EURO 2024-ის დაწყებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი. უპრესტიჟულესი ტურნირი 14 ივნისს აიღებს სტარტს და 14 ივლისის ჩათვლით, გერმანიაში გაიმართება, სადაც ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, კონტინენტის 24 საუკეთესო ნაკრები შეეცდება.

ევროპული სანაკრებო ფეხბურთის დღესასწაული 1 თვის განმავლობაში, გერმანიის 10 ქალაქში გაიმართება და ევროპის ჩემპიონატის მატჩებს ისეთი ქალაქები უმასპინძლებს, როგორიცაა: ბერლინი, მიუნხენი, დორტმუნდი, შტუტგარტი, გელზენკირხენი, ფრანკფურტი, ჰამბურგი, დიუსელდორფი, კიოლნი და ლაიპციგი. ევრო 2024-ის მატჩები ისეთ საკულტო სტადიონებზე გაიმართება, როგორიცაა: „ალიანც არენა“, „სიგნალ იდუნა პარკი“, „ვოლფსპარკი“ და სხვ. 

Ფეხბურთი დღეს საოცრად არაპროგნოზირებადია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე 24 ქვეყნის ძალთა თანაფარდობა ცნობილია – მართალია არაოფიციალური რეიტინგია და შესაძლოა მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდეს, თუმცა, ბუქმეიქერებმა მთავარი ფავორიტები გამოავლინეს.

ინგლისი

England EURO 2024 - ბუქმეიქერების ფავორიტები

ბუქმეიქერების აზრით ევრო 2024-ის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ინგლისის საფეხბურთო ნაკრებია, რომელიც C-ჯგუფში დანიის სლოვენიისა და სერბეთის წინააღმდეგ იასპარეზებს. როგორც აღვნიშნეთ, „სამი ლომი“ ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტადაცაა მიჩნეული. ჯუდ ბელინგემი, ფილ ფოდენი, ჰარი კეინი და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი კი ის ვარსკვლავები არიან, რომლებიც ინგლისს ტრიუმფისკენ გაუძღვებიან.

ინგლისის საფეხბურთო ნაკრებს გარეთ საუთგეიტი წვრთნის – ახალგაზრდა ინგლისელმა სპეციალისტმა ნაკრები ახალ სიმაღლეზე აიყვანა და სანახაობრივ ფეხბურთს ათამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისს ევროპის ჩემპიონატი არასდროს მოუგია, უკანასკნელ წლებში ერთ-ერთ დომინანტ ძალად ჩამოყალიბდა. „სამ ლომს“ დასახულ მიზნამდე მხოლოდ 1 ნაბიჯი დააკლა, როდესაც 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში, იტალიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

ახალგაზრდა ვარსკვლავებითა და გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ინგლისის საფეხბურთო ნაკრები ტიტულისკენ აუცილებლად გაიწევს, თუმცა, არანაკლებ ვარსკვლავური შემადგენლობით დაკომპლექტებული მეტოქეების ბარიერის დაძლევა მოუწევს.

საფრანგეთი

France EURO 2024 - ბუქმეიქერების ფავორიტები

Ფეხბურთი დღეს ფრანგების თამაშად ითვლება და ამას ლოგიკური ახსნაც აქვს. ბუქმეიქერების აზრით „ლე ბლე“ არამხოლოდ ქვეჯგუფის – არამედ ტურნირის მთავარი ფავორიტია. ამ სტატუსს ის ფენომენალური სტატისტიკაც ამყარებს, რომელიც საფრანგეთმა გასულ ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატებზე დააფიქსირა.

ფრანგების განვლილ გზასა და დიდებაზე ბევრი საუბრით თავს არ მოგაწყენთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ დიდიე დეშამმა დიდებული ბირთვი შეკრა, რომლის ავანგარდშიც კილიან მბაპეა. ევრო 2024-ზე საფრანგეთი D-ჯგუფში ავსტრიის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

კილიან მბაპე, ედუარდო კამავინგა, ტეო ერნანდესი, დაიო უპამეკანო, ბენჯამინ პავარი – ეს იმ ფენომენალური შემადგენლობის მინიმალური ჩამონათვალია, რის გამოც საფრანგეთი სრულიად დამსახურებულად ითვლება ტურნირის მთავარ ფავორიტად.ქვეჯგუფში ასევე ერთ-ერთ ფავორიტად ნიდერლანდები ითვლება, რომელიც მართალია საფრანგეთთან შედარებით ნაკლებათაა ვარსკვლავებით დახუნძლული, მაგრამ მის რიგებშიც რამდენიმე გამორჩეულ მოთამაშეს ვიხილავთ. დაცვის ბურჯი და ნაკრების კაპიტანი – ვირჯილ ვან დაიკი, ნათან აკესა და მატიის დე ლიხტთან ერთად, ბრწყინვალე ტანდემს ქმნის და სწორედ მათ უნდა გაანეიტრალონ ფრანგების მასირებული შეტევები.

გერმანია

Germany EURO 2024 - ბუქმეიქერების ფავორიტები

რთულია ისაუბრო ევროპის ჩემპიონატის ფავორიტებზე და გვერდი აუარო გერმანიას, რომელსაც დამატებით მოტივაციას ის გარემოება სძენს, რომ ევრო 2024-ის მასპინძელია. „ბუნდესთიმი“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 1996 წლის შემდეგ პირველად დაეუფლოს ევროპის ჩემპიონის ტიტულს.

გერმანია A-ჯგუფში შოტლანდიის, უნგრეთისა და შვეიცარიის წინააღმდეგ ითამაშებს. გერმანიის ნაკრების ძირითად ძალას, გამოცდილი ვარსკვლავებისა და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგად დაბალანსებული ბირთვი წარმოადგენს. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში კი ამ ახალგაზრდა ვარსკვლავებისთვის დამატებითი მოტივაციის წყაროა.

იოზუა კიმიხი, ჯამალ მუსიალა, ფლორიან ვირცი – სწორედ ის ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან, რომლებმაც გერმანიის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანონ. ქვეჯგუფში მეორე გამორჩეული მონაწილე შვეიცარიაა, რომელიც ჩვენი ვარაუდით, გერმანიისთვის ყველაზე უხერხული მეტოქე იქნება.

ესპანეთი

Spain EURO 2024 - ბუქმეიქერების ფავორიტები

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხულ ესპანეთს, სიკვდილის ჯგუფში მოუწევს ასპარეზობა. „ფურია როხა“ B-ჯგუფში იტალიის, ხორვატიისა და ალბანეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

ევროპის მოქმედი ჩემპიონის – იტალიისა და 3-გზის ჩემპიონის – ესპანეთის ერთ ჯგუფში ხილვა, ნამდვილად საინტერესოა. ასევე B-ჯგუფში ითამაშებს ხორვატია, რომელმაც ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

ესპანეთისგან გულშემატკივრები ყოველთვის მაქსიმუმს ელიან. „ფურია როხას“ განაცხადში რამდენიმე სუპერვარსკვლავს ვიხილავთ, თუმცა, გირჩევთ როდრის თამაშს დააკვირდეთ – „მანჩესტერ სიტისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარდაცვის მთავარ საყრდენს, რომელიც შეტევაშიც მწვავედ ერთვება.

პორტუგალია

Portugal EURO 2024 - ბუქმეიქერების ფავორიტები

კრიშტიანუ რონალდუ არაა ერთადერთი საფრთხე, რომელსაც მეტოქეები პორტუგალიისგან უნდა ელოდნენ. პორტუგალიის ვარსკვლავური შემადგენლობიდან, რამდენიმე მოთამაშის გამორჩევა შეიძლება, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ. ფოკუსირებას კრიშტიანუ რონალდუზე, დიოგუ ჟოტაზე, რაფაელ ლეაოსა და ბერნარდო სილვაზე მოვახდენთ – ყველაზე დიდ ხიფათს სწორედ ამ ვარსკვლავებისგან უნდა ველოდოთ.

ასეთი ვარსკვლავებით დაკომპლექტებული ნაკრები, რა თქმა უნდა, დიდ საფრთხეს წარმოადგენს და ფავორიტთა შორის ღირსეულ ადგილს იკავებს.

ქართველი გულშემატკივრისთვის კი განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ პორტუგალია F-ჯგუფში საქართველოს, თურქეთისა და ჩეხეთის წინააღმდეგ ითამაშებს. ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული დაპირისპირება 26 ივნისს, გელზენკირხენში გაიმართება.

ევრო 2024-ის ანდერდოგები

Როგორც გითხარით, ფეხბურთი დღეს საოცრად არაპროგნოზირებადია და ტურნირის მთავარ ფავორიტებზე საუბრის შემდეგ, „დარქ ჰორსებსაც“ ვერ ავუვლით გვერდს. ევრო 2024-ს რამდენიმე „ანდერდოგი“ ჰყავს, რომლისგანაც განსაკუთრებულ საფრთხესა და ხმაურიან გამარჯვებას უნდა ველოდოთ. სწორედ მსგავსი ნაკრებები იქნებიან ყველაზე საინტერესო ბეთორებისთვის. ანდერდოგები გამორჩეული იქნებიან ბეთინგისთვის, ვინაიდან მათ მაღალი კოეფიციენტები ექნებათ, მაგრამ ასევე ექნებათ რეალური შანსი ფავორიტების დამარცხების.

ასეთ ნაკრებებზე საუბრისას პირველ რიგში ხორვატია გვახსენდება. ლუკა მოდრიჩი, მატეო კოვაჩიჩი და იოშკო გვარდიოლი ის ვარსკვლავები არიან, რომელთაც ხორვატიის შემადგენლობაში უნდა დავაკვირდეთ. 38 წლის მოდრიჩი განუწყვეტლივ ამტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და გულშემატკივარს ფენომენალური მოქმედებებით აკვირვებს.

არ დაგვავიწყდეს ბელგიის საფეხბურთო ნაკრებიც, რომელიც ვარსკვლავური შემადგენლობითაა დაკომპლექტებული. ჩარლს დე კეტელაერი, ჯერემი დოკუ, ლოის ოპენდა, ლეანდრო ტროსარი, იანიკ კარასკო, რომელუ ლუკაკუ… ბელგიის ვარსკვლავურ შემადგენლობაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, თუმცა, ფეხბურთელი, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ კევინ დე ბრუინეა. “მანჩესტერ სიტისა” და ბელგიის ნაკრების ვარსკვლავი გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

და ბოლოს – გვერდს ვერ ავუვლით საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, რომელიც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ჯგუფში მოუწევს თამაში, სადაც უპირობო აუტსაიდერი ნამდვილად არაა.

სადებიუტო მატჩი 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის წინააღმდეგ გაიმართება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთები 15 ივნისს, UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გაიყიდა, თუმცა, მათ ვინც ბილეთის შეძენა ვერ შეძლო, მორიგი შანსი მაისის თვეში მიეცემა, როდესაც ოფიციალურ პორტალზე „რისეილის“ ფანჯარა გაიხსნება.

საქართველო ევროპაზეა და გვჯერა, რომ ამ ისტორიული მიღწევის ლოგიკური გაგრძელება ევროსარბიელზე წარმატებული თამაში იქნება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები დორტმუნდში, ჰამბურგსა და გელზენკირხენში ითამაშებს:

18 ივნისი, დორტმუნდი, თურქეთი Vs. საქართველო

22 ივნისი, ჰამბურგი, საქართველო Vs. ჩეხეთი

26 ივნისი, გელზენკირხენი, პორტუგალია Vs. საქართველო

ბეთორებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ფსონები განათავსონ. betlive მომხმარებლებს ფსონების მრავალფეროვან არჩევანსა და განსაკუთრებულ კოეფიციენტებს სთავაზობს და ასევე, ევროპის ჩემპიონატის მსვლელობის დროს, betlive-ზე არაერთი საინტერესო აქცია იგეგმება, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი.