Pragmatic Play – ონლაინ გეიმინგისა და სლოტების პროვაიდერია, რომელსაც წამყვანი ადგილი უჭირავს გართობის სამყაროში და აქვთ უამრავი პოპულარული სლოტები. ასეთი პოპულარობა იმითაცაა გამოწვეული, რომ Pragmatic Play გართობის მოყვარულებს ყველაზე მომგებიან და მრავალფეროვან სლოტებს სთავაზობს. 

მაქსიმალური მოგების და ბონუსიანი სლოტების გარდა, პროვაიდერი იმაზეც ზრუნავს, რომ მომხმარებელს საინტერესო, შინაარსიანი და ინოვაციური ვიზუალები მიაწოდოს, რაც თამაშისა თუ გართობის გამოცდილებას კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის.

Gates Of Olympus, Sweet Bonanza, The Dog House, Mustang Gold – ეს მცირე ჩამონათვალია იმ სლოტებისა, რომლებიც უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობენ. სწორედ ამ სლოტების დამსახურებაა ის, რომ Pragmatic Play გართობის ასეთი წარმატებული პროვაიდერია.

ამის გამო, შესაძლოა, ზოგიერთი ონლაინ სლოტი ყურადღების მიღმა დარჩეს. Pragmatic Play-ის ნაკლებად პოპულარულ სლოტებშიც მიაგნებს მომხმარებელი თავისთვის საინტერესო და მიმზიდველ სლოტს, რომელიც პოპულარული სლოტების მსგავსად, დიდი მოგების შესაძლებლობას იძლევა. 

ამ ბლოგში Pragmatic Play-ს Top 5 ნაკლებად პოპულარულ სლოტზე მოგიყვებით და არჩევანის საშუალებას გაგიადვილებთ.

5 – Peak Power

1920x685 4 Pragmatic Play - Top 5 ნაკლებად პოპულარული სლოტები

5 რგოლისა და 3 სვეტისგან შემდგარი Peak Power მოთამაშეს გართობის განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს, რასაც ხელს დახვეწილი ვიზუალები, ენერგიული აუდიო და საინტერესო კონცეფცია უწყობს. აღსანიშნავია, რომ სლოტს Pragmatic Play Demo-ს ფუნქციონალიც გააჩნია.

სლოტის ინტერფეისის კიდეებში 10-10 უჯრაა განლაგებული, რომლებშიც პერიოდულად მულტიპლიკატორები ჩნდება. მაქსიმალურმა მოგებამ კი 10000x შეიძლება, მიაღწიოს. გარდა ამისა, სამი სკატერის მოპოვება დამატებით FREESPINS იძლევა, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის მოგების შანსს. Peak Power-ში ბონუსების შეძენაცაა შესაძლებელი, რომლითაც სუპერბონუსის მოგებაც კი შეიძლება. 

ასე რომ, გამოსცადე Pragmatic Play-ს ეს უსაზღვროდ საინტერესო სლოტი და გადაეშვი წყლის, ცეცხლისა და ელექტრულ სამყაროში.

4 – Day of Dead

1920x685 Pragmatic Play - Top 5 ნაკლებად პოპულარული სლოტები

Day Of Dead Pragmatic Play-ს კიდევ ერთი სლოტია, რომელიც მოთამაშეების მეტ ყურადღებას იმსახურებს. სლოტი მექსიკის ერთ-ერთი დღესასწაულის, „გარდაცვლილთა დღის“ შთაგონებითაა შექმნილი და მისი ელემენტებიც სწორედ ამ დღესასწაულის დამახასიათებელ ატრიბუტებს იმეორებს. მისტიკური გარემო, ცენტრალური ამერიკისთვის დამახასიათებელი მუსიკა – ესაა მცირე ჩამონათვალია იმ დეტალებისა, რომლებიც Day Of Dead-ს განსაკუთრებულს ხდის.

სლოტის ფუნქციონალი 5 რგოლისა და 4 სვეტისგან შედგება, მაქსიმალურმა მოგებამ კი 4500x შეიძლება მიაღწიოს. აღსანიშნავია, რომ მოთამაშე ფუნქციონალში საინტერესო ელემენტებსაც შეხვდება, მათ შორის, უფასო respin-ის საშუალებას, რომლის მიღებაც სკატერების შეგროვებითაა შესაძლებელი.

მოკლედ, თუ მისტიკური ელემენტები გიზიდავს და განსხვავებული სათამაშო გამოცდილების მიღება გინდა, მაშინ Day Of Dead-ს შანსი აუცილებლად უნდა მისცე.

3 – Sky Bounty

1920x685 3 Pragmatic Play - Top 5 ნაკლებად პოპულარული სლოტები

Pragmatic Play-ს კიდევ ერთი ნაკლებად პოპულარული, თუმცა საინტერესო სლოტი Sky Bounty-ია.

6×6 განაწილებული სლოტის ფუნქციონალი საინტერესო კონცეფციასაც მოიცავს. წყლის ბინადარმა რვაფეხამ საჰაერო საცეცებში საჰაერო ხომალდი ჩაიგდო და განძის საძებნელად ცაში გაეშურა. მეკობრეებისთვის დამახასიათებელი ელემენტებით გაჯერებული ამ სლოტის მაქსიმალურმა მოგებამ შესაძლოა, 5000x შეადგინოს.

3 სკატერის შეგროვება დამატებით FREESPINS იძლევა, ხოლო wild-ების მოპოვებამ შესაძლოა, შენი მოგება მართლა ცაში აიყვანოს. 

ამრიგად, თუ მეკობრეები, წყლისა და ჰაერის სამყარო, გამორჩეული ვიზუალი, საინტერესო ელემენტები და ფუნქციონალი გიზიდავს, მაშინ Sky Bounty ნამდვილად უნდა სცადო.

2 – Hot Pepper

1920x685 2 Pragmatic Play - Top 5 ნაკლებად პოპულარული სლოტები

Hot Pepper Pragmatic Play-ს ერთ-ერთი დამალული მარგალიტია. ეს წარმატებული პროვაიდერი ამჯერადაც აგრძელებს ცენტრალური ამერიკის კულტურის ვიზუალიზაციას და უდაბნოს ფონზე მოთამაშეებს 49 ელემენტისგან შემდგარ 7×7 ფუნქციონალს სთავაზობს.

Hot Pepper-ში მოგება მინიმუმ 5 მსგავსი სიმბოლოს დაწყობითაა შესაძლებელი. Chilli-ის სიმბოლო wild მულტიპლიკატორის ფუნქციას ასრულებს. დონეების მიხედვით კი მულტიპლიკატორის რაოდენობა განსხვავდება. გარდა ამისა, სკატერები FREESPINS მიღების საშუალებას იძლევა, რაც მოგების ზრდას უწყობს ხელს და მოთამაშეს მაქსიმუმ 10000x მოგებაში ეხმარება.

მოკლედ, უდაბნოს ფონზე ასახული ცენტრალური ამერიკის კულტურა, ცხარე ინგრედიენტები და მოგების ცხელ-ცხელი საშუალება ამ სლოტის თამაშს დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს.

1 – Wild West Gold Megaways

1920x685 1 Pragmatic Play - Top 5 ნაკლებად პოპულარული სლოტები

ამჯერად Pragmatic Play ცენტრალური ამერიკიდან ველურ დასავლეთში ინაცვლებს და მოთამაშეებს კიდევ ერთ ძალიან საინტერესო სლოტს Wild West Gold Megaways სთავაზობს. ველური დასავლეთი სწორედ ის ადგილია, სადაც მოგებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ სლოტში კი მოგების მართლაც დიდი შესაძლებლობაა. დამატებით, თამაშის გამოცდილებას აღმაფრთოვანებელს ვესტერნებისთვის დამახასიათებელი მუსიკა ხდის.

სლოტის ფუნქციონალი არასტანდარტულია, თუმცა ეს თამაშს მხოლოდ და მხოლოდ საინტერესოს ხდის. 3-დან 6 სკატერის შეგროვებას მოგების გაზრდა 500-ჯერ შეუძლია. გარდა ამისა, სკატერები FREESPINS მოგცემენ. ამ დროს თამაშში მულტიპლიკატორებიც ერთვებიან, რომლებიც მოგების გაზრდაში დაგეხმარებიან. აი, ოქროს ვარსკვლავის სიმბოლოთა შეგროვება კი მეტ უფასო დატრიალების შესაძლებლობას მოგცემს. 

ამ სლოტში ბონუსის ყიდვაც შეგიძლია. მაქსიმალური მოგება კი 5000x შეადგენს. ამიტომ თუ ვესტერნები გიყვარს და გინდა ველური დასავლეთის ატმოსფეროში გადაეშვა, Wild West Gold Megaways ამის იდეალური შესაძლებლობაა.

პოპულარული სლოტების შეჯამება

Pragmatic Play ონლაინ გეიმინგის ახლებურ გამოცდილებას მომხმარებლებს რამდენიმე წელია, სთავაზობს. ამ ბლოგშიც კარგად გამოჩნდა, რომ, როგორც პოპულარული, ისე ნაკლებად პოპულარული სლოტების თემატიკა ძალიან მრავალფეროვანია და მასში მიმზიდველს ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანი იპოვის.

ვიზუალებისა და კონცეფციის მრავალფეროვნების გარდა, განსხვავებულია მოგების რაოდენობა, სლოტების მექანიკა, მუსიკა, რაც თამაშისგან მიღებულ სიამოვნებაზე დიდ გავლენას ახდენს. 

ისიც გაითვალისწინე, Pragmatic Play-ს სლოტების კიდევ უფრო დიდი არჩევანი აქვს, რომელსაც ჩვენს ვებ-გვერდზე იპოვი.