ამა თუ იმ სპორტულ ღონისძიებაზე ფსონის დადება კომპლექსური პროცესია და ბევრ ცვლადს აერთიანებს – იქნება ეს სტატისტიკის გათვალისწინება, ინტუიცია, კონკრეტული პოზიციის სწორად შერჩევა თუ სხვა. გარდა უბრალოდ შინაგანი ინტუიციის მინდობასა და ბილეთის ასე შედგენაზე, არსებობს მრავალი სტრატეგია, რომელსაც ამ სფეროში შედარებით უფრო გამოცდილი ადამიანები იყენებენ. ამ სტრატეგიების საშუალებით ოპტიმალურთან მიახლოებული პოზიციების შერჩევა და, შესაბამისად, მოგების ალბათობის გაზრდა ხდება.
ამ ბლოგში ამ სტრატეგიებიდან ერთ-ერთს Value Betting-ზე, იგივე ღირებულ ფსონზე, ვისაუბრებთ, რომელიც რაიმე შედეგის დადგომის ალბათობაზე მეტი ფსონის განთავსებას გულისხმობს. ახლა კი დეტალურად განვიხილოთ.
ღირებული ფსონის იდეა დაფუძნებულია მათემატიკურ კონცეფციაზე, რომელიც მოსალოდნელ ღირებულებას განსაზღვრავს. ყოველ ჯერზე, როცა ადამიანები რაიმე გარიგებას ვდებთ, მისგან რაიმე ღირებულებასაც ველით. სპორტის ბეთინგშიც ზუსტად იგივე პრინციპია, ჩვენი ბეთისგან ველით ყველაზე ღირებულ შედეგს.
ბუკმეკერებიც ასე მოქმედებენ – კოეფიციენტის დადგენისას კონკრეტული შედეგის ალბათობას ითვალისწინებენ და რიცხვსაც ისე ცვლიან, რომ გარკვეული მოგება ნახონ. რადგან წინასწარ 100% ზუსტად არავინ იცის კონკრეტული შედეგის დადგომის ალბათობა, ეს რიცხვი სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით გამოითვლება ხოლმე და, შესაბამისად, ცვალებადია. ბუკმეკერებიც ინდივიდუალურ მოლოდინებსაც ითვალისწინებენ კოეფიციენტის გამოთვლისას, ამიტომაცაა, რომ კოეფიციენტები მუდამ ერთნაირი არასდროსაა.
რადგან ბუკმეკერებიც ადამიანები არიან, იმ შემთხვევაში, თუ ღირებული ფსონის კონცეფციას გამოვიყენებთ, მაშინ მათი „დამარცხება“ არც ისე რთული საქმე იქნება.

მოდი, ღირებული ფსონის კონცეფცია ფეხბურთის ფსონების მაგალითებით ავხსნათ. პირველ რიგში, დაგვჭირდება კონკრეტული შედეგის დადგომის ალბათობა, რასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გამოვითვლით და ეს საქმე პროფესიონალებს მივანდოთ. ამგვარ გამოთვლებს ცნობილი გამოცემა FiveThirtyEight ახორციელებს და ბევრ სპორტულ ღონისძიებაზე თავიანთ პროგნოზებს გვთავაზობს.
მაგალითის ახსნამდე, გავაკეთოთ დაშვება, რომ ამ გამოცემის გამოთვლები 100% ზუსტია.
2020 წლის 27 მაისს დორტმუნდი – ბაიერნის თამაშზე მასპინძლების მოგების ალბათობა 27%-ით, ფრის – 22%-ით, ხოლო ბაიერნის გამარჯვების – 50%-ით განისაზღვრა.
შემდეგი ნაბიჯია მინიმალური სარგებლიანი კოეფიციენტის გამოთვლა, რაც არის რიცხვი, რომელზე დაბალი ნებისმიერი კოეფიციენტი „წაგებაში“ წაგვიყვანს.
ამ თამაშზე მინიმალური სარგებლის კოეფიციენტი შემდეგი იქნება:
დორტმუნდი 27% = 0,27 კოეფიციენტი = 1/0.27 = 3.70
ფრე 22% = 0.22 კოეფიციენტი = 1/0.22 = 4.55
ბაიერნი 50% = 0.50 კოეფიციენტი = 1/0.50 = 2.00
ახლა, როცა მინიმალური სარგებლის კოეფიციენტები გავიგეთ, ღირებული ფსონის განსაზღვრაც გამარტივდა. ნებისმიერი კოეფიციენტი, რომლებიც მიღებულ რიცხვებზე მეტია, ღირებულია. ეს საკმაოდ მარტივი და პირდაპირი კონცეფციაა რომელიც არ მოითხოვს ზედმეტ ანალიზს და მისი გამოთვლა პირდაპირ და მარტივადაა შესაძლებელი.
მას შემდეგ, რაც მინიმალური სარგებლის კოეფიციენტებს ვიპოვით, გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე და ვიპოვოთ კოეფიციენტები, რომლებიც ჩვენ მიერ გამოთვლილ რიცხვებზე მაღალია. ამისათვის, შეგვიძლია, გამოვიყენოთ სხვადასხვა ინტერნეტ-პორტალი, რომელიც კოეფიციენტების შედარებას გვთავაზობს. ორი ასეთი პორტალია: Oddsportal.com და Oddsmath.com.
ჩვენი გამოთვლების მიხედვით, თუ ბაიერნის გამარჯვებაზე დადება გვინდა, უნდა ვიპოვოთ კოეფიციენტი, რომელიც 2.00-ზე მაღალია.
ფრის თუ გვჯერა, უნდა ვიპოვოთ 4.55-ზე მაღალი კოეფიციენტი.
აი, დორტმუნდის გამარჯვებაზე თუ გვინდა ფსონის დადება, მაშინ უნდა ვიპოვოთ კოეფიციენტი, რომელიც 3.70-ზე მაღალია.
მაგალითად, თუ რომელიმე ტოტალიზატორი დორტმუნდის მოგებაზე 3.85 კოეფიციენტს გვთავაზობს, მაშინ მოსალოდნელი ღირებულება 10 ლარის ფსონზე იქნება: 10(3.85/3.70 – 1) = 0.40 (40 თეთრი)
თითქოს 40 თეთრი კარგად არ ჟღერს, მაგრამ, თავის მხრივ, ეს თითოეულ ფსონზე 4%-იან მოგებას გულისხმობს.
თუ ტოტალიზატორები ბაიერნის მოგებაზე კოეფიციენტად მაქსიმუმ 1.94-ს გვთავაზობენ, მაშინ მოსალოდნელი ღირებულება იმავე რაოდენობის ფსონზე შემდეგი იქნება:
10(1.94/2.00 – 1) = – 0.30 (30 თეთრი)
ანუ -3% წაგება თითოეულ ფსონზე.
მოკლედ, მთავარი პრინციპი ისაა, რომ ყოველთვის ვიპოვოთ ის კოეფიციენტები, რომლებიც მინიმალური სარგებლის კოეფიციენტებზე მაღალია.
ასეთი პოზიციების პოვნა, რა თქმა უნდა, betlive.com-ზე შეგიძლია. ამ პოზიციებთან ერთად betlive.com-ზე შენ დაგხვდება მრავალფეროვანი სპორტის პლატფორმა უამრავი სხვა შესაძლებლობით. შეს ასევე დაგხვდება უფასო სპორტი, სადაც შეგიძლია უფასო ფსონების განთავსება და Freebet-ების მოგება.
რაიმე შედეგის დადგომის ალბათობა პროცენტებში ვიცით, მაშინ მთავარია, გამოვთვალოთ რა იქნება მინიმალური სარგებლის კოეფიციენტი და შემდეგ სხვადასხვა საიტზე მოვძებნოთ ის კოეფიციენტები, რომლებიც ამ რაოდენობებზე მაღალი იქნება. ღირებული ფსონის პოვნით ბუკმეკერებს „ჭკუაში ვჯობნით“ და ამ პოზიციის გამართლების შემთხვევაში, გაცილებით მეტ მოგებას ვიღებთ. მოკლედ, ამ სისტემის გამოყენებას აუცილებლად გირჩევთ. ასე რომ, კითხვაზე სად დავდოთ ფსონი ქართველებზე? – პასუხი უკვე გაქვს.
საქართველოში ფსონების განთავსება სხვა და სხვა პლატფორმაზე არის შესაძლებელი. betlive.com-ის სპორტი მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვანი ფსონების არჩევანს, უამრავ დამხმარე ხელსაწყოს და მომხმარებლებზე მორგებულ ინტერფეისს. ასე რომ, თუ ფიქრობ სად დაწერო ბილეთი betlive-ის პლატფორმა ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.