სლოტი კაზინოს ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტია. სლოტის მოყვარულებისთვის კარგადაა ნაცნობი, რომ უამრავი სლოტის ტიპები არსებობს, როგორც თემატიკის მიხედვით, ისე მექანიკის მიხედვით. ხშირად პროვაიდერები სლოტის შექმნისას რამდენიმე მექანიკას ერთმანეთში აზავებენ ხოლმე, რათა მოთამაშეებისთვის სლოტები კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მიმზიდველი გახდეს. ამ ბლოგში დეტალურად მიმოვიხილავთ, თუ როგორი ტიპის სლოტები არსებობს და რომელია ყველაზე მომგებიანი სლოტები.

Classic Slots

classic slots სლოტის ტიპები - როგორი ტიპის სლოტები არსებობს?

კლასიკური სლოტები ისტორიაში პირველი სლოტის მანქანების „შთამომავალია“. როგორც წესი, კლასიკური სლოტები 3×3 სათამაშო დაფაზეა გაშლილი და ძალიან მარტივი მექანიკა აქვს. თამაშის სიმბოლოები ადრეული ხილის მანქანებითაა შთაგონებული, როგორებიცაა ბალი, ფორთოხალი, BAR-ები, შვიდიანები და ზარები. ხშირად სლოტებს გადახდის მხოლოდ ერთი ხაზი აქვთ, თუმცა ზოგიერთ ახალ კლასიკურ სლოტშიც შეხვდები 3, 4 ან თუნდაც გადახდის 9 ხაზს.

ამ სლოტების მთავარი მიმზიდველობა სიმარტივეში მდგომარეობს. აქ ვერ შეხვდები რთული მექანიკის ბონუს რაუნდებს, რამდენიმედონიან ჯეკპოტებს. სათამაშო მიმდინარეობა ერთ მთავარ პრინციპზეა დაფუძნებული – დაატრიალე და მოიგე. ყველაზე მეტი, ამ ტიპის სლოტებში შეგიძლია, შეხვდე ვაილდ სიმბოლოებს და მარტივ მულტიპლიკატორებს.

მოკლედ, კლასიკური სლოტები იმ მოთამაშეებისთვისაა შექმნილი, რომელთაც ნოსტალგიური დამოკიდებულება აქვთ ძველი თამაშების მიმართ, უყვართ თამაში ნელი ტემპით და მარტივი მექანიკით.

20 Super Hot, All Ways Luck, 10 Dazzling Cash – ეს და სხვა კლასიკური სლოტები, რა თქმა უნდა, betlive.com-ზეა ხელმისაწვდომი და, რაც მთავარია, შეგიძლია უფასო სლოტების თამაში Demo Mode-ში.

Video Slots

video slots სლოტის ტიპები - როგორი ტიპის სლოტები არსებობს?

ვიდეო სლოტები თანამედროვე სლოტ თამაშების სტანდარტული სახეა. კლასიკური სლოტებისგან განსხვავებით, ვიდეო სლოტები 5×3, 6×4, 7×7 ან სხვა სათამაშო დაფებზეა გაშლილი და გადახდის უამრავი ხაზი აქვს. გარდა ამისა, ვიდეო სლოტების მთავარი ხიბლი გამორჩეული ვიზუალურ თუ აუდიო ელემენტებშია, როგორებიცაა მაღალი ხარისხის ანიმაციები, გრაფიკა, თემატური მუსიკა, რაც, საბოლოო ჯამში, დასამახსოვრებელ სათამაშო გამოცდილებას ქმნის.

ვიდეო სლოტებში უამრავ ფუნქციონალსაც შეხვდები. ესენია ვაილდები, სკატერები, მულტიპლიკატორები, FREESPINS და მინი-თამაშები. ბონუს თამაშები გთავაზობს საერთოდ ახალ სათამაშო მექანიკას, პროგრესული მოგებებით, ბორბლების დატრიალებებით და სხვა. ბონუს თამაშების მექანიკა პროვაიდერის ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

სათამაშო გამოცდილების მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა, დაფარული იყოს თემატური მიმართულება, რათა თითოეულმა სპინმა სინემატიკური გამოცდილება შექმნას.

სხვადასხვა პოპულარული ვიდეო სლოტია Book of Dead, Gonzo’s Quest და Starbust. ითამაშე უფასო სლოტები betlive.com-ზე დემო ვერსიაში.

Megaways

megaways სლოტის ტიპები - როგორი ტიპის სლოტები არსებობს?

Megaways სლოტები Big Time Gaming-ის ინოვაციური მექანიკაა. ტრადიციული გადახდის ხაზებისგან განსხვავებებით, Megaways სლოტები დინამიკური სვეტების სისტემას იყენებს. თითოეულ სვეტზე შესაძლოა, სხვადასხვა რაოდენობის სიმბოლო დაგხვდეს, რაც, საბოლოო ჯამში, უამრავ მომგებიან კომბინაციას ქმნის.

მოულოდნელობის ეფექტი თითოეულ სპინს უნიკალურობას სძენს. კასკადურ სვეტებან კომბინაცია, როცა მომგებიანი კომბინაციები დაფიდან ქრება და მას ახალი სიმბოლოები ანაცვლებს, Megaways სლოტებს მართლაც უნიკალურს ხდის და Megaways სლოტებს ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან სლოტებად აქცევს.

Bonanza Megaways, Extra Chilli Megaways, Gonzo’s Quest Megaways პოპულარული და მომგებიანი სლოტებია. თუ უფასო სლოტების თამაში გინდა, მაშინ betlive.com-ზე დემო ვერსია უნდა გამოცადო.

Pay Anywhere

sweet სლოტის ტიპები - როგორი ტიპის სლოტები არსებობს?

კლასიკური გადახდის ხაზებისა და Megaways სლოტებისგან განსხვავებით, Pay Anywhere სლოტები, იგივე კლასტერული გადახდების სლოტები, განსხვავებულ მომგებიან მექანიკას იყენებენ. კონკრეტული, სავალდებული სიმბოლოების დაჭერის მაგივრად, მოთამაშეები მსგავსი სიმბოლოების კლასტერების დაჭერით იგებენ. კლასტერი, როგორც წესი, ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად 5 ან მეტი მსგავსი სიმბოლოსგან შედგება.

Pay Anywhere სლოტების უმეტესობა დიდ სათამაშო დაფებზე (6×5, 7×7 ან მეტი) არის გაშლილი, რაც კლასტერების ფორმირების მეტ საშუალებას იძლევა.

ეს მექანიკა მოთამაშეებისთვის კიდევ უფრო მომგებიანი, დინამიკური და მრავალფეროვანია. ასეთი სლოტების მაგალითებია: Sweet Bonanza, Reactoonz და სხვა.

Tumbling Reels Slots

tumbling სლოტის ტიპები - როგორი ტიპის სლოტები არსებობს?

Tumbling Reels Slots, რომლებსაც ხშირად კასკადურს ან Avalanche Slots უწოდებენ ტრადიციულ ანიმაციას ჩამოვარდნის მექანიკით ანაცვლებს. სპინის დროს სიმბოლოები პოზიციებზე ცვივა. თუ მომგებიანი კომბინაცია შედგა, მაშინ ის ქრება და მის ადგილას ახალი სიმბოლოები ვარდება. ეს კი, საბოლოო ჯამში, ერთ სპინზე ზედიზედ რამდენიმე მოგების საშუალებას იძლევა.

ეს მექანიკა, როგორც წესი, პროგრესულ მულტიპლიკატორებთანაა „შეზავებული“. რაც უფრო მეტია კასკადების რაოდენობა, მით უფრო მეტია მულტიპლიკატორი.

მოთამაშეებისთვის ეს მექანიკა იმითაა მიმზიდველი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სლოტებია Tumbling Reels Slots და მოგების ერთგვარ ჯაჭვურ რეაქციას ქმნის.

თუ ასეთი ტიპის სლოტები მოგწონს, მაშინ შეგიძლია სცადო Temple Tumble, Gonzo’s Quest და სხვა.

Bonus Buy Slots

bonus სლოტის ტიპები - როგორი ტიპის სლოტები არსებობს?

Bonus Buy სლოტების პოპულარული ტიპია, რაც იმას გულისხმობს, რომ, როცა მოთამაშეს არ უნდა მოიცადოს იქამდე, სანამ ბონუს რაუნდი გააქტიურდება, ყიდულობს ბონუსს (როგორც წესი, FREESPINS). ბონუსის ღირებულება ფსონის 50x-დან 200x-მდე მერყეობს.

ხშირად Bonus Buy სლოტები რამდენიმე დონიან ყიდვას გთავაზობს. მაგალითად, შედარებით დაბალი ღირებულების მქონე ვარიანტით ხელმისაწვდომი იქნება შედარებით დაბალი დონის FREESPINS რაუნდი. უფრო მაღალი ღირებულების ბონუსი კი დიდი მოგების ალბათობას ზრდის.

ასეთი სლოტები ბაზარზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რაც იმითაა გამოწვეული, რომ დიდი მოგების ალბათობა ერთი-ორად იზრდება.

Chaos Сrew, Money Train ⅔, The Dog House Megaways – ეს მცირე ჩამონათვალია იმ Bonus Buy სლოტებისა, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

სლოტის ტიპების შეჯამება

ამრიგად, ბაზარზე უამრავი ტიპის სლოტი არსებობს, რომლებიც ნებისმიერი გემოვნების მოთამაშეს ერგება. პროვაიდერების მიხედვითაც, სლოტის ტიპები განსხვავდება იქნება ეს EGT სლოტები თუ სხვა. თუ კლასიკური, მარტივი სლოტები გიყვარს, ან კომპლექსური სათამაშო გამოცდილება გირჩევნია – betlive.com-ზე ნებისმიერ ასეთი სტილის თამაშს და ყველაზე მომგებიან სლოტებს მარტივად იპოვი.