EURO 2024-ის დაწყებამდე 2 კვირაზე ნაკლებია დარჩენილი. უპრესტიჟულესი ტურნირი 14 ივნისს აიღებს სტარტს და 14 ივლისის ჩათვლით, გერმანიაში გაიმართება, სადაც ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, კონტინენტის 24 საუკეთესო ნაკრები შეეცდება.

ევროპული სანაკრებო ფეხბურთის დღესასწაული 1 თვის განმავლობაში, გერმანიის 10 ქალაქში გაიმართება – ევროპის ჩემპიონატის მატჩებს ისეთი ქალაქები უმასპინძლებს, როგორიცაა: ბერლინი, მიუნხენი, დორტმუნდი, შტუტგარტი, გელზენკირხენი, ფრანკფურტი, ჰამბურგი, დიუსელდორფი, კიოლნი და ლაიპციგი.

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ძალთა თანაფარდობის შესახებ, ასევე გამოვავლინეთ ბუქმეიქერთა ფავორიტი ნაკრებები და განვლილი ევროპის ჩემპიონატების სტატისტიკებიც გავიხსენეთ. ამიტომ, სიმბოლურია, რომ იმ სუპერვარსკვლავებზეც მოგიყვეთ, რომლებიც ევრო 2024-ზე იასპარეზებენ – გულშემატკივრები ამ ფეხბურთელებისგან მაქსიმალურს ელიან და თვლიან, რომ კონკრეტული ნაკრების წარმატება დიდწილად მათ პერფორმანსზე იქნება დამოკიდებული.

ჰარი კეინი

Kane EURO 2024 - მოლოდინები წამყვან ფეხბურთელებზე

ინგლისის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატს კარგ ფორმაში, თუმცა, ტიტულებს მოწყურებული ხვდება. გასულ წელს კეინმა „ტოტენჰემი“ დატოვა და ტიტულების მოპოვების იმედად „ბაიერნს“ შეუერთდა.

კეინის ტრანსფერი წარმატებულად შეფასდა, როგორც კლუბისთვის – ასევე ფეხბურთელისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, „რეკორდმაისტერს“ კეინის „წყევლამ“ უწია – „ბაიერნმა“ 12-წლიანი დომინაციის შემდეგ, პირველად ვერ შეძლო ბუნდესლიგის მოგება, ჩემპიონთა ლიგას კი ½-ფინალურ ეტაპზე, „რეალთან“ მარცხით გამოეთიშა.

მართალია კეინმა ტიტულის მოპოვება კვლავ ვერ შეძლო, მაგრამ საკლუბო ასპარეზზე საკმაოდ შედეგიანი სეზონი ჰქონდა – ჰარი კეინმა ბუნდესლიგის 32 მატჩში 36 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. რაც შეეხება სანაკრებო სტატისტიკას – კეინმა „სამ ლომთან“ ერთად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლის გატანა შეძლო. ასე, რომ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ჰარი კეინი ინგლისის მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება, რომელიც ყველანაირად ეცდება რომ ევრო 2020-ის ფინალში მარცხი გამოასწოროს და ინგლისს ნანატრი ტიტულის მოპოვებაში დაეხმაროს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ევრო 2020-ზე ჰარი კეინმა 4 გოლი გაიტანა და „სამ ლომს“ „უემბლიზე“ გამართულ ფინალში გაუძღვა, სადაც იტალიასთან დამარცხდა.

რჩევა ბეთორებს, რომელიც ვფიქრობ, რომ წარმატებული ფსონების განთავსებაში დაგეხმარებათ – ჰარი კეინი ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა და ევრო 2024-ზეც “სამი ლომის” მთავარი შემტევი იქნება, ამიტომ განათავსეთ ფსონი მის მიეე გატანილი გოლების რაოდენობაზე.

კილიან მბაპე

Mbappe EURO 2024 - მოლოდინები წამყვან ფეხბურთელებზე

ვარსკვლავური შემადგენლობით დახუნძლული საფრანგეთის, მთავარ შემტევ ძალას კილიან მბაპე წარმოადგენს. ამ ყველაფერს ის ფენომენალური სტატისტიკა ამყარებს, რომელიც 25 წლის ფრანგმა დააფიქსირა, როგორც საკლუბო – ასევე სანაკრებო დონეზე.

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბომბარდირმა, მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 29 მატჩში 27 გოლის გატანა შეძლო. ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ 12 დაპირისპირებაში კი 8 გოლი გაიტანა. არანაკლებ შთამბეჭდავია ის ფენომენალური სტატისტიკა, რომელიც მბაპემ ნაკრების მაისურით დააფიქსირა – საკვალიფიკაციო ეტაპზე, მბაპემ 8 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

რთულია ასეთი დონის ვარსკვლავს ნაკლი მოუძებნო, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მბაპემ გასული ევროპის ჩემპიონატი ჩააგდო. ევრო 2020-ზე საფრანგეთმა კატასტროფულად იასპარეზა, კილიანმა კი 4 მატჩში გოლი ვერ გაიტანა და თავი მხოლოდ 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. საფრანგეთმა და მბაპემ ჩაგდებული ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოასწორეს, სადაც საფრანგეთმა ფინალში ასპარეზობა შეძლო, სადაც დრამატულ მატჩში ლეო მესის არგენტინასთან დამარცხდა – მბაპემ კი მუნდიალზე გამართულ 7 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

როგორც აღვნიშნეთ, მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატზე 8 გოლი გაიტანა და ვფიქრობთ, რომ ევრო 2024-ზეც კარგი სტატისტიკა ექნება, ამიტომ ბეთორებს ვურჩევთ, რომ კეინის მსგავსად, ფსონები კილიან მბაპეს გატანილ გოლებზეც განათავსონ.

ჯუდ ბელინგემი

Bellingham EURO 2024 - მოლოდინები წამყვან ფეხბურთელებზე

ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულად მზარდი ფეხბურთელი, რომელზეც ინგლისში დიდ იმედებს ამყარებენ. ჯუდ ბელინგემმა „დორტმუნდი“ დატოვა და მადრიდის „რეალს“ შეუერთდა, სადაც ლეგენდარული ზინედინ ზიდანის 5 ნომრიანი მაისური მოირგო.

თითქოს ისეთი საკულტო მოთამაშის ნომრის მორგებას, როგორიც ზიდანია, ბელინგემი წნეხში უნდა მოექცია, მაგრამ ყვეალფერი საპირისპიროდ მოხდა. ინგლისელი „რეალში“ კიდევ უფრო პროდუქტიულია, ვიდრე „დორტმუნდში“ და გულშემატკივრებს ფენომენალური ასპარეზობით ანებივრებს.

„რეალის“ მაისურით ჩატარებულ პირველივე სეზონში, ბელინგემმა ლა ლიგის 27 მატჩში, 19 გოლი გაიტანა და თანაგუნდელები 6 საგოლე გადაცემით მოამარაგა. ჩემპიონთა ლიგაზე, ჯუდმა 4 გოლის გატანა შეძლო და „სამეფო კლუბთან“ ერთად ფინალში ითამაშებს, სადაც თავის ყოფილ გუნდს – „დორტმუნს“ დაუპირისპირდება.

20 წლის ჯუდ ბელინგემის სანაკრებო კარიერა შედარებთ მოკრძალებულია და გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე, მას არც ევრო 2020-ზე უთამაშია.

ჯუდ ბელინგემი გასული სეზონის 5 საუკეთესო დრიბლერს შორის მოხვდა – ჩვენს გარშემო მრავლად არიან ბეთორები, რომლებსაც უყვართ განსხვავებულ პოზიციებზე ფსონების განთავსება. ვფიქრობთ, რომ შესრულებული დრიბლინგების რაოდენობით, ჯუდ ბელინგემი ევროპის ჩემპიონატზეც გამორჩეული მოთამაშე იქნება.

კრიშტიანუ რონალდუ

Ronaldo EURO 2024 - მოლოდინები წამყვან ფეხბურთელებზე

მრავალი წლის განმავლობაში, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი იბრძოდნენ. ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამართული დებატები დღემდე არ ცხრება და მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივრის აზრით, კრიშტიანუ რონალდუ პლანეტის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ინდივიდუალურ და საკლუბო სტატისტიკებსა და ჯილდოებზე საუბრით, თავს არ შეგაწყენთ, რადგან მასზე დაუსრულებლად შეგვიძლია ვისაუბროთ. მხოლოდ მიმდინარე სეზონის სტატისტიკას გაგაცნობთ და სანაკრებო პერიპეტიებს მიმოვიხილავთ.

2022/23 წლებში რონალდუმ ევროპული საკლუბო კარიერა დაასრულა და „ალ ნასრის“ შეუერთდა. არაბული კლუბის მაისურით, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 63 მატჩში, რონალდუმ 62 გოლი გაიტანა. ნაკრების მაისურით რონალდუმ ასევე ბრწყინვალე სტატისტიკა დააფიქსირა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებულ 9 მატჩში, რონალდუმ 10 გოლი გაიტანა.

კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების მაისურით ევროპის ჩემპიონატებზე ხუთჯერ ითამაშა და 14 გოლი გაიტანა. დიდი ალბათობით, პორტუგალიელისთვის ეს უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატი იქნება და რონალდუ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ნაკრებს ტრიუმფისკენ გაუძღვეს.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა უკანასკნელ 3 ევროპის ჩემპიონატზე მინიმუმ 3 გოლი გაიტანა (2012 – 3, 2016 – 3, 2020 -5) ვფიქრობთ, რონალდუს უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატიც შედეგიანი იქნება და მინიმუმ 3 გოლს გაიტანს.

კევინ დე ბრუინი

De Bruyne EURO 2024 - მოლოდინები წამყვან ფეხბურთელებზე

„მანჩესტერ სიტისა“ და ბელგიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარდაცვის მაესტრო – დე ბრუინე მოედანზე თავს ვირტუოზული მოქმედებებით იჩენს და ამ დიდებული პერფორმანსებით გულშემატკივართა გულებს იპყყრობს.

არაფერია იმაზე დიდებული და სასიამოვნო სანახაობა, ვიდრე მარტივი ფეხბურთი და ამ სიმარტივეს დე ბრუინე კიდევ უფრო ალამაზებს. ბელგიელის მთავარი კოზირი გატანილი გოლების სიმრავლე არაა, თუმცა არც ნაკლებობას უჩივის – მისი თამაშის მთავარი ხიბლი ნახევარდაცვაში დამაჯერებელი თამაში და ეფექტური საგოლე გადაცემების გაკეთებაა.

დე ბრუინე, რა თქმა უნდა, „მანჩესტერ სიტის“ უკავშირდება, მაგრამ არანაკლებ პროდუქტიული იყო „ვოლფსბურგში“. ამ ორი კლუბის მაისურით ჩატარებულ 308 მატჩში, კევინმა 81 გოლი გაიტანა და 138 საგოლე გადაცემა შეასრულა. დე ბრუინეს პირად აქტივს ასევე უნდა დავუმატოთ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ მატჩში გატანილი 21 გოლი და 30 ასისტი.

ბელგიის ნაკრების შემადგენლობაში დე ბრუინემ ევროპის ჩემპიონატზე ორჯერ ითამაშა. ჯამში 94 სანაკრებო მატჩში კი 26 გოლის გატანა და 33 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

უკვე აღვნიშნეთ, რომ კევინ დე ბრუინეს გოლების გატანაზე მეტად, თანაგუნდელების საგოლე გადაცემებით მომარაგება უყვარს – ამას ის გარემოებაც ადასტურებს, რომ ბელგიელმა ნაკრებში 33 ასისტი შეასრულა. Ბეთორებს ვურჩევთ, რომ ევრო 2024-ზე კევინ დე ბრუინეს ასისტებზე განათავსონ ფსონი.

ხვიჩა კვარაცხელია

Kvara1 EURO 2024 - მოლოდინები წამყვან ფეხბურთელებზე

ვარსკვლავი, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი ყველაზე მეტად აკვირდება და რომელმაც ქართული ფეხბურთის თამასა ევროპის მასშტაბით მნიშვნელოვნად ასწია. ხვიჩა კვარაცხელიამ უმოკლედ დროში შეძლო და გულშემატკივართა უდიდესი არმია შემოიკრიბა – ამის მთავარი მიზეზი კი „ნაპოლიში“ ჩატარებული ფენომენალური მატჩებია, რის შედეგადაც „პარტენოპეი“ სკუდეტოს ნანატრ ტიტულს დაეუფლა – კვარა კი სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს და ამ ყველაფერში კვარაცხელიას ლომის წილი მიუძღვის. შესაბამისად, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, გულშემატკივარი მისგან ყველაზე მეტს ელის.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ რიგებში 66 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 22 გოლი გაიტანა და თანაგუნდელები 16 საგოლე გადაცემით მოამარაგა. ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 17 მატჩში კი 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელიამ 24 თამაში ჩაატარა და 14 გოლთან ერთად, 5 ასისტიც გაიფორმა.

შესრულებული დრიბლინგების რაოდენობაში, Ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლისა” და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. Სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე, შესრულებული დრიბლინგების რაოდენობით, კვარა ყოველთვის მოწინავეთა შორისაა, ამიტომ გირჩევთ, რომ ბელინგემის მსგავსად, ფსონი კვარაცხელიას დრიბლინგებზეც განათავსოთ.

ლამინ იამალი

Lamine EURO 2024 - მოლოდინები წამყვან ფეხბურთელებზე

ჩვენს ჩამონათვალში ლამინ იამალი ყველაზე ახალგაზრდა ვარსკვლავია, რომელსაც გირჩევთ, რომ დააკვირდეთ. 16 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა „ბარსელონას“ ძირითად გუნდში თავი დაიმკვირდა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებშიც შეძლო თამაში.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ და მხოლოდ 16 წლისაა, ლამინ იამალი კატალონიური გრანდის ძირითად შემადგენლობას გაუშინაურდა. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, მან 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. ახალგაზრდა ვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგის 10 მატჩშიც მიიღო მონაწილეობა და მართალია გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ თანაგუნდელები 2 ასისტით მოამარაგა.

საკლუბო დონეზე ჩატარებული გასაოცარი მატჩების შედეგად, ლამინ იამალს „ფურია როხას“ მაისურის მორგების შანსიც მიეცა – იამალმა საკვალიფიკაციო ეტაპის 4 მატჩში, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. აღსაღნიშნავია ის ფაქტიც რომ, ლამინ იამალის სანაკრებო დებიუტი საქართველოს წინააღმდეგ შედგა და შეხვედრა გოლითაც დაამთავრა. 16 წლის იამალი ფურია როხას 2 საერთაშორისო ამხანაგურ მატჩშიც დაეხმარა, სადაც თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ლამინ იამალი რეკორდების დამყარებას განაგრძობს – ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ლა ლიგაში გოლის გატანა შეძლო და ვთვლით, რომ ასევე გახდება ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე შეძლებს გოლის გატანას.

ფლორიან ვირცი

Writz EURO 2024 - მოლოდინები წამყვან ფეხბურთელებზე

21 წლის ფლორიან ვირცი, „ლევერკუზენთან“ ერთად საოცნებო სეზონს ატარებს. ხაბი ალონსოს მეთაურობით, „ფარმაცევტებმა“ ევროპის საკლუბო რეკორდი დაამყარეს და 50 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ.

„ლევერკუზენმა“ „ბაიერნის“ ჰეგემონიას წერტილი დაუსვა და ბუნდესლიგა მოიგო – ამ ტრიუმფალური სვლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი 21 წლის ნახევარმცველი, ფლორიან ვირცია. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, ვირცმა 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლისა და 11 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

ევროტურნირებზე ვირცის სტატისტიკა არანაკლებ შთამბეჭდავია – ნახევარმცველმა ევროპა ლიგაზე გამართულ 32 დაპირისპირებაში 12 გოლი გაიტანა და 12 ასისტი შეასრულა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ვირცმა „ბუნდესტიმშიც“ შეძლო თავის დამკვიდრება. გერმანიის ნაკრების მაისურით გამართულ 16 შეხვედრაში, ფლორიანმა 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შესაძლოა ფლორიან ვირცი საჰაერო დუელებში დამაჯერებელი თამაშით არ გამოირჩევა, მაგრამ უნივერსალური შემტევი ნახევარმცველია, რომელსაც შეუძლია რომ ითამაშოს, როგორც მარცხენა – ასევე მარჯვენა ფრთაზე. Ვირცი მუდმივად არის მომართული შეტევის გამწვავებაზე და არც კარში დარტყმებს ერიდება, ამიტომ მის მიერ შესრულებულ დარტყმების რაოდენობაზე ფსონის განთავსება, საინტერესო ვარიანტად მიგვაჩნია.

მოლოდინები ევრო 2024-ზე

ევროპის ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატისა და მატჩების გაზრდილი რაოდენობის გამო, ტურნირზე გატანილი გოლების მატების ტენდენციაა და იმედი გვაქვს, რომ გამონაკლისი არც ევრო 2024 იქნება, სადაც საქართველო დებიუტანტის რანგში ითამაშებს. ეს კი სწორედ ის ვარსკვლავები არიან, რომელთაც ვფიქრობთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე თავი განსაკუთრებული სანახაობით უნდა გამოიჩინონ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები დორტმუნდში, ჰამბურგსა და გელზენკირხენში ითამაშებს:

18 ივნისი, დორტმუნდი, თურქეთი Vs. საქართველო

22 ივნისი, ჰამბურგი, საქართველო Vs. ჩეხეთი

26 ივნისი, გელზენკირხენი, პორტუგალია Vs. საქართველო

როგორც უკვე გითხარით ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, გერმანიის 10 ქალაქში გაიმართება. ტურნირზე 24 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ექვს 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდება.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ჯგუფში მოუწევს თამაში, სადაც უპირობო აუტსაიდერი ნამდვილად არაა.

სადებიუტო მატჩი 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის წინააღმდეგ გაიმართება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს. საქართველო ევროპაზეა და გვჯერა, რომ ამ ისტორიული მიღწევის ლოგიკური გაგრძელება ევროსარბიელზე წარმატებული თამაში იქნება.