხენი გახდებოდა – ცხენმა მფლობელის იმედები გაამართლა და რბოლა მოიგო. საპრიზო თანხის 348.000 ფუნტის მიღების პარალელურად, ფუტერმა დამატებით 400.000 ფუნტი წარმატებული ფსონის შედეგაც გამოიმუშავა.
2011 წლის ნოემბერში, ბეთორმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროვებაზე უარი განაცხადა, სოლიდური თანხა მოიგო. ბეთორმა ბილეთში 19 პოზიცია გადააბა და 683.738 კოეფიციენტზე, 0.80 ფუნტი დადო. 18 პოზიციის გამწვანების შემდეგ, ლივერპულმა გამარჯვების მომტანი გოლი მატჩის უკანასკნელ წუთებზე გაიტანა, ჩელსი დაამარცხა და ანონიმურ ბეთორს 585.000 ფუნტი მოაგებინა.
როგორ ფიქრობთ, როდის დაფიქსირდა პირველი ბეთინგ სკანდალი? თუ თვლით, რომ ეს ახლო წარსულში მოხდა, ცდებით! პირველი ბეთინგ სკანდალი 1919 წელს დაფიქსირდა და ხუთეულსაც ამ ფაქტზე საუბრით დავიწყებთ.
ერთ-ერთი უპირველესი და ყველაზე ცნობილი ბეთინგ სკანდალი 1919 წელს, ბეისბოლში, მსოფლიო სერიების მსვლელობისას დაფიქსირდა. ჩიკაგო ვაით სოქსის 8 მოთამაშე, ბუკმეკერებთან კავშირში და მატჩის განზრახ წაგებაში ამხილეს. სკანდალმა, რომელმაც საყოველთაო ვნებათაღელვა გამოიწვია სპორტის ამ სახეობის რეპუტაციას მძიმე დარტყმა მიაყენა – გარიგებაში მონაწილე 8 მოთამაშეს კი სამუდამოდ აუკრძალეს ბეისბოლის თამაში.
მეორე სკანდალი ასევე ბეისბოლს უკავშირდება. ბეისბოლის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე და ლეგენდა პიტ როუსი, უკანონო ფსონების განთავსებაში ამხილეს. როგორც ჩანს პიტ როუსი პროფესიონალური კარიერისა და შემდეგ უკვე მენეჯერული კარიერის განმავლობასი აქტიურად დებდა ფსონებს, იმ თამაშებზე, რომლებშიც თავისი გუნდი მონაწილეობდა. გარდა იმისა, რომ როუსი ბეისბოლიდან სამუდამოდ მოკვეთეს, ის ბეისბოლის დიდებათა დარბაზიდანაც ამოიღეს.
იტალიური ფეხბურთი მატჩების ჩაწყობისა და უკანონო გარიგებების არნახულ სკანდალში გაეხვა. სატელეფონო ზარებზე მოსმენის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ კლუბების წარმომადგენლები, არბიტრები და მოთამაშეები აქტიურად დებდნენ ფსონებს გარიგებულ მატჩებზე. საქმე იქამდე მივიდა, რომ იტალიური ფეხბურთის გრანდს, იუვენტუსს საჩემპიონო ტიტულები ჩამოართვეს, საკმაოდ ბევრ მოთამაშეს კი ფეხბურთის თამაში აუკრძალეს.
კვლავ ფეხბურთი, კვლავ იტალია! კალჩოპოლის სკანდალში ამჯერად მილანისა და ლაციოს წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. საფეხბურთო კლუბები, მსაჯებთან გარიგებით მატჩის საბოლოო შედეგზე ახდენდნენ გავლენას. გამოძიების შემდეგ, სერია A-მ ორივე კლუბი დასაჯა და ქულები ჩამოაკლო.
სამწუხაროდ კვლავ საფეხბურთო სკანდალზე გვიწევს საუბარი, სადაც გასაკვირი არაა, რომ იტალიელი ფეხბურთელები არიან ჩართული. უკანონო ფსონების განთავსებაში ისეთი სახელოვანი ვარსკვლავიც აღმოჩნდა ჩართული, როგორიცაა სანდრო ტონალი. ტონალი, ისევე, როგორც მისი რამდენიმე თანამემამულე ბეთინგ სკანდალში გაეხვა, რის გამოც უკანონო ფსონების განთავსებაში მონაწილე ყველა ფეხბურთელი მკაცრად დაისაჯა. ტონალის 10-თვიანი დისკვალიფიკაცია, ნიკოლო ფაჯიოლოს კი 7-თვიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.
სპორტის ბეთინგის პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანი სახითაა წარმოდგენილი. უკვე ვისაუბრეთ ვირტუალური სპორტის შესახებ, სადაც ბეთორებს შესაძლებლობა აქვთ ვირტუალურ სპორტზე, შერჩეულ პოზიციებზე განათავსონ ფსონი და მცირე დროში, ბიუჯეტი სოლიდური მოგებით შეივსონ.
კაზინოების აბსოლუტურ უმრავლესობას, განსხვავებული და მრავალფეროვანი სპორტული აქციები აქვთ, რომელიც ბეთორს შესაძლებლობას აძლევს, თავად შეარჩიოს მისთვის სასურველი აქცია და ფსონის განთავსების პარალელურად, სხვადასხვა პრიზის მოგების შესაძლებლობაც მიიღოს.
ამ შემთხვევაშიც betlive.com-ი საკუთარ მომხმარებლებს უნიკალურ აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც, ყოველდღიურად 10.000-მდე ფრისპინის მოგებაა შესაძლებელი.

“სპორტის ექსპერტი” არის აქცია, სადაც სპორტული ცოდნით შეგიძლია მოიგო 10.000-მდე FREESPINS ყოველდღე. აქციაში მონაწილეობისთვის დღის განმავლობაში ჯამურად მინ. 20 ლარიანი დეპოზიტი უნდა გააკეთო, აირჩიო ქვიზის 10 კითხვიდან მინ. 4 კითხვა და დაადასტურო ქვიზის შევსება. კითხვების შესაბამისი რაოდენობის FREESPINS მოიგებ, თუ ყველა შეკითხვას სწორად უპასუხებ. ამავდროულად betlive მომხმარებლებს სთავაზობს უფასო სპორტის თამაშს, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ განათავსონ ვირტუალური მონეტები სპორტულ თამაშებზე და შემდეგ ეს მონეტები Freebet-ში გადაცვალონ.
სპეციალური ფსონები კი ალბათ ყველაზე გამორჩეული ფუნქციაა, რომელსაც დამწყები და პროფესიონალი ბეთორები იყენებენ. სპეციალური ფსონის განთავსების შემთხვევაში, უამრავი არჩევანი გაქვს და დიდწილად დამოკიდებული ხარ საკუთარ ცოდნასა და ინტუიციაზე.
საქართველოში სპორტის ბეთინგს მხოლოდ აზარტული თამაშების ასოციაციაში შემავალი კაზინოები გვთავაზობენ, დღესდღეობით ამ ასოციაციაში ექვსი წამყვანი კომპანია შედის: betlive (ბეთლაივი), Adjarabet (აჭარაბეთი), Crystalbet (კრისტალებთი), Crocobet (კროკობეთი), Leaderbet (ლიდერბეთი), და Europebet (ევროპაბეთი). ამავდროულად ბაზარზე გამოჩნდნენ Asvla (ასვლა) და Ambassadoribet (ამბასადორიბეთი) რომლებმაც ასევე შეიძლება შემოგვთავაზონ სპორტ ბეთინგი ახლო მომავალში.
უკვე ვისაუბრეთ, რომ სპორტ ბეთინგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა, სადაც სწორად შერჩეული სტრატეგიითა და ტაქტიკით, სოლიდური მოგების მიღებაა შესაძლებელი. ამიტომ, ნებისმიერ სპორტის სახეობაზე განთავსებული ფსონი დროს აუცილებელია პასუხისმგებლიანი და გონივრული გადაწყვეტილების მიღება, რათა მინიმუმამდე შეამცირო წაგების ალბათობა და რაც შეიძლება დაბალრისკიანი ფსონი განათავსო.
ყოველთვის გაითვალისწინე, რომ მთავარია მომგებიანი და შენთვის შესაფერისი სტრატეგიის პოვნა, რათა შენი ფსონი წარმატებული აღმოჩნდეს – ამიტომ საკუთარ სპორტულ ინტუიციასთან ერთად, პროფესიონალი ბეტორების რჩევის გათვალისწინებაც აუცილებელია.უმჯობესია, დაიწყო პატარა ფსონებით ან სულაც უფასო ტოტალიზატორი მოიძიე. მაგალითად, betlive.com ყველა სრულად იდენტიფიცირებულ მომხმარებლებს უფასო სპორტის ბალანსს აძლევს მონეტების სახით, რომლითაც შეგიძლია განათავსო ფსონი ნებისმიერ სპორტულ მოვლენაზე. “უფასო სპორტის” დახმარებით შეგიძლია, სხვადასხვა სტრატეგიები გამოცადო და როცა საკმარისად თავდაჯერებული იქნები, ამის შემდეგ დაიწყო სრულყოფილი ბეთინგი.