EURO 2024-ის დაწყებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი. უპრესტიჟულესი ტურნირი 14 ივნისს აიღებს სტარტს და 14 ივლისის ჩათვლით, გერმანიაში გაიმართება, სადაც ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, კონტინენტის 24 საუკეთესო ნაკრები შეეცდება.

ევროპული სანაკრებო ფეხბურთის დღესასწაული 1 თვის განმავლობაში, გერმანიის 10 ქალაქში გაიმართება და ევროპის ჩემპიონატის მატჩებს ისეთი ქალაქები უმასპინძლებს, როგორიცაა: ბერლინი, მიუნხენი, დორტმუნდი, შტუტგარტი, გელზენკირხენი, ფრანკფურტი, ჰამბურგი, დიუსელდორფი, კიოლნი და ლაიპციგი.

ევროპის ჩემპიონატის მატჩები ისეთ საკულტო სტადიონებზე გაიმართება, როგორიცაა: „ალიანც არენა“, „სიგნალ იდუნა პარკი“, „ვოლფსპარკი“ და სხვ. სხვათაშორის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩს, ლეგენდარულ „სიგნალ იდუნა პარკზე“ გამართავს, რომელიც დორტმუნდის „ბორუსიას“ ეკუთვნის და მისი ტევადობა 65.849 გულშემატკივარს შეადგენს.

26 მარტს, “დინამო არენაზე” მოპოვებული გამარჯვების შედეგად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. “დინამო არენაზე” ქართული ფეხბურთის ისტორია დაიწერა, რაც საყოველთაო ზეიმით აღინიშნა. სრულიად საქართველო მოუთმენლად ელის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე თამაშს, სადაც ჩვენი ნაკრები F-ჯგუფში თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა სპორტულმა ტაბლოიდმა, ევრო 2024-ზე მონაწილე 24 ქვეყნის ძალთა თანაფარდობის შესახებ ანალიტიკური სტატია გამოაქვეყნა, სადაც ტურნირის მთავარ ფავორიტად საფრანგეთი დაასახელა. გასაკვირი არაა, რომ დებიუტანტი საქართველო რეიტინგის 24-ე ნომრადაა განთესილი, თუმცა, ეს მხოლოდ არაოფიციალური რეიტინგია და გვჯერა, რომ “ჯვაროსნები” ბრძოლის გარეშე არაფერს დათმობენ.

EURO 2024-ის ძალთა თანაფარდობა

მოდი შევხედოთ ძალათა თანაფარდობით გამორჩეულ ფავორიტებს და საქართველოს ჯუფის მეტოქეების პოზიციებს.

  • საფრანგეთი – 1
  • პორტუგალია – 2
  • ბელგია – 3
  • ინგლისი – 4
  • გერმანია – 5
  • ესპანეთი – 6
  • თურქეთი – 13
  • ჩეხეთი – 17
  • საქართველო – 24

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეტოქეები გაცილებით უკეთეს პოზიციაზე იმყოფებიან. ფავორიტი, რა თქმა უნდა, პორტუგალიაა, რომელიც რეიტინში მე-2 ადგილს იკავებს. თურქეთი მე-13 ნომრადაა განთესილი, ხოლო ჩეხეთი მე-17 პოზიციას იკავებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები დორტმუნდში, ჰამბურგსა და გელზენკირხენში ითამაშებს:
18 ივნისი, დორტმუნდი, თურქეთი Vs. საქართველო
22 ივნისი, ჰამბურგი, საქართველო Vs. ჩეხეთი
26 ივნისი, გელზენკირხენი, პორტუგალია Vs. საქართველო

როგორც გითხარით, ევროპის ჩემპიონატზე 24 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ექვს 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. მოდი შევხედოთ თითოეულ ჯგუფს, გამოვყოთ ფავორიტები და გავაანალიზოთ თუ რა შეიძლება მოხდეს მათგან თითოეულში.

ამ ყველაფრით ჩვენ შეგვეძლება ტურნირისთვის საწყისი ბეთების გაკეთება, ხოლო უფრო კომპლექსური ბეთების შესახებ, რომლებიც სტრატეგიას და დაკვირვებას მოითხოვს, შეიტყობ სტატიაში “რა უნდა ვიცოდეთ სპორტ ბეთინგზე“. დროა გამოავლინო შენი სპორტული ცოდნა

A ჯგუფი

A EURO 2024 - ჯგუფური ეტაპის მიმოხილვა

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ A-ჯგუფის უპირობო ფავორიტი, ტურნირის მასპინძელი გერმანიაა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 1996 წლის შემდეგ პირველად დაეუფლოს ევროპის ჩემპიონის ტიტულს.

გერმანიის ნაკრების ძირითად ძალას, გამოცდილი ვარსკვლავებისა და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგად დაბალანსებული ბირთვი წარმოადგენს. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში კი ამ ახალგაზრდა ვარსკვლავებისთვის დამატებითი მოტივაციის წყაროა.

იოზუა კიმიხი, ჯამალ მუსიალა, ფლორიან ვირცი – სწორედ ის ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან, რომლებმაც გერმანიის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანონ.

ქვეჯგუფში მეორე გამორჩეული მონაწილე შვეიცარიაა, რომელიც უკანასკნელ წლებში სტაბილურ და შეკრულ გუნდად ჩამოყალიბდა. გერმანიის მსგავსად, შვეიცარიის ძირითად შემადგენლობაშიც ვეტერანი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ნაზავია.

შვეიცარიას კვლავ გრანიტ ჰაკა უკაპიტნებს, რომელმაც ნაკრების მაისური 123 მატჩში მოირგო და ნაკრების ნახევარდაცვის მთავარი საყრდენია. განსაკუთრებით უნდა დავაკვირდეთ, მანუელ აკანჯის, ნოა ოკაფორსა და რუბენ ვარგასს. ასევე, არ დაგვავიწყდეს იან სომერი, რომელიც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

უნგრეთმა უკანასკნელ წლებში საგრძნობი პროგრესი განიცადა და ამხანაგურ მატჩებსა თ ერთა ლიგაზე, რამდენიმე ხმაურიანი გამარჯვებაც მოიპოვა. უნგრეთის სუპერვარსკვლავი მათი კაპიტანი – დომინიკ სობოშლაია, რომელიც „ლივერპულის“ ღირსებას იცავს და ფენომენალურ სეზონს ატარებს.

ჩვენი ვარაუდით, მეორე ადგილისთვის ბრძოლაში სწორედ შვეიცარიისა და უნგრეტის დაპირისპირებას ვიხილავთ.

შოტლანდია ქვეჯგუფის ანდერდოგია, თუმცა, რთულია აუტსაიდერად მოიხსენიო ნაკრები, რომლის ღირსებასაც ენდი რობერტსონი, სკოტ მაკტომინეი, კირან ტირნი და ჯონ მაკგინი იცავენ.

შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრები თავიდანვე აუტსაიდერად შერაცხეს, რაც შეიძლება ითქვას, რომ მათ სასიკეთოდ იმოქმედებს – შოტლანდიას ყველაზე ნაკლები წნეხი ექნება და აღნიშნულიდან გამომდინარე, მეტად თავისუფლად ითამაშებს.

ჩვენი რჩევა ბეთორებს:

  • გერმანია გახდება A-ჯგუფის გამარჯვებული
  • შვეიცარია გადალახავს ჯგუფურ ეტაპს

B ჯგუფი

B EURO 2024 - ჯგუფური ეტაპის მიმოხილვა

შეიძლება ვთქვათ, რომ ეს უდავოდ სიკვდილის ჯგუფია. ევროპის მოქმედი ჩემპიონის – იტალიისა და 3-გზის ჩემპიონის – ესპანეთის ერთ ჯგუფში ხილვა, ნამდვილად საინტერესოა. ასევე B-ჯგუფში ითამაშებს ხორვატია, რომელმაც ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. უპირობო აუტსაიდერი, რა თქმა უნდა, ალბანეთია.

იტალიის ვარსკვლავურ შემადგენლობაზე საუბარი შორს წაყგვიყვანს, მაგრამ შეგვიძლია გამოვარჩიოთ რამდენიმე მოთამაშე, რომლისგანაც განსაკუთრებულ სანახაობას ველით: ფედერიკო კიეზა, მანუელ ლოკატელი, ნიკოლო ბარელა, ალესანდრო ბასტონი და ფედერიკო დი მარკო ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ.

იგივე შეიძლება ითქვას ესპანეთზეც, რომლისგანაც გულშემატკივრები ყოველთვის მაქსიმუმს ელიან. „ფურია როხას“ განაცხადში რამდენიმე სუპერვარსკვლავს ვიხილავთ, თუმცა, გირჩევთ როდრის თამაშს დააკვირდეთ – „მანჩესტერ სიტისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარდაცვის მთავარ საყრდენს, რომელიც შეტევაშიც მწვავედ ერთვება.

ლუკა მოდრიჩი, მატეო კოვაჩიჩი და იოშკო გვარდიოლი ის ვარსკვლავები არიან, რომელთაც ხორვატიის შემადგენლობაში უნდა დავაკვირდეთ. 38 წლის მოდრიჩი განუწყვეტლივ ამტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და გულშემატკივარს ფენომენალური მოქმედებებით აკვირვებს.

ხორვატიისგან ყველაზე დიდ წინააღმდეგობას უნდა ველოდოთ. ალბანეთი კი გამოკვეთილი აუტსაიდერია, რომელსაც წილისყრაში ნამდვილად არ გაუმართლა. ალბანეთის შემადგენლობაში 2 საინტერესო მოთამაშეა, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ – „ლაციოს“ ელსედ ჰისაი და „ინტერის“ კრისტიან ასლანი, გუნდის გამორჩეული ფეხბურთელები არიან.

ჩვენი რჩევა ბეთორებს:

  • ესპანეთი გახდება B-ჯგუფის გამარჯვებული
  • იტალია გადალახავს ჯგუფურ ეტაპს

C ჯგუფი

C EURO 2024 - ჯგუფური ეტაპის მიმოხილვა

ქვეჯგუფის უპირობო ფავორიტი ინგლისის საფეხბურთო ნაკრებია. ვარსკვლავური შემადგენლობით დატვირთული „სამი ლომი“ ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტადაცაა მიჩნეული. ჯუდ ბელინგემი, ფილ ფოდენი, ჰარი კეინი ის ვარსკვლავები არიან, რომლებიც ინგლისს ტრიუმფისკენ გაუძღვებიან.

დანიას, სლოვენიასა და სერბეთს, ჯგუფიდან გასვლის თითქმის თანაბარი შანსი აქვთ, სადაც დანია მცირედი უპირატესობით სარგებლობს. იოაკიმ მაელე, ვიქტორ კრისტენსენი, კრისტიან ერიკსენი, პიერ-ემილ ჰოიბერგი და რასმუს ჰოილუნი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ.

სლოვენიის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი იან ობლაკია, რომელიც “ატლეტიკოს” კარის დარაჯია და ევროპის ტოპ მეკარეებს შორისაა. ასევე, დავაკვირდეთ ბენჯამინ სესკოს, რომელიც “ლაიფციგის” ღირსებას იცავს.

სერბეთს გამოცდილი დუშან ტადიჩი უკაპიტნებს, მის მხარდამხარ კი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, ლაზარ სამარჯიჩი და ლუკა იოვიჩი ითამაშებენ. ასევე, განსაკუტრებულ ინტერესს იწვევს ალექსანდარ მიტროვიჩის ხილვა.

ჩვენი რჩევა ბეთორებს

  • ინგლისი გახდება C-ჯგუფის გამარჯვებული
  • დანია გადალახავს ჯგუფურ ეტაპს

D ჯგუფი

D EURO 2024 - ჯგუფური ეტაპის მიმოხილვა

ქვეჯგუფის უპირობო ფავორიტი საფრანგეთია, რომელიც ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. კილიან მბაპე, ედუარდო კამავინგა, ტეო ერნანდესი, დაიო უპამეკანო, ბენჯამინ პავარი – საფრანგეთი სრულიად დამსახურებულად ითვლება ტურნირის მთავარ ფავორიტად.

ქვეჯგუფში ასევე ერთ-ერთ ფავორიტად ნიდერლანდები ითვლება, რომელიც მართალია საფრანგეთთან შედარებით ნაკლებადაა ვარსკვლავებით დახუნძლული, მაგრამ მის რიგებშიც რამდენიმე გამორჩეულ მოთამაშეს ვიხილავთ. დაცვის ბურჯი და ნაკრების კაპიტანი – ვირჯილ ვან დაიკი, ნათან აკესა და მატიის დე ლიხტთან ერთად, ბრწყინვალე ტანდემს ქმნის. შეტევაში კოდი გაკპოსგან დიდ ხიფათს უნდა ველოდოთ.

ავსტრიის შემადგენლობაში ასევე ვიხილავთ რამდენიმე გამორჩეულ მოთამაშეს, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ. შტეფან ლაინერი, კონრად ლაიმერი, მიხალ გრეგორიტში და მარსელ საბიტზერი ავსტრიის წარმატებულ ასპარეზობაში დიდ წვლილს შეიტანენ.

რობერტ ლევანდოვსკი პოლონელთა მთავარი შემტევი ძალაა, მის გვერდით კი პიოტრ ჟიელინსკი, იაკუბ კივიორი და კრიშტოფ პიატეკი ითამაშებენ. პოლონელთა კარს ვოიცეხ სჩესნი დაიცავს.

ჩვენი რჩევა ბეთორებს

  •  საფრანგეთი გახდება D-ჯგუფის გამარჯვებული და კილიან მბაპე ქვეჯგუფის ბომბარდირი
  • ნიდერლანდები გადალახავს ჯგუფურ ეტაპს

E ჯგუფი

E EURO 2024 - ჯგუფური ეტაპის მიმოხილვა

ქვეჯგუფის უპირობო ფავოტირი ბელგიის საფეხბურთო ნაკრებია. სლოვაკეთს, რუმინეთსა და უკრაინას, პლეი-ოფში გასვლის თანაბარი შანსი აქვთ და ამ გუნდებს შორის სანახაობრივი დაპირისპირებები გაიმართება.

ჩარლს დე კეტელაერი, ჯერემი დოკუ, ლოის ოპენდა, ლეანდრო ტროსარი, იანიკ კარასკო, რომელუ ლუკაკუ… ბელგიის ვარსკვლავურ შემადგენლობაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, თუმცა, ფეხბურთელი ,რომელსაც უნდა დავაკვირდეთ კევინ დე ბრუინეა. “მანჩესტერ სიტისა” და ბელგიის ნაკრების ვარსკვლავი გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

სტანისლავ ლობოტკა სლოვაკეთის ნაკრების ყველაზე სახელოვანი მოთამაშეა. ნაკრების ყველაზე გამოცდილი მოთამაშე კი პეტერ პეკარიკია, რომელმაც 124 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

რუმინეთი მეორე ადგილისთვის ბრძოლის მთავარი კანდიდატია. რადუ დრაგუშინი და იანის ჰაჯი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ და სწორედ ამ ორ ფეხბურთელს გამოვარჩევთ.

საქართველოს მსგავსად, ევროპის ჩემპიონატზე უკრაინაც პირველად ითამაშებს. არტემ დოვბიკი, რომან იარემჩუკი, მიხაილო მუდრიკი და რუსლან მალინოვსკი ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში უნდა დავაკვირდეთ.

ჩვენი რჩევა ბეთორებს

  • ბელგია გახდება E-ჯგუფის გამარჯვებული
  • უკრაინა გადალახავს ჯგუფურ ეტაპს

F ჯგუფი

F EURO 2024 - ჯგუფური ეტაპის მიმოხილვა

და აი დადგა იმ ჯგუფის დროც, რომელიც ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად აინტერესებს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე F-ჯგუფში იასპარეზებს.

ქვეჯგუფის ფავორიტი, რა თქმა უნდა, პორტუგალიაა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ანდერდოგადაა მიჩნეული, გვჯერა, რომ ჩვენი ნაკრები ყველა მატჩში იბრძოლებს და დიდი გამარჯვებით გაგვახარებს.

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია გაუძღვება, რომლის მხარდამხარ გიორგი მიქაუტაძეს, ბუდუ ძივძივაძესა და გიორგი ქოჩორაშვილს გამოვარჩევთ. კარის მშრალად შენახვაზე კი გიორგი მამარდაშვილი იზრუნებს.

პორტუგალიის ვარსკვლავური შემადგენლობიდან, რამდენიმე მოთამაშის გამორჩევა შეიძლება, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ. ფოკუსირებას კრიშტიანუ რონალდუზე, დიოგუ ჟოტაზე, რაფაელ ლეაოსა და ბერნარდო სილვაზე მოვახდენთ – ყველაზე დიდ ხიფათს სწორედ ამ ვარსკვლავებისგან უნდა ველოდოთ.

თურქები არდა გიულერზე დიდ იმედებს ამყარებენ, თუმცა, ის ერთადერთი არაა, რომელსაც დიდი საფრთხის მოტანა შეუძლია – იუნუს აკგუნი, ჰაკან ჩალჰანოღლუ და ქენან იილდიზი ასევე გამორჩეული მოთამაშეები არიან.

ჩეხეთის მთავარი ვარსკვლავი პატრიკ შიკია, რომელიც “ლევერკუზენთან” ერთად ბრწყინვალე სეზოსნ ატარებს. ტომას სუჩეკი, ანტონინ ბარაკი, დავიდ ჯურაშეკი და ონდრეი ლინგრი ასევე გამორჩეული ფეხბურთელები არიან.

ჩვენი რჩევა ბეთორებს:

  • პორტუგალია გახდება F-ჯგუფის გამარჯვებული
  • საქართველო გადალახავს ჯგუფურ ეტაპს