პოკერის სწავლა ბევრ სხვადასხვა ასპექტს მოიცავს. მათ შორისაა პოკერის ტერმინების ცოდნაც, რაც აუცილებლად დაგჭირდება, თუ პოკერის თამაშს გადაწყვეტ. ტერმინების ცოდნა და მათი გამოყენება გიადვილებს კომუნიკაციას პოკერის სამყაროში. ისინი ხშირად გამოიყენება ხელების განხილვისას, შემეცნებითი კონტენტში და რა თქმა უნდა – თამაშის დროს. სწორედ ამიტომ, თუ გსურს პოკერის თამაში მაღალ დონეზე, ამ ტერმინების ცოდნა აუცილებელია.

1 – Small blind, big blind, UTG, button…

პოკერში პოზიციების დასახელებების ცოდნა მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იცოდე, თუ როგორ იმოქმედო კონკრეტული პოზიციიდან. ყველაზე მომგებიანი პოზიციია დილერის პოზიცია, რომელსაც ბათონი (button) ჰქვია. მას მარცხნიდან მოსდევს სმოლ ბლაინდი (small blind) და შემდეგ ბიგ ბლაინდი (big blind). ბიგ ბლაინდის მარცხნივ პოზიციას UTG ჰქვია, რაც Under the gun-ის აბრევიატურაა. UTG პრეფლოპ პირველი იღებს გადაწყვეტილებას, შესაბამისად ყველაზე დიდი წნეხი სწორედ მასზეა – დასახელება Under the gun სწორედ ამ მიზეზით აქვს.

ესენი პოზიციების ყველაზე ხშირად გამოყენებული დასახელებებია. Full ring (9-კაციან) მაგიდაზე კი პოზიციების სრული სია ასე გამიყურება:  Small bind (SB); Big blind (BB); Under the gun (UTG); UTG +1; UTG +2; Lojack (LJ); Hijack (HJ); Cutoff (CO); Button (D).

2 – Flop/turn/river

steptodown.com606753 ტოპ 10 ტერმინი, რომელსაც პოკერის თამაშისას ყველაზე ხშირად მოისმენ

5 კარტს, რომელიც მაგიდის შუაში რიგდება და რომლის გამოყენებაც ყველა მოთამაშეს შეუძლია, Community cards ან board ჰქვია. ბორდი სამი ქუჩისგან (Street) შედგება: ფლოპი (Flop), თერნი (Turn) და რივერი (River). პირველ ეტაპზე სამი კარტი იხნსება, რომელსაც ფლოპი ეწოდება, მეოთხე კარტი არის თერნი, მეხუთე – რივერი.

საუკეთესო 5-კარტიანი კომბინაციის შესადგენად მოთამაშეებს შეუძლიათ ბორდზე არსებული ხუთივე კარტის გამოყენება და, რა თქმა უნდა იმ კარტების, რაც ხელში ჰყავს. ამით განსხვავდება ტეხასური ჰოლდემი ომაჰასგან: ჰოლდემში ხელში არსებული კარტებიდან შეგიძლია გამოიყენო ორივე, მხოლოდ ერთი ან არცერთი. ომაჰაში კი აუცილებელია, 4 კარტიდან 2 უკავშირდებოდეს ბორდს.

3 – 3-bet/4-bet…

3-bet (იგივე re-raise) მოწინააღმდეგის რეიზზე რეიზით პასუხს ნიშნავს. მაგალითად, თუ პრეფლოპ UTG-ის რეიზი არის 2.5BB, ხოლო შენ button-იდან გააკეთებ 7.5BB რირეიზს – შენს მოქმედებას 3-bet ჰქვია. მომდევნო რეიზებს ჰქვია 4-bet, 5-bet და ა.შ, სანამ რომელიმე მოთამაშე არ იქნება all-in-ზე.

NL ტეხასურ ჰოლდემში 3-bet-ის რაოდენობა შეზღუდული არ არის, რაც შეიძლება პოკერის სხვა სახეობებში განსხვავებული იყოს. მაგალითად PLO ომაჰაში მაქსიმალური რეიზის რაოდენობა ბანკში არსებულ ჩიპების რაოდენობაზე არის დამოკიდებული.

4 – Nuts

steptodown.com395807 ტოპ 10 ტერმინი, რომელსაც პოკერის თამაშისას ყველაზე ხშირად მოისმენ

პოკერის თამაში დედამიწაზე ყველაზე მარტივი საქმიანობაა ხდება, როცა ნათსი გყავს. ნათსი ეწოდება კომბინაციას, რომლითაც შეუძლებელია წააგო. მაგალითად, თუ ბორდი არის J86 (მინიმუმ ერთი განსხვავებული მასტით) და ხელში გყავს JJ, გამოდის, რომ ნათსი გყავს, რადგან შენს სეტს ვერცერთი სხვა ხელი ვერ მოუგებს. სიტუაცია შეიცვლება, თუ თერნზე 10 მოვა, რადგან აღნიშნულ ბორდზე ნათსი უკვე Q9 იქნება. 

ასევე არსებობს ეფექტური ნათსის (effective nuts) ცნებაც, რომელიც თეორიულად წაუგებელი კომბინაცია არ არის, თუმცა პრაქტიკაში ძალიან დაბალი შანსი არსებობს, იმისა, რომ მოწინააღმდეგეს უკეთესი ხელი ჰყავდეს. მაგალითად, ბათონის პოზიციაზე ხელში გყავს KK და  ეთამაშები სმოლ ბლაინდს. თუ რივერამდე მიხვედით და ბორდზე დევს AK286, თეორიულად ნათსი არ გყავს, რადგან AA ხელი შენს KK-ზე ძლიერია. მაგრამ, თუ მოწინააღმდეგემ პრეფლოპ შენი რეიზი მხოლოდ ქოლით მიიღო, ამ შემთხვევაში შეგვიძლია მისი რეინჯიდან AA კომბინაცია გამოვრიცხოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, პრეფლოპ რეიზით გვიპასუხებდა. ამიტომ შენს კომბინაციას ეფექტური ნათსი შეიძლება ეწოდოს.

5 – Showdown

შოუდაუნი კიდევ ერთი ხშირად გამოყენებადი ტერმინია, რომელსაც ძირითადად დილერისგან მოისმენ. შოუდაუნის ეტაპზე მოდის, როცა ბეთინგის ყველა რაუნდი სრულდება და კარტების გახსნის დრო დგება.

საინტერესოა ისიც, რომ კარტების გახსნას აქვს თავისი თანმიმდევრობაც. თუ რივერზე ყველა მოთამაშე ჩექს ითამაშებს, თავის კარტს პირველი ხსნის დილერის მარცხნივ ყველაზე ახლოს მჯდომი მოთამაშე და მოჰყვება თანმიმდევრობით. თუ რივერზე გაკეთდა ბეთი და ქოლი, პირველი კარტს აგრესორი (ბეთის ავტორი) ხსნის. თუ კარტის გახსნა ბოლოს გიწევს და დაინახავ, რომ მოწინააღმდეგემ უკვე შენზე ძლიერი კომბინაცია აჩვენა, ამ შემთხვევაში ჩვენების ვალდებულება არ გაქვს და შეგიძლია პირდაპირ მაქში (muck) გაუშვა, ჩვენების გარეშე.

6 – Bad beat/cooler

პოკერის თამაში მოითხოვს ლოგიკურ აზროვნებას, ანალიტიკურ უნარებს, სტრატეგიულ მიდგიმებს, თუმცა გარკვეულ მომენტებში იღბალიც თამაშობს თავის როლს. Bad beat და cooler, ალბათ, ყველაზე ცუდი რამ არის, რაც პოკერის თამაშისას შეიძლება გამოცადო.

ამ ორ ტემრინს ხშირად ერთი მნიშვნელობით იყენებენ, თუმცა მათ შორის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება არის. ბედ ბითი არის, როდესაც გარკვეულ ეტაპზე მეტოქეზე წინ ხარ, თუმცა შოუდაუნზე მაინც წააგებ. ქულერი კი ეწოდება შემთხვევას, როდესაც ძლიერი კომბინაცია გაქვს, თუმცა მოწინააღმდეგეს შენზე ძლიერ კომბინაციას გახვედრებს. მაგალითად, თუ გყავს AA და KK-თან წააგებ, ეს ბედ ბითია. თუ პირიქით KK გყავს და AA-თან წააგებ, გამოდის, რომ დაქულერდი, რადგან შენმა ძალიან ძლიერმა ხელმა კიდევ უფრო ძლიერ ხელთან წააგო.

7 – Out

აუტი არის კარტი, რომლის მოსვლაც შენს ხელს მეტოქისაზე უკეთესად აქცევს. რამდენი ასეთი კარტიც არსებობს, იმდენი აუტი გაქვს. პოკერის თამაშის სტრატეგიები ბევრ ნიუანსს მოიცავს, მათ შორის არის აუტების დათვლაც. როგორ უნდა დათვალო აუტები, თუ 4 გული გყავს და კიდევ 1 გჭირდება ფლაშის დასასრულებლად? დასტაში სულ 13 გულია, გამოვაკლოთ 4 გული, რომელიც უკვე ხელში გყავს ან ბორდზე დევს და გამოდის, რომ 9 აუტი გაქვს.


აუტების დათვლით მოგების ალბათობის განსაზღვრაც შეგვიძლია. ამისათვის ფლოპზე აუტების რაოდენობას ვამრავლებთ 4-ზე, თერნზე კი 2-ზე. მაგალითად, გვყავს KQ; ფლოპზე დევს 832 და ვფიქრობთ, რომ K-ს ან Q-ს მოსვლის შემთხვევაში მოვიგებთ. პირველ რიგში დავითვალოთ აუტების რაოდენობა – 3 ცალი K, და 3 – Q,ანუ გვაქვს 6 აუტი. მოგების ალბათობის განსასაზღვრად აუტების რაოდენობა (6) უნდა გავამრავლოთ 4-ზე = 24%.

თუ ჩვენი K ან Q არც თერნზე მოვიდა, მოგების ალბატობა 2-ჯერ შეგვიმცირდება, რადგან ამ შემხვევაში ალბათობას დავთვლით შემდეგნაირად: აუტები რაოდენობა (6) X 2 = 12%.

ეს მოგების 100%-ით ზუსტი ალბათობა არ არის, თუმცა საკმაოდ მიახლოებულია. აღნიშნული მეთოდით დამატებითი ხელსაწყოების დახმარების გარეშე შეგვიძლია სწორი მოლოდინი შევიქმნათ ჩვენი ხელის სიძლიერესთან დაკავშირებით.

8 – Limp

ლიმფი პრეფლოპ ბიგ ბლაინდის რაოდენობის გასწორებას ნიშნავს, ანუ როცა რეიზის ნაცვლად ქოლს აკეთებ. ლიმფს ყველაზე ხშირად დამწყები მოთამაშეები მიმართავენ, იმ მიზნით, რომ მეტი ფლოპი ნახონ “იაფად” და იმედი აქვთ, რომ გაუმართლებთ. თუმცა ლიმფით გახსნა საუკეთესო პოკერის სტრატეგია არ არის: ვერ ვიღებთ ინფორმაციას სხვა მოთამაშეების ხელებზე და პოსტფლოპ მეტი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ გვიწევს თამაში, რამაც შეიძლება რთულ სიტუაციაში ჩაგვაგდოს. უმჯობესია, სწორად შევარჩიოთ კარტები და ლიმფის ნახვლად რეიზით გავხსნათ ჩვენი ხელი.

9 – Kicker

პოკერის წესები ზოგიერთ მომენტში შეიძლება დამაბნეველი იყოს. ხშირად ქიქერი ბანკის მოგების გადამწყვეტი ფაქტორი ხდება, ამიტომ მისი მნიშვნელობის და შინაარსის ცოდნა მნიშვნელოვანია. ქიქერი ზოგ შემთხვევაში თამაშობს, ზოგ შემთხვევაში – არა. არის კარტი, რომელიც წყვეტს გამარჯვებულის ვინაობას ორ ან მეტ მოთამაშეს შორის, მაგალითად AQ მოწინააღმდეგის AJ-ს მოუგებს ბორდზე: AK849. პირველი მოთამაშის 5-კარტიანი კომბინაცია ასე გამოიყურება: AAKQ9, ხოლო მეორე მოთამაშის კომბინაციაა AAKJ9 – ამ შემთხვევაში.


მთავარია, გვახსოვდეს, რომ 5 კარტისგან შედგენილ კომბინაციებს ვადარებთ ერთმანეთს. ქიქერს მნიშვნელობა არ ენიჭება კომბინაციებში: Royal Flush, Straight Flush, Full House, Flush, Straight რადგან აღნიშნული კომბინაციები უკვე 5 კარტისგან შედგება.

10 – Draw

პოკერის კომბინაციები, რომელიც დაუსრულებელია და დამატებით კარტს ითხოვს გასაძლიერებლად, არის მომლოდინე ხელი. არსებობს ფლაშის მომლოდინე (flush draw), სთრეითის მომლოდინე (straight draw) და მათი გაერთიანებული straight-flush draw, იგივე კომბო დრო (combo draw) კომბინაციები.

ასევე ხშირად გამოყენებადი ტერმინია გათშოთი (gutshot), როცა სთრეითის დასასრულებლად 8-ის ნაცვლად 4 აუტი გვაქვს. სტანდარტული 8-აუტიანი სთრეითის მომლოდინე კომბინაციის მაგალითია, თუ ხელში გვყავს J9 და ბორდზე QT2 კარტები დევს, სთრეითის შესადგენად გვაწყობს როგორც ნებისმიერი 8-იანი ასევე ნებისმიერი K. ხოლო თუ ბორდზე Q82-ია, ამ შემთხვევაში მხოლოდ 10-იანის მოსვლით გვეყოლება სთრეითი, ანუ ფლოპზე გათშოთი გვყავს.

შეჯამება

რომ შევაჯამოთ, პოკერი არის მარტივი თამაში, თუმცა რაც უფრო მეტად უღრმავდები, უფრო და უფრო კომპლექსური ხდება. ეს არის მრავალი სტრატეგიისა და სტილის მქონე თამაში. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ამ სფეროში უამრავი ტერმინია, რომელიც მოთამაშემ უნდა იცოდეს, თუ მას წარმატების მიღწევა სურს. ამ ბლოგში სწორედ ის, ყველაზე ხშირად გამოყენებადი ტერმინები მიმოვიხილეთ, რომლებსაც ყოველი თამაშისას გაიგებთ. 

თუმცა მხოლოდ ამ ტერმინების ცოდნა არ არის იმის გარანტია, რომ პოკერის მაგიდასთან თავს კომფორტულად იგრძნობთ. აუცილებელია თითოეული ტერმინის გაანალიზება, რათა უკეთ აუღოთ ალღო თამაშისას განვითარებულ სხვადასხვა ვითარებას. მათი შესწავლის შემდეგ კი ცოდნის გაღრმავება შესაბამისი წიგნების წაკითხვით, ტუტორიალების ყურებითა და სხვა ხელმისაწვდომი რესურსის გამოყენებით შეგიძლიათ.

საქართველოში პოკერის თამაში შესაძლებელია როგორც ონლაინ ასევე ფიზიკურ ლოკაციებზე. ეს არის ლიცენზირებული პროდუქტი და საქართველოს ყველა კაზინო გვთავაზობს ამას. საქართველოს აზარტულ სფეროს სათავეში აზარტული თამაშების ასოციაციაა, რომელიც მასში შემავალი კაზინოების უფლებებს იცავს, დღესდღეობით ექვსი წამყვანი კომპანიისგან შედგება: betlive (ბეთლაივი), Adjarabet (აჭარაბეთი), Crystalbet (კრისტალებთი), Crocobet (კროკობეთი), Leaderbet (ლიდერბეთი), და Europebet (ევროპაბეთი).