ფეხბურთის სამყაროში, ჰორიზონტზე ხშირად ჩნდება კაშკაშა, ნათელი და იმედისმომცემი ნიჭი. ზოგიერთ მათგანს კარიერის დასაწყისშივე რთული ტესტის გავლა უწევს ხოლმე. სწორედ ასეთი დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ ვრწმუნდებით, რა მასშტაბისა და პოტენციალის მქონე ვარსკვლავთან გვაქვს საქმე. სწორედ ამის ნათელი მაგალითია გიორგი ჩაკვეტაძე. ფეხბურთელი წარმოუდგენელი ტალანტით, საფეხბურთო ინტელექტითა და გამძლეობით, რომელსაც კარიერის სტარტზევე მძიმე ტრავმებთან და ფსიქოლოგიურ სირთულეებთან მოუწია გამკლავება, მაგრამ გადალახა და დაბრუნდა უფრო მიზანმიმართული, მუდმივად განვითარებადი და ძლიერი.

გიორგი ჩაკვეტაძე განსაკუთრებული ნიჭით პატარაობიდანვე გამოირჩეოდა. სისწრაფე, ხედვა, თამაშის გამოცდილი ფეხბურთელივით წაკითხვის უნარი – იყო თვისებები, რაც ჩაკვეს მისი თანატოლებისგან განასხვავებდა. მისი კარიერა თბილისის დინამოში დაიწყო და ევროპელი სკაუტების ყურადღება მალევე მიიქცია.
მალევე, გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიური გენტის ნაწილი გახდა. მცირე ასაკში ქვეყნის ცვლილებას მასზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. ჩაკვე იყო უშიშარი, ექსტრაორდინალური, თავბრუდამხვევი – უძლებდა კრიტიკას და გულშემატკივრებს თავს აყვარებდა. 19 წლისას კლუბისა და ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო ფიგურა გახდა. წარმატება გარდაუვალი ჩანდა.
მაშინ, როდესაც ნაკრებს ჩაკვე ყველაზე მეტად სჭირდებოდა…
2019 წელს გიორგიმ მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო, რაც რეაბილიტაციის ხანგრძლივი და ძალიან დამღლელი პერიოდის მხოლოდ დასაწყისი იყო. ასეთი დამანგრეველი დაზიანებებისგან, ფიზიკურად თუ მენტალურად გამოჯანმრთელების გზა არასდროს არის მარტივი. ტრავმის გამო თითქმის სამი წელიწადი გაუცდა. მტკივნეულია, როცა ხედავ, როგორ ვარჯიშობს მთელი გუნდი მოედანზე, შენ კი თვეების განმავლობაში დარბაზიდან გამოსვლას ვერ ახერხებ.

თითქმის 3 წლის განმავლობაში საფეხბურთო სამყარო გულნატკენი შესცქეროდა გიორგის უკუსვლას. ყოველ ჯერზე, როცა ის გადადგამდა ნაბიჯს წინ, თავს ახალი ტრავმა იჩენდა, რომელიც 2 ნაბიჯით ხევდა უკან, მაგრამ, როგორც ჩანს, დანებება ჩაკვეს გეგმის ნაწილი არასდროს ყოფილა.
გიორგი ჩაკვეტაძეს სხვა ფეხბურთელებისგან მხოლოდ მისი ნიჭი კი არა, ურყევი მონდომებაც განასხვავებს. უთვალავსაათიანი რეაბილიტაციისა და ფიზიკური მომზადების შემდეგ, ჩაკვეტაძემ მოედანზე დაბრუნება დაიწყო.
გიორგი ხელახლა დაიბადა. ქართველი ფენიქსი დაბრუნდა უფრო მომწიფებული, ფოკუსირებული და ძლიერი. „საბედნიეროდ, ამ ყველაფერმა უკვე ჩაიარა, დღეს, ამაზე აღარ ვფიქრობ, დიდი ხანია ტრავმას აღარ შევუწუხებივარ და თანდათანობით, ძველ ფიზიკურ კონდიციებსაც ვიბრუნებ“.
მისი ქამბექის ისტორია მართლაც ჰგავს ზღაპარს. დაბრუნებიდან მალევე აკრიფა ბრწყინვალე სათამაშო ფორმა, ჩაატარა შთამბეჭდავი თამაშები საქართველოს ნაკრებში და ეროვნულ შემადგენლობასთან ერთად, ქვეყნის ისტორიაში პირველად გაემგზავრა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საქართველომ მთელი მსოფლიოს მოლოდინებს გადააჭარბა.

გიორგი ყველა ქართველს უყვარს და ისიც საკუთარი ქვეყნისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად თამაშობს. ჩაკვეს ზღაპარი ისეთივე ლამაზია, როგორც ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლი მისივე შესრულებით. გვჯერა, რომ ჩაკვეს მაგიური შესაძლებლობების ხურჯინიდან ყველაფერი ჯერ ისევ არ გვინახავს და ჩვენს გაოცებას კიდევ მრავალჯერ შეძლებს.
გიორგი ჩაკვეტაძე მეტია, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელი – ის არის იმედის სიმბოლო ყველასთვის, ვინც სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე დგას. მისი ქამბექი კი გვასწავლის, რომ უდიდესი დაბრუნებები მხოლოდ შიგნიდან მოდის.
2024 წლის ნოემბერში კი, გიორგი ჩაკვეტაძე betlive Ambassador-თა რიგებს შეუერთდა. კომპანია მასთან ერთად, ქართული სპორტის გულშემატკივრებისთვის უამრავი საინტერესო პროექტისა და აქტივობების შეთავაზებას გეგმავს. ჩვენთვის კი, როგორც ქართული სპორტის ქომაგებისთვის, საქართველოს გამორჩეულ ტალანტთან კოლაბორაცია უმნიშვნელოვანესი და წინ გადადგმული ნაბიჯია.
