მიუხედავად იმისა, რომ ქეშაუთი გემბლინგ სივრცეში სიახლე არ არის და ქართული ონლაინ ტოტალიზატორი მომხმარებლებს ამ ფუნქციას უკვე დიდიხანია სთავაზობს, სხვა ფუნქციების მსგავსად, ისიც განახლებას მოითხოვს.

სულ ახლახან betlive.com-მა ქეშაუთის ახალი ფუნქციონალი დაამატა, რომლის ანალოგიც არამხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ ბაზარზეც ვერ მოიძებნება. დღეიდან ბეთორებს betlive.com-ზე განთავსებულ ფსონზე “CashOut+” ფუნქციით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ.  

Რა არის “CashOut+”? თუკი სტანდარტული ქეშაუთის შემთხვევაში შესაბამისი თანხის მიღება მხოლოდ გარკვეულ დროსაა შესაძლებელი, “CashOut+”-ით სარგებლობისას ამას თამაშის აბსოლუტურად ყველა მონაკვეთში მოახერხებ, მაშინაც კი, როდესაც ესა თუ ის პოზიცია დახურულია ან შეხვედრის დასრულებამდე მცირე დროა დარჩენილი. აღსანიშნავია, რომ ახალი ფუნქცია მოქმედებს როგორც მატჩის PRE, ასევე LIVE პოზიციებზე.

“CashOut+”-ის ფუნქციონალით სარგებლობას betlive.com-ზე დარეგისტრირებული იუზერები წამყვანი საფეხბურთო ლიგების მატჩებზე შეძლებენ.

რა პოზიციებს მოიცავს CashOut+?

Მსოფლიო სპორტი მრავალფეროვანი პოზიციებითაა მოცული. Საფეხბურთო ფსონებში პოპულარულ პოზიციებს შორისაა ძირითადი დროისა და პირველი ტაიმის შედეგი, ორმაგი შედეგი, ჰანდიკაპი, ტოტალი, გუნდების ტოტალები და სხვა. 

“CashOut+” ყველა ხსენებულ პოზიციაზე მოქმედებს და მოთამაშეებს ქეშაუთის სასურველ დროს გაკეთებაში ეხმარება.

შესაბამისად, ონლაინ ტოტალიზატორი გეხმარება ქეშაუთი მიიღო მაშინ, როდესაც გინდა და აღარ ელოდო მატჩის დასრულებას.

Რა ინციდენტებზეა შესაძლებელი “CashOut+”-ის გაკეთება?

moedani Cashout+ | გაუმჯობესებული Cashout ფუნქციონალი betlive.com-ზე

ყველა სპორტი ბეთინგში სხვადასხვა ინციდენტს მოიცავს. ინციდენტები ჩვეულებრივ სპორტული მატჩის მიმდინარეობისას მნიშვნელოვან მოვლენებს ან მომენტებს გულისხმობს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს საბოლოო შედეგზე. 

Რა თქმა უნდა, სპორტიდან გამომდინარე, ინციდენტებიც განსხვავდება. ნებისმიერ სპორტში, განსაკუთრებით კი ფეხბურთში, ასეთი ინციდენტები მრავლადაა, ამიტომ, წამყვანი საბუკმეკერო კომპანიები ყოველთვის ცდილობენ ინციდენტები რაც შეიძლება დიდი რაოდენობით წარადგინონ.  მათ შორის betlive.com-იც არის, სადაც “CashOut+”-ის ფუნქცია 10-მდე ყველაზე გავრცელებულ ინციდენტზე მოქმედებს.

ქეშაუთის ახალი ფუნქციონალი მუშაობს შემდეგ ინციდენტებზე:

  • გოლი
  • კუთხური
  • აუტი
  • ჯარიმა
  • თამაშგარე
  • კარში დარტყმა
  • სეივი
  • კარიდან დარტყმა

შესაბამისად, “CashOut+” სპორტული ფსონების მოყვარულებს საფეხბურთო მატჩების ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ ინციდენტებზე ქეშაუთის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

Მაგალითი

ნაპოლი – სასუოლოს სერია A-ს მატჩზე გააკეთე ფსონი მეორე გუნდის (ნაპოლის) გამარჯვებაზე. 45-ე წუთზე გავიდა კვარას გოლი და ნაპოლიმ პირველი ტაიმი ანგარიშით 5:1 მოიგო. აღნიშნული პოზიცია LIVE-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის, შესაბამისად, სტანდარტული ქეშაუთის შემთხვევაში, თანხის მისაღებად თამაშის დასრულებას უნდა ელოდო. “CashOut+”-ის დამატების შემდეგ კი დადებულ ბილეთზე ქეშაუთს მომენტალურად შეძლებ.

Როგორც ხედავ, “CashOut+”-ის მთავარი განმასხვავებელი ქეშაუთის ნებისმიერ დროს გაკეთების საშუალებაა. ზემოხსენებულ მაგალითში ნათლად ჩანს, თუ რა შესაძლებლობებს მიიღებ ახალი ფუნქციით სარგებლობის შემდეგ. ნაპოლის ფსონზე გამომუშავებული ფულით შენ სხვა დაგეგმილ მატჩებზე ახალი ფსონის დადებასა და მოგებული და დასადები თანხების განაწილებასაც მარტივად შეძლებდი.

კიდევ ერთი მაგალითი, საქართველო – ჩეხეთის მატჩზე დადე ფსონი ჯამურად 40,5-ზე მეტ აუტზე. Პირველ ტაიმში დაფიქსირდა მხოლოდ 11 აუტი – შესაბამისად, ეს პოზიცია (40,5-ზე მეტი აუტი) დაიხურება და ხელმისაწვდომი აღარ იქნება. მიუხედავად ამისა, “CashOut+”-ის დახმარებით გაკეთებულ ფსონზე შესაბამისი თანხის მიღებას მაინც მოახერხებ!

აქედან გამომდინარე, “CashOut+” მრავალფუნქციური მეთოდია, რომელიც დროის დაზოგვასთან ერთად, შენზე მორგებული სპორტული გამოცდილების მიღებაში გეხმარება.

Რასაკვირველია, Სპორტულ ბეთინგში დრო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

Რა საფეხბურთო ლიგებზე მოქმედებს “CashOut+”?

Betlive Sport “CashOut+”-ის გამოყენებას გვთავაზობს ტოპ საფეხბურთო ტურნირებსა და ლიგებზე, მათ შორისაა ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, პრემიერ ლიგა, სერია A, ლა ლიგა, ლიგა 1 და ბუნდესლიგა. ამასთან ერთად, ახალი ფუნქცია მოქმედებს ყველა სხვა ლიგების იმ მატჩების პოზიციებზე, რომელთაც betlive.com-ის მობილურ ვერსიაში “CashOut+”-ის შესაბამისი აღმნიშვნელი აიქონი აქვს.