პოკერის ტურნირების პოპულარობა 1970 წლიდან იწყება, მას შემდეგ რაც ლას ვეგასში პირველი WSOP (World Series of Poker) გაიმართა. პირველ მეინ ივენთს სულ რაღაც 7 მონაწილე ჰყავდა, დღესდღეობით კი ყოველწლირად ათეულობით ათასი ადამიანი თამაშობს ამ პრესტიჟულ ტურნირების სერიაზე.
2003 წელს, როცა პოკერის ტურნირების პირდაპირი რეპორტაჟების ტელევიზიით გადაცემა დაიწყო, პოკერისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა და გარდა თამაშისა საყურებელ სპორტადაც იქცა.
სწორედ 2003 წელს სატელევიზიო რეპორტაჟები და ონლაინ პოკერის გამოჩენა გახდა პოკერის ბუმის სათავე, ტურნირების საპრიზო ფონდები კი წლიდან წლამდე ორმაგდებოდა. ამავე წელს მოყვარულმა მოთამაშემ, კრის მანიმეიკერმა WSOP-ის მეინ ივენთი მოიგო (2,3$ მილიონი), რომელიც ტურნირზე 86$-იანი სატელიტით მოხვდა (ტურნირის buy-in 10,000$-ია). მოყვარული მოთამაშის ასეთმა წარმატებამ ერთი წლის შემდეგ მეინ ივენთის მონაწილეების რაოდენობა 3-ჯერ გაზარდა.
დღეს პოკერის მოთამაშეები დიდ დროს უთმობენ პოკერის სწავლას და იყენებენ არაერთ ხელსაწყოს თამაშის დასახვეწად, რომ მათი თამაში მაქსიმალურად მიახლოებული იყოს იდეალურთან. შედეგად ჯილდოც საკმაოდ სოლიდურია.
ამ ბლოგში ყველა დროის ტოპ მოთამაშეებზე ვისაუბრებთ, რომლებსაც LIVE ტურნირებში ყველაზე მეტი ფული აქვთ მოგებული. მათ შორის არიან პოკერის ყველასთვის საყვარელი და ლეგენდარული მოთამაშეები, როგორებიც არიან ფილ აივი, დანიელ ნეგრიანუ, ერიკ საიდელი და ა.შ

სიას სათავეში ამერიკელი მოთამაშე ბრინ კენი უდგას. კენი ტურნირების ქეშში (საპრიზო ადგილში) პირველად 2007 წელს მოხვდა, 2009 წელს კი WSOP-ის პირველ ფინალურ მაგიდას მიაღწია. ნიუ იორკელმა მოთამაშემ WSOP-ის პირველი ბრასლეტი 2014 წელს მოიპოვა, როცა 1,500$-იანი ტურნირი მოიგო და 153,220$ გამოიმუშავა.
ბრინ კენის სიაში დაწინაურება 2019 წლის Triton-ის ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა ტურნირმა გამოიწვია. კენიმ ამ ივენთზე LIVE პოკერის ისტორიაში ერთ ტურნირზე ყველაზე დიდი ქეშის მოგება მოახერხა. ტურნირის buy in მილიონ დოლარს შეადგენდა, ამერიკელმა მეორე ადგილი დაიკავა და პრიზად 20,6$ მილიონი შეხვდა.
კენი ტურნირის heads up-ში აარონ ზენგს დაუპირისპირდა, სადაც ჩიპების რაოდენობა მოწინააღმდეგეზე ხუთჯერ მეტი ჰქონდა. მოთამაშეებმა დარჩენილი საპრიზო ფონდი სტეკების შესაბამისად გაინაწილეს და დამარცხების მიუხედავად კენიმ მეტი თანხა მიიღო.

ჯასტინ ბონომო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა. ჯასტინი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, სატელევიზიო ფინალურ მაგიდაზე მოხვდა. ვეგასელი მოთამაშე მაშინ ჯერ კიდევ 19 წლის იყო და, ალბათ, პოკერის კომბინაციები სულ ახალი ნასწავლი ჰქონდა.
ბონომო WSOP-ის ივენთებში მონაწილეობას 2007 წლიდან იღებს. პირველივე წელს სამჯერ მოხვდა ქეშში და რამდენიმე ასეული ათასი დოლარი გამოიმუშავა. პირველი ბრასლეტი ჯასტინმა 2017 წელს მოიპოვა, სადაც 1,587-კაციან ფილდზე პირველი ადგილი დაიკავა და პრიზის სახით 449,980$ მიიღო.
ჯასტინ ბონომომ კარიერის ყველაზე დიდი ქეში 2018 წელს The Big One for One Drop ივენთზე მოიგო. აღნიშნულ ტურნირზე პირველადგილოსან ბონომოს 10,000,000$ შეხვდა. ამ მოგებით დანიელ ნეგრიანუსაც გადაასწრო და გარკვეული პერიოდი ყველაზე შემოსავლიან მოთამაშეებს შორის პირველ ადგილს იკავებდა.

მესამე ადგილს სტივენ ჩიდვიკი იკავებს. ინგლისელ მოთამაშეს თანამემამულეებს შორის პოკერის ტურნირებში საუკეთესო ჯამური შედეგი აქვს.
სტივენი high roller პოკერის გამორჩეული მოთამაშეა. ინგლისელმა პირველი 7-ნიშნა შედეგი 2018 წელს დადო, როცა partypoker-ის პრესტიჟულ ივენთში LIVE MILLIONS 1,2$ მილიონი მოიგო. აღნიშნული წელი ჩიდვიკისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა. ინგლისელმა ჯამში 26-ჯერ მოახერხა ტურნირების ფინალურ მაგიდაზე თამაში და Global Poker Index-ის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.
ჩიდვიკს პირველი ბრასლეტის მოსაგებად 2019 წლამდე დასჭირდა ლოდინი. ამავე წელს US Poker Open-ზე ორი ტურნირი მოიგო და Triton-ის ივენთზე კიდევ ერთი დიდი შედეგიც დააფიქსირა (1,6$ მილიონი).

დანიელ ნეგრიანუ პოკერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული მოთამაშეა, იქნება ეს პოკერი ონლაინ თუ LIVE პოკერი. მან კარიერის განმავლობაში WSOP-ის 6 ბრასლეტი მოიგებაც მოწმობს. ნეგრიანუ იგივე KidPoker ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც WSOP-ის საუკეთესო მოთამაშედ ორ სხვადასხვა წელს დასახელდა. კანადელი Global Poker Index-ის მიხედვით, 2000-იანი წლების პირველი დეკადის საუკეთესო მოთამაშედაც აირჩა.
მისი ასაკიდან გამომდინარე, დანიელი ჩვენს სიაში ერთადერთი ოლდ სქულ მოთამაშეა. მოიუხედავად ამისა, ნეგრიანუმ თანამედროვე პოკერს ფეხი ადვილად აუწყო და მასზე ახალგაზრდა მოთამაშეებს დღემდე დიდ კონკურენციას უწევს.
დანიელ ნეგრიანუს WSOP-ის ისტორია 1998 წელს 23 წლის ასაკში იწყება, სადაც პირველი ტიტულის მოგებაც მოახერხა. კანადელი იმ დროისთვის ბრასლეტის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გახდა. 2013 წელს აზიაში გამართული მეინ ივენთი პირველ ადგილზე დაასრულა და 1$ მილიონზე მეტი გამოიმუშავა, რაც მისთვის WSOP ტურნირების სერიაზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.
ჯამში 36-ჯერ მიაღწია WSOP-ის ფინალურ მაგიდას და ქეშში 103-ჯერ მოხვდა.

ჯეისონ კუნმა პოკერის თამაში 2006 წელს დაიწყო და 3 წლის შემდეგ WSOP ტურნირზე პირველი ქეშიც მოიგო.
ჯეისონმა კარიერაში ერთადერთი ბრასლეტი 2021 წელს მოიპოვა 25 000$-იან Heads Up ჩემპიონატში.
შთამბეჭდავი ფაქტია, რომ ჯეისონ კუნი მხოლოდ high roller პოკერში არ აღწევს წარმატებას. 2015 წელს სულ რაღაც 100$ buy in-ით 110,820$-ის მოგება მოახერხა, როცა SCOOP-ის ივენთზე მესამე ადგილი დაიკავა.
2016 წელი მისთვის გარდამტეხი გამოდგა. ამ წელს ამერიკელმა მოთამაშემ ორჯერ მოახერხა მილიონ დოლარზე მეტის მოგება. პირველად SHRPO Championship-სი გაიმარჯვა და 1$ მილიონი გამოიმუშავა, რამდენიმე თვის შემდეგ კი PokerStars-ის high roller ივენთზე $1,65 მილიონი მოიგო.
ჯეისონ კუნი, ტეხასური ჰოლდემის გარდა, Short deck პოკერის ოსტატიცაა. კარიერის ყველაზე დიდი მოგება პოკერის სწორედ ამ სახეობის ტურნირში დააფიქსირა. Triton-ის ტურნირში, სადაც buy in 127,000$-ს შეადგენდა, პირველი ადგილისთვის $3,5$ მილიონი შეხვდა.
ბლოგის ბოლოს ტოპ 10-ის დანარჩენი ხუთი მოთამაშის შედეგებსაც გადავხედოთ:
როგორც ხედავთ, პოკერით დიდი ფულის გამომუშავება შეიძლება. ამისთვის რა თქმა უნდა, იცოდე მხოლოდ პოკერის წესები, საკმარისი არ არის. წარმატების მიღწევას ბევრი დროისა და ენერგიის რესურსი სჭირდება. როგორც კრის მანიმეიკერმა თქვა, “პოკერის მთავარი ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ ყველას ჰგონია, თამაში იცის”. ნუ იქნები ზედმეტად თავდაჯერებული, სწორად შეაფასე შენი ძალები, არასდროს შეწყვიტო სწავლა და წარმატებას აუცილებლად მიაღწევ.