28 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები Eurobasket-ზე ისტორიაში მეექვსედ ითამაშებს. თებერვალში საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში დანიის დამარცხების შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა დიდ საკალათბურთო ფორუმზე თამაში ზედიზედ მეექვსედ გაინაღდა. მიუხედავად რთული ჯგუფისა, ჯვაროსნების მიზანი უცვლელია – ფარიდან ფარზე, ანუ ბოლომდე ბრძოლა თითოეულ თამაშში.

სანამ ჯვაროსნების მოახლოებულ მატჩებზე ვისაუბრებთ, თვალი გადავავლოთ საქართველოს ნაკრების ისტორიას Eurobasket-ზე.

საქართველოს ნაკრების გზა Eurobasket-ზე

pirveli ფარიდან ფარზე - ჯვაროსნები Eurobasket-ისთვის დაირაზმნენ

ევროპის ჩემპიონატზე ჯვაროსნების დებიუტი 2011 წელს შედგა. იმ დროს ჯერ კიდევ გამოუცდელი ნაკრებისთვის ყველა ქულას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. სწორედ ამ პერიოდიდან ჩაიყარა ქართული კალათბურთის წარმატების მყარი საფუძველი, რომელიც წლებია, გრძელდება.

საუკეთესო შედეგი ჩვენმა ნაკრებმა 2015 წელს დააფიქსირა, როცა ჯგუფური ბარიერი გადალახა და მერვედფინალში, ძალიან დაძაბულ მატჩში თამაში ფინალისტ ლიეტუვასთან, სულ რაღაც, 4 ქულით დათმო.

მომდევნო ორ Eurobasket-ზე თაობათა ცვლის პროცესი ნაკრებს განსაკუთრებულად დაეტყო. წავიდნენ ძველი და გამოჩნდნენ ახალი ვარსკვლავები, მათ შორის, გოგა ბითაძე და, რა თქმა უნდა, betlive Ambassador სანდრო მამუკელაშვილი.

მათთან ერთად ეს რიგით მეორე, ხოლო ახალ მწვრთნელთან ერთად პირველი ევროპის ჩემპიონატი იქნება. ჯვაროსნების რიგებში არაერთი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომლებიც კვიპროსში გასამართ მატჩებში უზარმაზარ გამოცდილებას მიიღებენ.

როგორია მოლოდინები Eurobasket-მდე?

sandro ფარიდან ფარზე - ჯვაროსნები Eurobasket-ისთვის დაირაზმნენ

წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე მართლაც რთული ჯგუფი შეგვხვდა. მასპინძელი კვიპროსის გარდა, ჯვაროსნების მეტოქეები ბოსნია და ჰერცეგოვინა, იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი იქნებიან. მიუხედავად იმისა, რომ იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი გამოკვეთილი ფავორიტები არიან, საქართველოს ნაკრებისგან სიურპრიზებს მაინც უნდა ველოდოთ.

მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ჩვენი ნაკრების ლიდერები – თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი მწყობრში არიან და ევროპის ჩემპიონატს დიდი მოტივაციით ხვდებიან.

თორნიკე შენგელიამ სეზონი იტალიის ჩემპიონობით დაასრულა და ახალი სეზონიდან „ბარსელონას“ შეუერთდება. აი, მამუ კი „სპურსში“ გატარებული ორი წლის შემდეგ კარიერას ტორონტო „რეპტორსში“ გააგრძელებს.

წინა Eurobasket-დან და მსოფლიო ჩემპიონატიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მამუ ჯვაროსნების X ფაქტორი იქნება. მას ზურგს NBA-ში თამაში და გრეგ პოპოვიჩთან მუშაობის გამოცდილება უმაგრებს. გარდა ამისა, გასულ სეზონში betlive Ambassador-მა NBA-ში რეკორდი დაამყარა, როცა არასრულ 20 წუთში 34 ქულა ჩააგდო. ქომაგები მამუსგან მუდმივ აფეთქებებს, შეტევებს და თამაშის საკუთარ თავზე აღებას ელიან. როგორი Eurobasket ექნება ქართველ ჯვაროსანს ამას 28 აგვისტოდან ვიხილავთ.

ფარიდან ფარზე

სპარტელების საბრძოლო შეძახილი „ფარით ან ფარზე“ იდეალურად გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელიც საქართველოს ნაკრების ყველა თამაშში იგრძნობა. ის, რომ ბრძოლა ბოლო წამამდე გრძელდება, რომ ჯვაროსნები არასდროს ნებდებიან და მეტიც, ნებისმიერი გამოუვალი მდგომარეობიდან შეუძლიათ თამაშის მოტრიალება, არაერთხელ დამტკიცდა. ამის გვჯერა ჩვენც და დარწმუნებულები ვართ, ნაკრების თითოეულ ქომაგსაც. იმისიც გვჯერა, რომ არაერთხელ ვიხილავთ ჯვაროსნების დაცვას ჩვენს ფარზე და ჩვენი ფარიდან შედეგიან შეტევებს მეტოქის ფარის მიმართულებით.

betlive ჯვაროსნებს კვიპროსიდან უქომაგებს და გულშემატკივრებს არაერთ საინტერესო და, რაც მთავარია, ექსკლუზიურ კონტენტს გპირდებით. ასე რომ, მოინიშნეთ 28 აგვისტო. დღე, როცა საქართველოს დროშა რიგით მეექვსედ აფრიალდება დიდ საკალათბურთო ფორუმზე და გახსოვდეთ, ბრძოლა ახლა იწყება – ფარიდან ფარზე!

pharidan pharze ფარიდან ფარზე - ჯვაროსნები Eurobasket-ისთვის დაირაზმნენ