Euro 2024-ის დაწყებამდე რამდენიმე დღე დარჩა. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირი 14 ივნისს დაიწყება და ზუსტად 1 თვის განმავლობაში ბრწყინვალე სანახაობას, როგორც ყოველთვის, არ მოგვაკლებს. მაგრამ Euro 2024 ქართველი გულშემატკივრისთვის განსხვავებულად ბედნიერების მომგვრელია. წელს ხომ ჩვენი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატია!

წელს ევროპის ჩემპიონატი გერმანიის 8 ქალაქში გაიმართება, უშუალოდ საქართველოს ნაკრების მატჩები კი სამ სხვადასხვა ქალაქში გელზენკირხენში, დორტმუნდსა და ჰამბურგში ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობას, პირველად ისტორიაში, ევროპის საუკეთესო 24 გუნდი მიიღებს, რომელთაგანაც 16 (თითოეული ჯგუფის პირველ და მეორეადგილოსანი და ყველა ჯგუფს შორის 4 საუკეთესო მესამე ადგილოსანი) პლეიოფში ითამაშებს. გვჯერა, რომ ჯვაროსნები ბრძოლის გარეშე არაფერს დათმობენ ამ 16 გუნდს შორის აუცილებლად მოვხვდებით!

asaaa გვჯერა - ერთად ვხვდებით გამარჯვებას!

სანამ შევხვდებით ევროპაზე, უახლოესი წარსულიც გავიხსენოთ – 2024 წლის 26 მარტი ქართული სპორტის ისტორიაში გამორჩეულად მნიშვნელოვანი თარიღია. სწორედ ამ დღეს დავამარცხეთ საბერძნეთი და პირველად ვკვალიფიცირდით ევროპის ჩემპიონატზე! betlive, როგორც ქართული სპორტის მხარდამჭერი და თავისი მარკეტინგული კამპანია “გვჯერა” დასაწყისიდანვე ამ სანატრელი მოგზაურობის განუყოფელი ნაწილი იყო.

კამპანია ხაზს უსვამს საქართველოს ეროვნული ნაკრების შესაძლებლობებისადმი რწმენას და მისი გზავნილი ნათელია: “გვჯერა ჩვენი ნაკრების და გვჯერა ჩვენი ოცნების ახდენის!”

და ახლა, როდესაც საქართველო ევროპაზეა, ამ წარმატების ინსპირაციით, betlive კიდევ უფრო დიდი შემართებით აგრძელებს “გვჯერას” კამპანიას.

კომპანიამ შექმნა “betlive ქომაგთა გუნდი”, რომლის წევრებიც ინფლუენსერები, ვარსკვლავები და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები არიან.

“betlive ქომაგთა გუნდში” გაერთიანებული თითოეული წევრი საკუთარ ასპარეზზე წარმატებულია და საზოგადოებაში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. მაგ: დავით გორგილაძე, დათო ტურაშვილი, კახა კინწურაშვილი, ბახვა ბრეგვაძე, ამირან გოგოლაძე, გიორგი გაგუა და ა.შ. 22 ივნისს, ჩეხეთის წინააღმდეგ, ჩვენი ვარსკვლავები ერთ მთლიან გუნდად შეკრულები, ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად გერმანიაში იქნებიან და ჩვენც, მთელი საქართველოს მოსახლეობა მათთან ერთად ვხვდებით გამარჯვებას!

Mogeba გვჯერა - ერთად ვხვდებით გამარჯვებას!

“გვჯერა” მეტია, ვიდრე უბრალოდ მარკეტინგული კამპანია. ის გვახსენებს, რომ ერთობლივ რწმენას, გვერდში დგომასა და მხარდაჭერას ოცნებების რეალობად ქცევა შეუძლია.

საქართველო ევროპაზეა და გვჯერა, რომ ამ ისტორიული მიღწევის კიდევ უფრო გაუმჯობესება შესაძლებელია. შევხვდებით ევროპაზე, პლეიოფში!

ევროპის ჩემპიონატიდან ექსკლუზიური სიახლეების გასაგებად, გულშემატკივრებს შეუძლიათ ეწვიონ betlive-ის საგულშემატკივრო გვერდს, სადაც ოპერატიულ რეჟიმში განთავსდება ყველა ის საინტერესო ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და ქართველ გულშემატკივარს უკავშირდება.

გვჯერა! შევხვდებით ევროპაზე!