1970 წელს, ლას ვეგასში, პირველი WSOP (World Series of Poker) გაიმართა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ 7 მონაწილე ჰყავდა, თუმცა, დღეისათვის პოკერის პოპულარობა პიკს აღწევს და პრესტიჟული ტურნირების სერიაზე, ათეულობით ათასი ადამიანი იღებს მონაწილეობას. სწორედ ამის გამო დღეს ჩვენ ხშირად გავიგებთ კითხვას “როგორ ვისწავლოთ პოკერი?”
თამაშის დინამიურობა, მოზღვავებული ადრენალინი, მძაფრი შეგრძნებები და სტრატეგიების განუსაზღვრელი რაოდენობა იმ გარემობების არასრული ჩამონათვალია, რომელიც პოკერს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის და რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადამიანს იზიდავს. მნიშვნელობა არ აქვს თამაშობ, ტეხასურ პოკერს, ჰოლდემსა თუ ომაჰას – პოკერის მრავალფეროვნება ერთნაირად მომაჯადოვებელია.
დამწყები მოთამაშე, თუ სტაჟიანი პროფესიონალი – პოკერით ყველა თანაბრადაა მონუსხული, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი მთავარი გარემოება: პოკერი არის ფსიქოლოგიური თამაში და აუცილებელია მისი კარგად ცოდნა, რათა გაიზარდოს მოგების ალბათობა. დამწყებ მოთამაშეებს ხშირად ეშლებათ და პოკერს აღიქვამენ, როგორც იღბალის თამაშს, სადაც ყველაფერი გამართლებაზე და კარტის მოსვლაზეა დამოკიდებული და სწორედ ესაა უდიდესი შეცდომა, რომელსაც ახალბედები უშვებენ.
როგორც უკვე გითხარით, პოკერი ფსიქოლოგიური თამაშია, სადაც წარმატების მისაღწევად თამაშის კარგად ცოდნაა აუცილებელი. არსებობს სხვადასხვა მეთოდი, რომლის დახმარებითაც ცოდნის გაღრმავებაა შესაძლებელი, ამიტომ ვისაუბრებთ 5 ყველაზე მთავარი ფაქტორის შესახებ, რომელიც პოკერის შესწავლას გაგვიმარტივებს.

წიგნი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. წიგნის საშუალებით შესაძლებლობა გვაქვს ვიმოგზაუროთ წარმოსახვით სამყაროში, შევქმნათ ჩვენი იდეალები, ან ისტორიის მთავარი გმირის ცხოვრება გავითავისოთ. ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქიდან წიგნი ადამიანის განუყრელი მეგობარია და თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროშიც კი არ კარგავს ფასს.
მოკლედ, წიგნი პოკერის შესასწავლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა – კითხვა აძლიერებს ტვინის ფუნქციონირებას, აუმჯობესებს მეხსიერებას და რაც მთავარია გვეხმარება უკეთ აზროვნებაში.
კარგი მეხსიერება და აზროვნება კი პოკერის კომბინაციებისა და პოკერის წესების შესწავლაში დიდ სამსახურს გაგვიწევს, რაც შემდეგ უკვე წარმატებულ თამაშში დაგვეხმარება. ისღა დაგვრჩენია, გირჩიოთ 5 წიგნი, რომელიც პოკერის უკეთ შესწავლაში დაგეხმარებათ:
როგორ ვისწავლოთ პოკერი? გაგიკვირდებათ და პოკერის სწავლა Youtube-ზე განთავსებული ვიდეოების ხილვითაცაა შესაძლებელი.
დიჯიტალიზაცია თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილია – არ არსებობს საჯარო ინფორმაცია, რომელსაც კომპიუტერულ სამყაროში უსწრაფესად ვერ მოიპოვებ, ან ვიდეო, რომელსაც თანამედროვე არხებზე ვერ ნახავ. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი Youtube-ა, სადაც უამრავი განსხვავებული ჟანრის ვიდეოს ხილვაა შესაძლებელი.
ბუნებრივია, გამონაკლისი არც პოკერია. Youtube-ს პლატფორმაზე შესაძლებლობა გაქვთ უყუროთ, როგორც სხვადასხვა ტურნირების ჩანაწერებს და ვიდეოკოლაჟს ტოპ მოთამაშეების მონაწილეობით, ასევე საგანმანათლებლო სტილის ვიდეოებს, სადაც პოკერის წესებია ახსნილი. ეს ყველაფერი დამწყებ მოთამაშეებს შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო ნათლად აღიქვან პოკერის ფსიქოლოგიური მხარე.
არხზე შესაძლებელია პოკერის სხვადასხვა ტურნირების ყურება, რომელიც თამაშის სტრატეგიის უკეთესად შესწავლაში დაგვეხმარება. ასევე ოპტიმალური საშუალებაა ინდივიდუალური იუთუბერების ვიდეოების ყურება, რომლებიც დებენ გაკვეთილებს და ასევე საკუთარი თამაშის ვიდეოებს, სადაც ხსნიან თავიანთ ყოველ სვლას.ერთ-ერთი ასეთი პოპულარული იუთუბერი Spraggy არის, რომელსაც 60.000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და რომელიც უამრავ საინტერესო ვიდეოს უწყვეტ რეჟიმში აქვეყნებს.
პოკერის შესწავლის ერთ-ერთი მთავარი და მარტივი შესაძლებლობა ტრენინგ საიტებია, სადაც კვალიფიციური მოთამაშეები ახალბედებს ნამდვილ მასტერკლასს უტარებენ.
არსებობს უფასო და ფასიანი ტრენინგ საიტები, სადაც შესაძლებლობა გაქვს გაიღრმავო პოკერის ცოდნა, მნიშვნელობა არ აქვს გსურს მიიღო გამოცდილება ონლაინ პოკერის ტურნირებზე მონაწილეობის მისაღებად, თუ WSOP-ზე დასარეგისტრირებლად.
სწავლების მსგავსი მეთოდი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე იუთუბზე ნანახი ვიდეოთი მიღებული ცოდნა, რადგან აქ უშუალო შეხება გაქვს პოკერის პროფესიონალ მოთამაშესთან, რომელიც საკუთარ გამოცდილებას გიზიარებს და პირდაპირი კომუნიკაციით გეხმარება თამაშის შესწავლაში.
ერთ-ერთი ასეთი საიტი redchippoker.com-ია, სადაც 500$ სანაცვლოდ შეგიძლიარ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია და საფუძვლიანად გიაღღმავოთ ცოდნა. pokercoaching.com-ზე კი სრულიად უფასოდაა შესაძლებელი პოკერის შესწავლა.
დამწყები მოთამაშეებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ცოდნის გასაღრმავებლად უფასო პოკერის თამაში უმნიშვნელოვანესია. უფასო თამაშის შედეგად, შესაძლებლობა გაქვს თანხის დაკარგვის გარეშე, გააკეთო რისკიანი სვლები – გათვალო მოგების შესაძლებლობები და მიიღო გამოცდილება, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ სვლას.
უფასო პოკერის თამაშით, შესაძლებელია ვაწარმოოთ დაკვირვება, შევისწავლოთ მოთამაშეთა ფსიქოლოგია და შევიქმნათ წარმოდგენა, როდის შეიძლება „ბლეფზე“ წასვლა – რისკიანი გადაწყვეტილების მიღება და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც საერთოდ არ ვიღელვებთ ჩიპების რაოდენობის კლებაზე ან მატებაზე.
არსებობს უამრავი პლატფორმა, სადაც მარტივი რეგისტრაციის შემდეგ, შესაძლებელია პოკერის უფასოდ თამაში. რამდენიმე ვარიანტს ჩვენც გავუწევთ რეკომენდაციას და ვეცდებით შეგირჩიოტ საუკეთესო პლატფორმები.
playwsop.com ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტია, სადაც უამრავი მომხმარებელია დარეგისტრირებული და უფასო პოკერს თამაშობს. პოკერის სახეობების მრავალფეროვნება და მოთამაშეთა ინდივიდუალური სათამაშო სტილი, ამ კონკრეტული საიტიდან უდიდესი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას გაძლევს.
კიდევ ერთი პოპულარული უფასო პოკერის პროვაიდერი, Replay Poker-ია, სადაც ასევე უამრავი მოთამაშეა დარეგისტრირებული და მოთამაშეთა მრავალფეროვნება, პოკერის უკეთ შესწავლაში დაგეხმარებათ.

კერძო გაკვეთილები ყველაზე ეფექტური გზაა პოკერის შესასწავლად. 1-1-ზე პროფესიონალისგან გაზიარებული ცოდნით მიღებული გამოცდილება, სამომავლო წარმატებაში მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევს.
არსებობენ პროფესიონალი „მასწავლებელები“, რომლებიც პირადად საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებით, ეხმარებიან დამწყებ მოთამაშეებს ცოდნის გაღრმავებაში.
ამ მეთოდით სწავლის ერთ-ერთ უმთავრეს უპირატესობას ის გარემოება წარმოადგენს, რომ „მასწავლებელი“ პირადი გამოცდილების მიხედვით გამზადებს და ყველა შესაძლო რისკის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას გაწვდის – „მასწავლებელი“ გაწვდის ყველა ინფორმაციას, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს თითოეულ ნაბიჯს. მაგალითად Axel-ი, რომელიც წარმატებული და პროფესიონალი პოკერის მოთამაშეა.
როგორც უკვე ვახსენეთ, 1970 წელს, პირველი ტურნირის ჩატარებიდან დღემდე, პოკერის პოპულარობა უსაზღვროდაა გაზრდილი. ათეულობით ათასი პოკერის პროფესიონალი და დამწყები მოთამაშე, ყოველწლიურად უამრავ პრესტიჟულ ტურნირში იღებს მონაწილეობას და საკუთარ ბიუჯეტს სოლიდური მოგებით ივსებს.
სხვათაშორის, პოკერი საქართველოშის საოცრად პოპულარულია და „პოკერის ქართული ნაკრებიც“ გვყავს, რომელმაც Betlive.com-ის აქტიური მხარდაჭერითა და თანადგომით პრესტიჟულ ტურნირებში მიიღო მონაწილეობა. სხვათაშორის, Betlive.com-ზე პოკერის მოყვარულებს ტურნირების, CASH GAME-სა და TWIST POKER-ის თამაშის შესაძლებლობა აქვთ.
კომპანია Betlive ქართული სპორტის აქტიური მხარდამჭერია და ამ ყველაფერზე სხვადასხვა სპორტულ ფედერაციასთან გაფორმებული მემორანდუმიც მეტყველებს.
შეგიძლიათ გაეცნოთ პოკერის ტოპ მოთამაშეებს და ახალბედებს გირჩევთ, რომ კარგად დაიმახსოვროთ მათი ვინაობა, რათა სათამაშო მაგიდაზე უნებლიედ „შარკების“ წინააღმდეგ არ აღმოჩნდეთ. აღნიშნულ ლინკზე შესაძლებელია იხილოთ WSOP პოკერის ყველა დროის ტოპ 10 მოთამაშე შემოსავლის მიხედვით და რაც მთავარია, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ პოკერი არის ფსიქოლოგიური თამაში და მისი კარგად ცოდნა პირდაპირ კავშირშია მოგების ალბათობის ზრდასთან.