სამაგიდო თამაშები ბევრი ადამიანის საყვარელი გასართობია და მათ საათობით შეუძლიათ, ითამაშონ ონლაინ-ნარდი, ონლაინ-ბურა თუ ონლაინ-დომინო მეგობრების თუ სრულიად უცნობი მეტოქეების წინააღმდეგ. ზოგადად, იმ თამაშებში, რომლებშიც კამათელი ფიგურირებს, იღბლის წილი საკმაოდ დიდია. მიუხედავად ამისა, გამოცდილი მოთამაშეებიც დაგვეთანხმებიან, რომ მხოლოდ კამათელზე დამოკიდებული ვერ ვიქნებით. საჭიროა სტრატეგია, რომელიც კამათლის „არმოსვლის“ შემთხვევაშიც თამაშის ბედს ჩვენს სასიკეთოდ შემოატრიალებს.
ამ ბლოგში სწორედ ნარდში და სხვა სამაგიდო თამაშებში გამარჯვების სტრატეგიებს გაგაცნობთ და მოგცემთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შეიძლება, მიაღწიოთ წარმატებას.
„გაქცევაზე“ თამაში ნარდის ყველაზე მარტივი სტრატეგიაა, რაც გულისხმობს ქვების სახლში რაც შეიძლება სწრაფად გადატანას. თუ ორივე მთამაშე ამ სტრატეგიას იყენებს, მაშინ გაიმარჯვებს ის, ვინც უკეთეს კამათელს გააგორებს. ამიტომ, ამ სტრატეგიის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა თამაშს ძლიერი გაგორებებით დაიწყებ.
დამწყები მოთამაშეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნარდში გამარჯვება მხოლოდ კამათელზეა დამოკიდებული, ძირითადად, სწორედ ამ სტრატეგიას მიმართავენ ხოლმე.
ბლიცი მეტოქის დაუცველ ქვებზე სრულ შეტევას გულისხმობს. უბრალოდ ქვების სახლში გადატანისგან განსხვავებით, ბლიცის სტრატეგია მოიაზრებს მეტოქის ბლოტებზე შეტევას და მათ ბარზე გაშვებას. ეს სტრატეგია იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მეტოქეს აფერხებს და შესაძლებლობას გაძლევს, მისი რამდენიმე ქვა ბარზე ხაფანგში მოაქციო. იმ დროში, სანამ მეტოქე ბარიდან ქვების გამოხსნას ეცდება, შეგიძლია, დრო იხელთო და შენი ქვები სახლში გადაიტანო. თუმცა, ერიდე იმასაც, რომ შენმა ოპონენტმა ბლიცის სტრატეგია თავადაც შენ წინააღმდეგ არ გამოიყენოს. ამიტომ, ეცადე ქვები დაუცველად არ დატოვო.
ბევრი ექსპერტი ამ სტრატეგიას პირველ ადგილზე აყენებს ნარდის მოგების გზაზე. სტრატეგია გულისხმობს მოთამაშის მიერ დაფაზე მიყოლებით რამდენიმე პუნქტის დაკავებას.
მაგალითად, მიყოლებით 4 პუნქტის დაკავება წარმოქმნის ერთგვარ კედელს, რომლის გადალახვაც მაღალი კამათლის გაგორების გარეშე შეუძლებელია. ეს შეაყოვნებს შენს ოპონენტს, შენ კი საშუალებას მოგცემს, დარჩენილი ქვები უსაფრთხოდ ამოძრავო.
ამ სტრატეგიის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტიანია ბლიცთან ერთად. მათ კომბინაციას ხშირად ორმაგ შეტევასაც ეძახიან. ბლიცი უზრუნველყოფს, რომ ოპონენტის ქვები ბარზე იყოს, დაფაზე წარმოქმნილი კედელი კი ბარიდან დაფაზე ქვების დაბრუნებას ართულებს. საბოლოო ჯამში, მეტოქეზე რამდენიმე გაგორებით წინ იქნები და დიდ უპირატესობას მოიპოვებ.
შენი სახლიდან გასვლისას შეგიძლია, შექმნა საცავი პუნქტი მეტოქის სახლში. მიუხედავად იმისა, რომ უკეთესია, ხაფანგში გაბმის თავიდან აცილების მიზნით, შორეული ქვები მალევე გადაადგილო, მეტოქის სახლში შენი ქვების დატოვებამ შესაძლოა, ორი უპირატესობა მოგცეს.
თავდაცვის კუთხით, ესაა პუნქტი, რომელიც დამატებით ადგილს აჩენს შენი ქვების ბარიდან გამოსახსნელად და აბსოლუტური წაგების თავიდან ასაცილებლად.
შეტევის კუთხით კი, ეს პუნქტი მნიშვნელოვანი საფრთხეა მეტოქისთვის, განსაკუთრებით კი ქვების მოხსნის პროცესში.
ზურგიდან თამაშს საცავი, ანუ მოწინააღმდეგის სახლში პუნტქის დაკავება, სხვა დონეზე აჰყავს და გულისხმობს ოპონენტის სახლში რამდენიმე პუნქტით გამაგრებას. რადგანაც მოწინააღმდეგის სახლში მხოლოდ ორი ქვით იწყებ, ამ სტრატეგიის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენს ქვებს ოპონენტი გამუდმებით გიკლავს. ზურგიდან თამაში არაა წინასწარგანსაზღვრული სტრატეგია და უფრო მეტად გადარჩენის გეგმაა იმ დროს, როცა მოწინააღმდეგეს აშკარა უპირატესობა აქვს. გარდა იმისა, რომ მის სახლში გამაგრებული შენი ქვები პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს ოპონენტისთვის, არაპროგნოზირებადი სვლაა, რაც მოწინააღმდეგეს მცირედით დააბნევს კიდეც.
სტრატეგიის დასახვა და გამოყენება ნებისმიერ სამაგიდო თამაშში შეგიძლია. მაგალითად, ბურაში სტრატეგია ცხადია, კარტის მოსვლაზეა დამოკიდებული, თუმცა შესაძლოა, შეიმუშავო ზოგადი სტრატეგია – ყოველთვის წახვიდე ბლეფზე, მალევე გაზარდო ნომინალი, ითამაშო კოზირების შეგროვებაზე ან, პირიქით, არ დაელოდო მომგებიან სამეულს და სწრაფადვე გადახვიდე შეტევაზე. ემოციებით თამაში ბურაში შესაძლოა, გადამწყვეტ მნიშვნელობასაც კი ატარებდეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელის მოსაგებად საჭირო კარტში არ გიმართლებს.
დომინოში კი მრავალი რჩევა და განსხვავებული აზრი არსებობს. მათ შორის, წყვილების მალევე გამოყენება, მაღალქულიანი ქვებით დროულად თამაში და სხვა.
მოგების პირდაპირი ფორმულა არცერთ სამაგიდო თამაშში არ არსებობს. განსაკუთრებით ისეთ თამაშებში, რომელთა მიმდინარეობაც კამათელზეა დამოკიდებული. ბლოგში ის მიმართულებები მიმოვიხილეთ, რომლებიც შეგიძლია, პრაქტიკაში გამოიყენო და თავად აირჩიო, რომელია შენთვის მოგების მომტანი. შესაძლებელია, ამ მიმართულებების კომბინაციით ოპტიმალური სტრატეგიაც შეიმუშავო, რაც დაუმარცხებლად გაქცევს.
ყველა ამ სტრატეგიის მოსინჯვა და პრაქტიკაში გამოყენება ონლაინ-ბურაში, ონლაინ-დომინოში და ონლაინ-ნარდში betlive.com-ზე შეგიძლია, სადაც სამაგიდო თამაშები სრულად განახლდა და რამდენიმე ინოვაციური მახასიათებელიც დაემატა. მათ შორის, ერთდროულად სხვადასხვა თამაშის შესაძლებლობა, გარანტირებული 40%-მდე რეიქბექი და, რაც მთავარია, სპინ-თამაშები, რომლებშიც შეგიძლია მცირე თანხით უდიდესი მოგება დააფიქსირო.