სპორტ ბეთინგი აზარტული თამაშის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმაა, რომელსაც უამრავი მომხმარებელი ჰყავს. ფიზიკური ტოტალიზატორები დიდი ხანია ონლაინ ტოტალიზატორმა ჩაანაცვლა, რაც ბეთორებს მეტი პოზიციის არჩევის, ასევე სწრაფი და კომფორტული ბეთინგის საშუალებას აძლევს.
სპორტ ბეთინგის ყველაზე პოპულარულ მიმდინარეობას საფეხბურთო მატჩებზე ფსონის განთავსება წარმოადგენს, ხოლო ბეთორები სისტემატურად ცდილობენ, სხვადასხვა მიდგომით, გაზარდონ მოგების შანსები. ფეხბურთის ბილეთის დაწერა ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივია, მაგრამ სწორი მოზმადება და საჭირო დეტალებზე ყურადღების მიქცევა ყოველთვის ზრდის ბილეთის გამწვანების ალბათობას. ეს მომზადება და betlive-ს უნიკალური სპორტის ფუქნციონალები კი ბეთინგს უფრო სასიამოვნოს და სახალისოს გახდის.
ამ ბლოგში ვეცდებით ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ – ვისაუბრებთ, პოპულარულ სისტემებსა დაასევე ტოპ ბეთებზე, რომელიც საბოლოოდ შენი ბილეთის გამწვანების ალბათობას გაზრდის.
ზოგი ადამიანი მხოლოდ ფეხბურთისადმი სიყვარულისა და ენთუზიაზმის გამო კავდება ბეთინგით, თუმცა არსებობენ პროფესიონალი ბეთორებიც, რომლებისთვის ბეთინგი შემოსავლის ძირითადი წყაროა. მთავარია მომგებიანი და შენთვის შესაფერისი სტრატეგიის პოვნა.
პროფესიონალმა მოთამაშეებმა კარგად იციან, რომ ბეთინგის დროს ემოციები არის ნომერი პირველი მტერი. აუცილებელია კარგად დაფიქრდე და გააანალიზო, რაზე ანთავსებ ფსონს და რატომ. პროფესიონალებს ასევე არასდროს ავიწყდებათ, რომ სპორტ ბეთინგი არ არის უცებ გამდიდრების მექანიზმი და უფრო გრძელვადიან გათვლაზეა. აუცილებელია რისკების გონივრული შეფასება, სწორი სტრატეგიის შემუშავება და ნერვების კონტროლი, რათა ერთი წარუმატებელი ფსონის შემდეგ, საკუთარი ანგარიში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში არ ჩააგდო.
ბილეთის დაწერისას მხოლოდ საკუთარ მეხსიერებაზე დაყრდნობა, ნამდვილად არ მოგცემს იმ შედეგს, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში ელი. წარმატებული ფსონის განთავსებისთვის, ყოველთვის საჭიროა კვლევის ჩატარება და შერჩეული გუნდის განვლილი თამაშების ანალიზი. გასათვალისწინებელია გარემოება, თუ როგორ წარმართა და რა შედეგით დაასრულდა გუნდმა განვლილი მატჩები, როგორ თამაშობს საკუთარ მოედანზე და გასვლაზე თამაშის შემთხვევაში რა სირთულეებს აწყდება.
და მაინც, ამ გარემოებების იდეალურად გაანალიზების შემთხვევაშიც კი, თქვენს ფსონზე გავლენა შესაძლოა მთავარმა არბიტრმა, ასევე მეტეოროლოგიურმა პირობებმა და სხვა ისეთმა ფაქტორებმაც მოახდინოს, რომელიც ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, მაგრამ კონკრეტული მატჩის მსვლელობისას დიდ თავისტკივილად იქცეს. ამიტომ, ყველა ამ კრიტერიუმის კარგად გააანალიზების შემთხვევაში, სასურველი ფსონის განთავსება გაცილებით გაგიმარტივდება.
ინფორმაციის მოძიება დღეს იმაზე მარტივია, ვიდრე ოდესმე. პოპულარობიდან გამომდინარე, სპორტული მედია საშუალებების აბსოლუტური უმრავლესობა მატჩის გამართვის წინ, ერთგვარ პრევიუს ადგენს, სადაც დეტალურადაა გაშიფრული ყველა ის კრიტერიუმი, რომელზეც გესაუბრეთ. გუნდების სათამაშო ფორმა, გაშვებული და გატანილი გოლების რაოდენობა, ცვლილებები ძირითად შემადგენლობაში და ყველა სხვა დეტალი თითქმის ამომწურავადაა წარმოდგენილი.
ზოგიერთი ავტორიტეტული გამოცემა საფეხბურთო მიმომხილველებისა და ექსპერტების პროგნოზსაც აქვეყნებს, რომელიც შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში მართლდება. საბოლოოდ კი თავად შეარჩევ შენთვის სასურველ ბეთს, რომელზეც ფსონს განათავსებ.
ბეთორები აქტიურად იყენებენ სხვადასხვა სტრატეგიებსა და სისტემებს, რათა მოგების პროცენტული ალბათობა გაზარდონ. არსებობს რამდენიმე განსაკუთრებით პოპულარული მეთოდი, რომლის გამოყენებითაც, ბილეთის გამწვანების ალბათობა მატულობს.
სხვადასხვა სისტემებს შორის, ჩემთვის ყველაზე დიდი პოპულარობით მარტინგეილის სისტემა სისტემა სარგებლობს. ეს ბეთინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხშირად გამოყენბადი მეთოდია. ის მე-18 საუკუნეში ერთ-ერთი კაზინოს მფლობელმა გამოიგონა. შესაძლოა, ბევრი თქვენგანი ამ მეთოდს სრულად გაუაზრებლადაც მიმართავდეს.
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აღნინული სიტემა პოპულარულია, არის ის, რომ თეორიულად გარანტირებულ მოგებას იძლევა. თუმცა, რა თქმა უნდა, მეორე მხარე აქაც არსებობს – კაზინო უპირატესობის შესანარჩუნებლად რეგულაციებით, ლიმიტების დაწესებით და სხვა საშუალებებით იცავს თავს.
ახლა კი თავად მარტინგეილის სისტემა ავხსნათ. პრინციპი მარტივია: დადებულ ფსონს მანამ აორმაგებ, სანამ არ მოიგებ. მაგალითად, თუ გააკეთე 10₾-იანი ბილეთი და არ გამართლდება, შემდეგ ბილეთში ფსონი 20₾-მდე უნდა გაზარდო, შემდეგ – 40₾ და ა.შ.მიუხედავად იმისა, რომ მარტინგეილის სისტემა კაზინოს სხვა თამაშებში მეტად აპრობირებულია, სპორტ ბეთინგშიც შეიძლება მისი აქტიურად გამოყენება. პროცესი უფრო გაგიმარტივდება, თუ შეარჩევ ისეთ პოზიციებს, რომლის კოეფიციენტი 2.0-ის ტოლი იქნება. ამ შემთხვევაში ყოველი ფსონის მოგებისას ნახავ სარგებელს, რომელიც თავდაპირველი ფსონის ტოლი იქნება. მაგალითად, თუ შენი 10₾-იანი ბილეთი არ გამწვანდა, შემდეგ 20₾-იანი ბილეთიც გაგიფუჭდა და ბოლოს 40₾-იანმა გაგიმართლა, შენი მოგება 80₾ იქნება, მთლიანი დღის ფსონი კი – 70₾, შესაბამისად სარგებელი 10₾-ს შეადგენს.
ყველა პოზიციის ერთ ბილეთში დაწერა შეიძლება იყოს ყველაზე მომგებიანი, მაგრამ ამავდროულად ყველაზე მაღალ რისკიანი. ამიტომ კარგი იქნება, თუ შერჩეულ პოზიციებს რამდენიმე ბილეთში გადავანაწილებთ.ეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტად დააზღვევს ჩვენს ბეთს. ამ მეთოდის გამოყენებით, შეგვიძლია ისეთ პოზიციებზე დადება რომლებიც ერთ ბილეთში არ ებმევა.
ამის გასატესტად კარგი იქნება, თუ საწყის ეტაპზე უფასო ტოტალიზატორს სცდი, სადაც ფსონებს თანხის დაკარგვის გარეშე განათავსებ, შენთვის მისაღებ სტრატეგიასაც შეიმუშავებ და რამდენიმე განსხვავებულ ბილეთზეც სცდი ბედს. ამის კარგ შესაძლებლობას გაძლევს betlive-ს უფასო სპორტი, სადაც ვირტუალური მონეტებით შეგიძლია ბეთის განთავსება და ამავდროულად უფასო ბილეთის მოგება.
ბილეთის დაზღვევის ორი ყველაზე გავრცელებული გზა არსებობს. ერთი, როდესაც ბილეთში 1 პოზიცია გაქვს დარჩენილი და ფსონს საპირისპირო შედეგზე ანთავსებ. ამ შემთხვევაში გარანტირებულად ამწვანებ ორიდან ერთ ბილეთს. ხოლო მეორე შემთხვევაში „ქეშაუთს“ იყენებ და ბილეთის გასამწვანებლად დარჩენილი მატჩის შედეგს აღარ ელოდები.
ამ მეთოდს ბეთორების აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებით იყენებს. ამ ფუნქციასთან შეხება ერთხელ მაინც ყველა ბეთორს ჰქონია – ზოგ შემთხვევაში დროულად და წარმატებით გამოიყენეს, ზოგ შემთხვევაში კი რისკზე წავიდნენ, რომელმაც არ გაამართლა.
Cashout-ი სპორტის ბეთინგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფუნქციაა, რომელსაც, როგორც გითხარით ბეთორების უმრავლესობა აქტიურად იყენებს. ამ შემთხვევაში მოთამაშეს 2 არჩევანი აქვს: გამოიყენოს ქეშაუთის სტანდარტული/ჩვეულებრივი ვარიანტი, ან გამოიყენოს ავტომატური ქეშაუთი და თავად განსაზღვროს, ბილეთში რამდენი თამაშის გამწვანების, ან თანხის რა რაოდენობის შემდეგ გააქტიურდეს ქეშაუთ ფუნქცია.ქეშაუთი თითქმის ყველა ონლაინ ტოტალიზატორს აქვს, მაგრამ betlive საკუთარ მომხმარებელს კიდევ უფრო განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. გარდა იმისა, რომ ბეთლაივზე ყველაზე მეტი PREMATCH, LIVE და ინდივიდუალური პოზიციაა, „მართე თამაში“ ბეთორებს შესაძლებლობას აძლევს სასურველი პოზიცია ბილეთში ნებისმიერ დროს ჩაამატოს. ასევე ჩაანაცვლოს ან წაშალოს LIVE და PREMATCH პოზიციები.