უპრესტიჟულესი სანაკრებო ტურნირის დაწყებამდე, რომელსაც მთელი საქართველო მოუთმენლად ელის 2 კვირაზე ნაკლებია დარჩენილი. EURO 2024 ოფიციალურად 14 ივნისს აიღებს სტარტს და 14 ივლისის ჩათვლით, გერმანიაში გაიმართება. ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, კონტინენტის 24 საუკეთესო ნაკრები შეეცდება – საქართველო კი ამ საფეხბურთო დღესასწაულში პირველად ჩაერთვება.
26 მარტს, “დინამო არენაზე” მოპოვებული გამარჯვების შედეგად, საქართველოს ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. “დინამო არენაზე” ქართული ფეხბურთის ისტორია დაიწერა, რაც საყოველთაო ზეიმით აღინიშნა. სრულიად საქართველო მოუთმენლად ელის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე თამაშს, სადაც ჩვენი ნაკრები F-ჯგუფში თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.
გვჯერა, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ზე ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. ამ ყველაფრის ფონზე, სიმბოლურია, რომ გადავხედოთ შემადგენლობას, რომელიც ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ დაასახელა. განვიხილოთ, როგორც ინდივიდუალურად, ფეხბურთელების მიერ დაფიქსირებული შედეგი – ასევე ნაკრების საერთო სტატისტიკა.

ვილი სანიოლის განაცხადში 3 მეკარე მოხვდა. ფრანგმა სპეციალისტმა გიორგი მაამრდაშვილი, გიორგი ლორია და ლუკა გუგეშაშვილი გამოიძახა და უდიდესი ალბათობით, ნომერ პირველი არჩევანი გიორგი მამარდაშვილი იქნება.
ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიასა“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ამ ყველაფერს ის ფენომენალური სტატისტიკაც ამყარებს, რომელიც მამარდაშვილმა საკლუბო და სანაკრებო დონეზე დააფიქსირა.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, მამარდაშვილი ტოპ მეკარეებს შორისაა და კარის მშრლად შენახვა 13-ჯერ შეძლო. სანაკრებო დონეზე კი ერთა ლიგის პლეი-ოფის 2 უმნიშვნელოვანეს მატჩში გოლი არ გაუშვა. გიორგი მამარდაშვილი პენალტების მოგერიებაშიც საკმაოდ ძლიერია და დიდწილად სწორედ მისმა ბრწყინვალე სეივებმა გვიხსნა საბერძნეთის წინააღმდეგ პენალტების სერიაში მოპოვებულ გამარჯვებაში.
betlive-ზე გიორგი მამარდაშვილის სეივებზეც შეგიძლიათ ფსონის განთავსება. პოზიციას, რომ ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე მამარდაშვილი ბურთს 11.5-ზე მეტჯერ მოიგერიებს, 1.65 კოეფიციენტი აქვს. 12.5-ზე მეტი სეივი, 1.85-ით ფასდება, ხოლო 13.5-ზე მეტ სეივს 2.20 კოეფიციენტი აქვს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა არჩევანი 10 მცველზე შეაჩერა. სანიოლის რჩეულთა შორის სოლომონ კვერკველია, ჯიმი ტაბიძე, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი მოხვდნენ.
ერთა ლიგის პლეი-ოპის 2 პრინციპული მატჩი საქართველომ იდეალურად ჩაატარა და ლუქსემბურგისა და საბერძნეთის წინააღმდეგ, კარის მშრალად შენახვა შეძლო. ეს კი გვიჩენს იმის ვარაუდის უფლებას, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, თურქეთისა და ჩეხეთისგან ბევრ გოლს არ გავუშვებთ – ერთადერთი მეტოქე, რომლისგანაც უდიდეს საფრთხეს ველით პორტუგალიაა.
Betlive-ზე ასევე შესაძლებელია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გაშვებულ გოლებზეც განათავსოთ ფსონი. მაგალითად, პოზიცია რომ თურქეთი 1.5-ზე ნაკლებ გოლს გაგვიტანს, Betlive-ზე 1.75 კოეფიციენტადაა შეფასებული.

„ჯვაროსნების“ ნახევარდაცვას 10 ნახევამრცველი გააძლიერებს. ვილი სანიოლის აზრით, ევროპის ჩემპიონატზე ამ ნახევარმცველებმა უნდა ითამაშონ: ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გაბრიელ სიგუა, ანზორ მექვაბიშვილი, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია.
ვარსკვლავი, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი ყველაზე მეტად აკვირდება და რომელმაც ქართული ფეხბურთის თამასა ევროპის მასშტაბით მნიშვნელოვნად ასწია. ნაკრების ნახევარმცველმა/ვინგერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ უმოკლედ დროში შეძლო და გულშემატკივართა უდიდესი არმია შემოიკრიბა – ამის მთავარი მიზეზი კი „ნაპოლიში“ ჩატარებული ფენომენალური მატჩებია, რის შედეგადაც „პარტენოპეი“ სკუდეტოს ნანატრ ტიტულს დაეუფლა – კვარა კი სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს და ამ ყველაფერში კვარაცხელიას ლომის წილი მიუძღვის. შესაბამისად, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, გულშემატკივარი მისგან ყველაზე მეტს ელის.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ რიგებში 66 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 22 გოლი გაიტანა და თანაგუნდელები 16 საგოლე გადაცემით მოამარაგა. ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 17 მატჩში კი 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელიამ 24 თამაში ჩაატარა და 14 გოლთან ერთად, 5 ასისტიც გაიფორმა.
შესრულებული დრიბლინგების რაოდენობაში, ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლისა” და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე, შესრულებული დრიბლინგების რაოდენობით, კვარა ყოველთვის მოწინავეთა შორისაა, ამიტომ გირჩევთ, რომ ბელინგემის მსგავსად, ფსონი კვარაცხელიას დრიბლინგებზეც განათავსოთ.

ვილი სანიოლის განაცხადში 3 ნომინალური თავდამსხმელია. ფრანგმა სპეციალისტმა 26-კაციან განაცხადში გიორგი მიქაუტაძე, ბუზუ ზივზივაძე და გიორგი ქვილითაია შეიყვანა.
ამ ფეხბურთელების კარგ ფორმაში ყოფნა, წარმატებაზე პირდაპირ იმოქმედებს. ზივზივაძეს „კარლსრუეში“ კარგი სეზონი ჰქონდა და ბუნდესლიგა 2-ის ეგიდით ჩატარებულ 30 მატჩში 12 გოლი გაიტანა. ქართველმა შემტევმა ევროპის ჩემპიონაის საკვალიფიკაციო ეტაპსა და ერთ ლიგის პლეი-ოფშიც დამაჯერებლად ითამაშა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე, ზივზივაძემ 8 მატჩში 3 გოლის გატანა და 1 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო. ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში, კი ლუქსემბურგს 2 უპასუხო გოლი გაუტანა და საქართველო ფინალში გაიყვანა.
Betlive-ზე შესაძლებლობა გაქვთ, რომ ზივზივაძის ინდივიდუალურ სტატისტიკაზე განათავსოთ ფსონი. სტატიის წერის მომენტში, პოზიციას, რომ ზივზივაძე ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე მინიმუმ 1 გოლს გაიტანს, 1.85 კოეფიციენტი აქვს. 2 გოლი 4.75 კოეფიციენტით ფასდება, ხოლო 3 გოლს 15.00 აქვს.

მოლოდინების შესახებ საუბარს, ჩვენი ნაკრების მიერ გატანილი გოლებით დავიწყებთ. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც საქართველო A-ჯგუფში ესპანეთის, ნორვეგიის, შოტლანდიისა და კვიპროსის წინააღმდეგ ასპარეზობდა. ჯგუფში ჩატარებულ 8 მატჩში, საქართველომ 12 გოლის გატანა შეძლო. აღსანიშნავია, რომ შოტლანდიის წინააღმდეგ სტუმრად გამართული მატჩი არის ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც „ჯვაროსნებმა“ გოლის გატანა ვერ შეძლეს (2:0). ყველა სხვა მატჩში საქართველომ მინიმუმ 1 გოლი გაიტანა. ჯამში, საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული 8 მატჩიდან, 6 დაპირისპირებაში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა. A-ჯგუფში საქართველოს ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მიქაუტაძემ ულიდერეს – „ჯვაროსნების“ ამ ორი ვარსკვლავის ანგარიშზე 7 გატანილი გოლია (4 – ხვიჩა კვარაცხელია, 3 – გიორგი მიქაუტაძე).
თუ გავითვალისწინებთ იმ ბრწყინვალე სათამაშო ფორმას, რომელშიც საქართველოს ნაკრების ვარსკვლავები იმყოფებიან და ასევე მეტოქე ნაკრებების სათამაშო სტილს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, არაერთ ქართულ გოლს ვიხილავთ. ჩვენი ნაკრების ვითარებას ის გარემოებაც ამარტივებს, რომ ქვეჯგუფის ყველაზე ძლიერ მეტოქესა და უპირობო ფავორით პორტუგალიას, ბოლო თამაშში ვუპირისპირდებით, რა დროსაც უდიდესი ალბათობით უკვე ბევრი რამ იქნება გადაწყვეტილი.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 1 თვით ადრე, betlive.com-ის მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ შეარჩიონ საინტერესო პოზიციები და ფსონი განათავსონ. მაგალითად, ამ სტატიის წერის მომენტში, პოზიციას, რომ თურქეთისა და საქართველოს მატჩში 2.5-ზე მეტი გოლი გავა, Betlive-ზე 2.00 კოეფიციენტი აქვს, რაც ბეთორების უმრავლესობის საყვარელ „კუშს“ წარმოადგენს.