უპრესტიჟულესი სანაკრებო ტურნირის დაწყებამდე, რომელსაც მთელი საქართველო მოუთმენლად ელის 1 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. EURO 2024 ოფიციალურად 14 ივნისს აიღებს სტარტს და 14 ივლისის ჩათვლით, გერმანიაში გაიმართება. ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, კონტინენტის 24 საუკეთესო ნაკრები შეეცდება – საქართველო კი ამ საფეხბურთო დღესასწაულში პირველად ჩაერთვება.

26 მარტს, “დინამო არენაზე” მოპოვებული გამარჯვების შედეგად, საქართველოს ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. “დინამო არენაზე” ქართული ფეხბურთის ისტორია დაიწერა, რაც საყოველთაო ზეიმით აღინიშნა. სრულიად საქართველო მოუთმენლად ელის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე თამაშს, სადაც ჩვენი ნაკრები F-ჯგუფში თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

მართალია სხვადასხვა ავტორიტეტული გამოცემის რეიტინგი არ გვწყალობს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, ეს ფეხბურთია, სადაც სასწაულები ხდება და გვჯერა, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ზე ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. ამ ყველაფრის ფონზე, სიმბოლურია, რომ გადავხედოთ იმ საინტერესო ფსონებს, რომელიც შეიძლება, რომ ბეთორებმა ჩვენს ნაკრებზე განათავსონ. განვიხილოთ, როგორც ინდივიდუალურად, ფეხბურთელების მიერ დაფიქსირებული შედეგი – ასევე ნაკრების საერთო სტატისტიკა.

გატანილი გოლების რაოდენობა

Goals EURO 2024 - საინტერესო ფსონები საქართველოს ნაკრების პოზიციებზე

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 1 თვით ადრე, betlive.com-ის მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ შეარჩიონ სასურველი პოზიციები და ფსონი განათავსონ. მაგალითად, ამ სტატიის წერის მომენტში, პოზიციას, რომ თურქეთისა და საქართველოს მატჩში 2.5-ზე მეტი გოლი გავა, Betlive-ზე 2.00 კოეფიციენტი აქვს, რაც ბეთორების უმრავლესობის საყვარელ „კუშს“ წარმოადგენს.

ჩვენი ნაკრების გატანილი გოლების შესახებ საუბარს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპით დავიწყებთ, სადაც საქართველო A-ჯგუფში ესპანეთის, ნორვეგიის, შოტლანდიისა და კვიპროსის წინააღმდეგ ასპარეზობდა. ჯგუფში ჩატარებულ 8 მატჩში, საქართველომ 12 გოლის გატანა შეძლო. აღსანიშნავია, რომ შოტლანდიის წინააღმდეგ სტუმრად გამართული მატჩი არის ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც „ჯვაროსნებმა“ გოლის გატანა ვერ შეძლეს (2:0). ყველა სხვა მატჩში საქართველომ მინიმუმ 1 გოლი გაიტანა. ჯამში, საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული 8 მატჩიდან, 6 დაპირისპირებაში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა. A-ჯგუფში საქართველოს ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მიქაუტაძემ ულიდერეს – „ჯვაროსნების“ ამ ორი ვარსკვლავის ანგარიშზე 7 გატანილი გოლია (4 – ხვიჩა კვარაცხელია, 3 – გიორგი მიქაუტაძე).

თუ გავითვალისწინებთ იმ ბრწყინვალე სათამაშო ფორმას, რომელშიც საქართველოს ნაკრების ვარსკვლავები იმყოფებიან და ასევე მეტოქე ნაკრებების სათამაშო სტილს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, არაერთ ქართულ გოლს ვიხილავთ. ჩვენი ნაკრების ვითარებას ის გარემოებაც ამარტივებს, რომ ქვეჯგუფის ყველაზე ძლიერ მეტოქესა და უპირობო ფავორით პორტუგალიას, ბოლო თამაშში ვუპირისპირდებით, რა დროსაც უდიდესი ალბათობით უკვე ბევრი რამ იქნება გადაწყვეტილი.

უკვე აღვნიშნეთ, რომ თურქეთისა და საქართველოს მატჩზე, 2.5-ზე მეტ გოლს betlive-ზე 2.00 კოეფიციენტი აქვს. Betlive-ს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, რომ ფსონი უნიკალურ პოზიციაზეც განათავსოს – მაგალითად, საქართველოს ნაკრების ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში რომ 2.5-ზე მეტი გოლი გავა, Betlive-ზე 2.20 კოეფიციენტი აქვს.

გაშვებული გოლების რაოდენობა

gashvebuli EURO 2024 - საინტერესო ფსონები საქართველოს ნაკრების პოზიციებზე

უკვე ვახსენეთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 8 მატჩში, საქართველომ 12 გოლი გაიტანა, მაგრამ ჯგუფური ეტაპი უარყოფითი ბალანსით დაასრულა. საქართველოს ნაკრებს 18 გოლი გაუტანეს, რაც დაგვეთანხმებით, რომ ნამდვილად არაა საამაყო შედეგი.

განსაკუთრებით მძიმე იყო ესპანეთის წინააღმდეგ განცდილი მარცხი 1:7. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ გაშვებული 18 გოლიდან, 10 ესპანეთმა გაგვიტანა, რომელმაც შინ 3:1 დაგვამარცხა, ხოლო თბილისში 1:7. ნორვეგიამ, შოტლანდიამ და კვიპროსმა კი ჯამში 6 მატჩში მხოლოდ 8 გოლი გაგვიტანეს.

საკვალიფიკაციო ეტაპისგან განსხვავებით, ერთა ლიგის პლეი-ოპის 2 პრინციპული მატჩი საქართველომ იდეალურად ჩაატარა და ლუქსემბურგისა და საბერძნეთის წინააღმდეგ, კარის მშრალად შენახვა შეძლო. ეს კი გვიჩენს იმის ვარაუდის უფლებას, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, თურქეთისა და ჩეხეთისგან ბევრ გოლს არ გავუშვებთ – ერთადერთი მეტოქე, რომლისგანაც უდიდეს საფრთხეს ველით პორტუგალიაა.

აქვე ვახსენებთ, იმ მოთამაშეებს, რომლისგანაც ინდივიდუალურად ყველაზე დიდ საფრთხელ ველით და რომელთაც შეუძლიათ, რომ ჩვენს ნაკრებს ხიფაღი შეუქმნან:

პორტუგალიის ვარსკვლავური შემადგენლობიდან, რამდენიმე მოთამაშის გამორჩევა შეიძლება, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ. ფოკუსირებას კრიშტიანუ რონალდუზე, დიოგუ ჟოტაზე, რაფაელ ლეაოსა და ბერნარდო სილვაზე მოვახდენთ – ყველაზე დიდ ხიფათს სწორედ ამ ვარსკვლავებისგან უნდა ველოდოთ. თურქები არდა გიულერზე დიდ იმედებს ამყარებენ, თუმცა, ის ერთადერთი არაა, რომელსაც დიდი საფრთხის მოტანა შეუძლია – იუნუს აკგუნი, ჰაკან ჩალჰანოღლუ და ქენან იილდიზი ასევე გამორჩეული მოთამაშეები არიან. ჩეხეთის მთავარი ვარსკვლავი პატრიკ შიკია, რომელიც “ლევერკუზენთან” ერთად ბრწყინვალე სეზოსნ ატარებს. ტომას სუჩეკი, ანტონინ ბარაკი, დავიდ ჯურაშეკი და ონდრეი ლინგრი ასევე გამორჩეული ფეხბურთელები არიან.

Betlive-ზე ასევე შესაძლებელია, რომ საქართველოს ნაკრების გაშვებულ გოლებზეც განათავსოთ ფსონი. მაგალითად, პოზიცია რომ თურქეთი 2 და მეტ გოლს გაგვიტანს, Betlive-ზე 2.75 კოეფიციენტადაა შეფასებული.

ქულები

nakreb EURO 2024 - საინტერესო ფსონები საქართველოს ნაკრების პოზიციებზე

გატანილი და გაშვებული გოლების რაოდენობა საბოლოოდ გადაწყვეტს, თუ რამდენი ქულის დაგროვებას შევძლებთ და რომელს ადგილს დავიკავებთ ჯგუფში. ნებისმიერი გულშემატკივრისთვის საინტერესოა, თუ რამდენი ქულის დაგროვებას შეძლებს საქართველო სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე – იმ შემთხვევაში, თუ სკეპტიკოსებს იმედს გავუცრუებთ და ბრწყინვალედ ვიასპარეზებთ, გადამწყვეტი თურქეთისა და ჩეხეთის წინააღმდეგ მოპოვებული ქულები იქნება.

ევროპის ჩემპიონატების განვლილმა სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ ჯგუფში 4 ქულის დაგროვება უდიდესი ალბათობით პლეი-ოფის საგზურის მოპოვებას ნიშნავს. მაგალითად, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე, პორტუგალიამ ჯგუფში სამივე მატჩი ფრედ დაასრულა და პლეი-ოფში გასვლა 3 ქულით შეძლო. ამის ალბათობას კი არსებული ჯგუფები უფრო მაღალს ხდიან.

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვების მოპოვების ყველაზე დიდი შანსი ჩეხეთთან აქვს – აი თურქეთთან ან პორტუგალიასთან ქულის აღების შემთხვევაში კი ისტორია დაიწერება და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გავალთ.

Betlive-ზე საქართველოს ნაკრების გამარჯვებებს საკმაოდ კარგი კოეფიციენტები აქვს. თურქეთთან, ჩვენი ნაკრების გამარჯვება 4.20 კოეფიციენტითაა შეფასებული. ჩეხეთის წინააღმდეგ, 4.00 კოეფიციენტი გვაქვს, ხოლო პორტუგალიასთან მოგება 9.50.

ბუდუ ზივზივაძის გოლები

Budu goal EURO 2024 - საინტერესო ფსონები საქართველოს ნაკრების პოზიციებზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდასხმას ბუდუ ზივზივაძე და გიორგი მიქაუტაძე ლიდერობენ. შესაბამისად, ამ ვარსკვლავების კარგ ფორმაში ყოფნა, წარმატებაზე პირდაპირ იმოქმედებს.

ზივზივაძეს „კარლსრუეში“ კარგი სეზონი ჰქონდა და ბუნდესლიგა 2-ის ეგიდით ჩატარებულ 30 მატჩში 12 გოლი გაიტანა. ქართველმა შემტევმა ევროპის ჩემპიონაის საკვალიფიკაციო ეტაპსა და ერთ ლიგის პლეი-ოფშიც დამაჯერებლად ითამაშა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე, ზივზივაძემ 8 მატჩში 3 გოლის გატანა და 1 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო. ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში, კი ლუქსემბურგს 2 უპასუხო გოლი გაუტანა და საქართველო ფინალში გაიყვანა.

Betlive-ზე შესაძლებლობა გაქვთ, რომ ზივზივაძის ინდივიდუალურ სტატისტიკაზე განათავსოთ ფსონი. სტატიის წერის მომენტში, პოზიციას, რომ ზივზივაძე ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე მინიმუმ 1 გოლს გაიტანს, 1.85 კოეფიციენტი აქვს. 2 გოლი 4.75 კოეფიციენტით ფასდება, ხოლო 3 გოლს 15.00 აქვს.

გიორგი მამარდაშვილის სეივები

Mamarda Saves EURO 2024 - საინტერესო ფსონები საქართველოს ნაკრების პოზიციებზე

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიასა“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ამ ყველაფერს ის ფენომენალური სტატისტიკაც ამყარებს, რომელიც მამარდაშვილმა საკლუბო და სანაკრებო დონეზე დააფიქსირა.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, მამარდაშვილი ტოპ მეკარეებს შორისაა და კარის მშრლად შენახვა 13-ჯერ შეძლო. სანაკრებო დონეზე კი ერთა ლიგის პლეი-ოფის 2 უმნიშვნელოვანეს მატჩში გოლი არ გაუშვა. გიორგი მამარდაშვილი პენალტების მოგერიებაშიც საკმაოდ ძლიერია და დიდწილად სწორედ მისმა ბრწყინვალე სეივებმა გვიხსნა საბერძნეთის წინააღმდეგ პენალტების სერიაში მოპოვებულ გამარჯვებაში.

Betlive-ზე გიორგი მამარდაშვილის სეივებზეც შეგიძლიათ ფსონის განთავსება. პოზიციას, რომ ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე მამარდაშვილი ბურთს 11.5-ზე მეტჯერ მოიგერიებს, 1.65 კოეფიციენტი აქვს. 12.5-ზე მეტი სეივი, 1.85-ით ფასდება, ხოლო 13.5-ზე მეტ სეივს 2.20 კოეფიციენტი აქვს.

საქართველოს ნაკრები ევროპაზე

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ჯგუფში მოუწევს თამაში, სადაც უპირობო აუტსაიდერი ნამდვილად არაა.

სადებიუტო მატჩი 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის წინააღმდეგ გაიმართება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

საქართველო ევროპაზეა და გვჯერა, რომ ამ ისტორიული მიღწევის ლოგიკური გაგრძელება ევროსარბიელზე წარმატებული თამაში იქნება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები დორტმუნდში, ჰამბურგსა და გელზენკირხენში ითამაშებს:

18 ივნისი, დორტმუნდი, თურქეთი Vs. საქართველო

22 ივნისი, ჰამბურგი, საქართველო Vs. ჩეხეთი

26 ივნისი, გელზენკირხენი, პორტუგალია Vs. საქართველო

ბეთორებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ფსონები განათავსონ. betlive მომხმარებლებს ფსონების მრავალფეროვან არჩევანსა და განსაკუთრებულ კოეფიციენტებს სთავაზობს და ასევე, ევროპის ჩემპიონატის მსვლელობის დროს, betlive-ზე არაერთი საინტერესო აქცია იგეგმება, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი.