ბოლო წლებია, ქართული სპორტი განსაკუთრებულად განვითარდა. აქამდე თუ მხოლოდ ოლიმპიადაზე ან საბრძოლო სახეობებში გვქონდა წარმატებები, ახლა გუნდურ შეჯიბრებებშიც კარგად ვასპარეზობთ. ამის მიზეზები საკმაოდ კომპლექსურია და მათზე დეტალურად საუბარი შორს წაგვიყვანს. თუმცა ფაქტი ისაა, რომ ქართული სპორტი უფრო და უფრო წინ მიდის, რაც ისევ და ისევ ქომაგს გვახარებს. 

მოკლედ, ქართული სახელი და გვარები დიდი ხანია საერთაშორისო ასპარეზზეც ჟღერს და, ალბათ, განსაკუთრებული სიამოვნებაა, როცა შენს თანამემამულე სპორტსმენებზე ფსონის დადება გინდა. ადრე ფსონის დადება თუ მეტად რთული პროცესი იყო, ახლა ყველაფერი გამარტივდა. ამ ბლოგში სწორედ ამას აგიხსნით.

ქარველები სპორტის მწვერვალზე

Kvaratskhelia როგორ დავდოთ ბილეთი ქართველ სპორტსმენებზე

შეიძლება ითქვას, ევროპაში ფანჯარა ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში გადასვლამ გაჭრა. სწორედ ხვიჩას დიდი წარმატება გახდა კატალიზატორი იმ მიღწევებისა, რომლებიც, მაგალითად, ევროპის ჩემპიონატზე გვქონდა. ხვიჩას მოჰყვა გიორგი მამარდაშვილი, ჟორჟ მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ჩაკვეტაძე  – ფეხბურთელები, რომლებიც ტოპ 5 ლიგის პირველ ან ქვედა დივიზიონებში თამაშობენ. რამდენიმე წლის წინ ვის შეეძლო იმის წარმოდგენა, რომ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ქართველი იქნებოდა, ან ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალზე ქართველ ფეხბურთელსაც მიიწვევდნენ, ან, თუნდაც, ვინ წარმოიდგენდა იმას, რომ ქართველი ფეხბურთელები საუკეთესოთა შორის დასახელდებოდნენ.

კი, ფეხბურთი ჯერჯერობით სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობად რჩება, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ NBA-ში მოთამაშე ორი ქართველიც – სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე, რომლებიც წლებია, სტაბილურად თამაშობენ. აგრეთვე, UFC-ის ორი ქართველი ჩემპიონი, ტრიუმფატორები – ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი, რომლებმაც ქართველ ქომაგს სპორტის სრულიად ახალი დისციპლინა შეაყვარეს. მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავიც ქართველია. დავით ნინიაშვილი წლებია, მაღალ დონეზე თამაშობს.

მოკლედ, სახელებისა და გვარების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რაც მხოლოდ და მხოლოდ სასიხარულოა. მაგრამ ჩნდება ერთი შეკითხვა – როგორ უნდა დავდოთ მარტივად ფსონი მათ წარმატებაზე?

როგორ დავდოთ ფსონი ქართველებზე მარტივად?

იმის გამო, რომ ბოლო წლებია, ჩვენი თანამემამულეები საზღვარგარეთ წარმატებით თამაშობენ, გულშემატკივარშიც გაჩნდა ინტერესი, რომ ფსონი ქართველ სპორტსმენებზე დადონ და მათი წარმატებით კიდევ უფრო გაიხარონ. ხშირად ამის შესაძლებლობა არ არსებობდა, ან ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენდა.

ქართველ სპორტსმენებზე ფსონს მარტივად betlive-ზე დადებ. betlive-ის მობილურის ვერსიას რომ გახსნი, სპორტის კატეგორიაში იოლად იპოვი GEO სექციას, რომელშიც სპორტის სახეობების მიხედვით, ქართველი სპორტსმენების თამაშებია გაერთიანებული – ნაპოლის თამაშებიდან დაწყებული და ტოპ ჩემპიონატებით გაგრძელებული, კორეის K ლიგითა და პოლონეთის მეორე დივიზიონით დამთავრებული. ამავე სექციაში ნახავ ნებისმიერ სპორტს, მათ შორის, ხელბურთს, რაგბის, შერეულ საბრძოლო ხელოვნებას და სხვა. გარდა ამისა, GEO სექციაში დეტალურად ნახავ თამაშების დაწყების დროს და შესაძლებლობა გექნება შენი სპორტული უიქენდი შესაბამისად დაგეგმო და არცერთი ღონისძიება გამოგრჩეს.

დიდი ფუფუნებაა ისიც, რომ ქართველები ახლა ტოპ დივიზიონებშიც ასპარეზობენ, რომლებიც სპორტის გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობია და, შესაბამისად, მათ აღარ უწევთ ნაკლებად პოპულარული ჩემპიონატების შესწავლა, გარისკვა და ფსონის ასე დადება.

უფასო ქვიზი ქართველ სპორტსმენებზე

Free Quiz როგორ დავდოთ ბილეთი ქართველ სპორტსმენებზე

ალბათ, დაგვეთანხმები, რომ საფეხბურთო ცოდნის გამოვლენა და ამ ცოდნის გამოყენებით, სადმე ან რომელიმე მინი-ტურნირში გამარჯვება, ძალიან დიდი ფუფუნებაა. ბევრი ქომაგი შინაგანი სურვილის გარდა, უგულშემატკივროს ქართველ სპორტსმენებს, იმისკენაც ილტვის, რომ ეს გულშემატკივრობა ცოდნის გამოვლენაშიც ასახოს. 

ფსონის დადების გარდა, betlive-ზე შენი სპორტული ცოდნის კიდევ უფრო ცხადად გამოვლენა და სპორტის უფასო ქვიზის შევსებაც შეგიძლია. ქვიზი სპორტულ მოვლენებთან დაკავშირებული სხვადასხვა კითხვისგან შედგება, რომელთა შორისაც რამდენიმე ყოველთვის ქართველ სპორტსმენებს ეხება. 

ქვიზის საპრიზო ფონდი 20 000 FREESPINS შეადგენს. პრიზები კი ლიდერბორდის პრინციპით გაიცემა. პრიზს ლიდერბორდში მოხვედრილი საუკეთესო 1000 მომხმარებელი მიიღებს.

შეჯამება

ამრიგად, ქართული სპორტის განვითარებამ დომინოს ეფექტით სხვადასხვა სფეროს წინსვლაც გამოიწვია. გაიზარდა ინტერესიც – ბევრად მეტი ადამიანია ჩართული და ბევრად მეტ ადამიანს უნდა ქართველ სპორტსმენებზე ფსონის დადება. იმისთვის, რომ არც ქართველი სპორტსმენების თამაშები გამოგრჩეს და თან ფსონებსაც მარტივად მიაგნო, betlive-ის მობილურის ვერსიაში GEO სექცია უნდა იპოვო. არც უფასო ქვიზი უნდა დატოვო ყურადღების მიღმა, რომელშიც შენს ცოდნასაც გამოავლენს და თან ამ ცოდნის პრიზებში რეალიზების საშუალებასაც მოგცემს.