ფეხბურთი საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. სწორედ ამ სიყვარულის სიძლიერეს ასახავს betlive Master League-ის მასშტაბურობა. ეს ჩემპიონატი შთამბეჭდავი პლატფორმაა ფეხბურთის ენთუზიასტებისთვის და ყოველთვის სიხარულით ეგებება პროფესიონალ თუ მოყვარულ სპორტსმენებს. betlive Master League-ში საქართველოს ეროვნული ნაკრების არაერთი ყოფილი ფეხბურთელი ასპარეზობს: ლევან მჭედლიძე, ალექსანდრე იაშვილი, კახა კალაძე, ჯანო ანანიძე, გოგიტა გოგუა, გიორგი ნავალოვსკი და ა.შ

ტურნირის საზღვრების და მასშტაბურობის ზრდა განასხვავებს betlive Master League-ს სხვა პროექტებისგან. ჩემპიონატში ამჟამად 392 გუნდი მონაწილეობს, ყველა მუნიციპალიტეტს საკუთარი ტურნირი აქვს. რეგიონების მიხედვით კი, ჩემპიონატი ორ ძირითად მიმართულებად, აღმოსავლეთ და დასავლეთ betlive Master League-ებად იყოფა. თბილისში კი 3 სხვადასხვა რანგის ლიგა არსებობს. ამ ტურნირისადმი მაღალი ინტერესის არსებობას ხაზს უსვამს გუნდები, რომლებიც betlive Master League-ში იღებენ მონაწილეობას, მაგალითად: betlive, GFF, თბილისის მერია, Crystalbet, Setanta, და სხვ.
betlive Master league ენით აღუწერელი შესაძლებლობაა ახალგაზრდა ტალანტებისთვის, რომლებიც ცხოვრებაში პროფესიონალური სპორტის ნაკლებობას განიცდიან და ამასთანავე, წარმოადგენს ბრწყინვალე პლატფორმას ყოფილი ფეხბურთელებისთვის ვეტერანობის პერიოდში სპორტული ჟინის, სულისკვეთებისა და თავდადების გამოსახატავად.
სულ რამდენიმე ხნის წინ betlive Master League-ის ამბასადორები საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრები, ზურა ხიზანიშვილი და გიორგი დემეტრაძე გახდნენ. ეს კოლაბორაცია დიდ როლს ითამაშებს როგორც პროექტისთვის, ასევე საზოგადოებაში ფეხბურთის სიყვარულის მეტად გასაღვივებლად. ქართული ფეხბურთის გამორჩეული ფიგურები ტურნირის პოპულარიზაციას და მასში უფრო მეტი ადამიანის ჩართვას შეუწყობენ ხელს, რის მთავარ მიზანსაც ფეხბურთის მასობრიობა წარმოადგენს. მათი betlive Master League-ის პროექტში ჩართვა არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ პრაქტიკული ნაბიჯია თბილისსა და რეგიონებში საფეხბურთო კულტურის უფრო მკვეთრად დასანერგად.
2023 წლის 18-19 დეკემბერს, კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ betlive Master League Cup გაიმართა, სადაც მონაწილეობა ყველა ლიგას შორის გამოვლენილმა 8 საუკეთესო გუნდმა მიიღო.
სხვადასხვა ლიგების გამარჯვებულებმა, ფეხბურთის ლეგენდებმა, გამორჩეულმა საფეხბურთო ფიგურებმა და ახალგაზრდა ტალანტებმა, ამ ორი დღის განმავლობაში ერთ სივრცეში მოიყარეს თავი და გულშემატკივრებს ულამაზესი სანახაობა აჩუქეს. ტურნირის გამარჯვებული თბილისის ბრიჯი გახდა. მათ ფინალურ შეხვედრაში, ძალიან დაძაბულ და მძიმე თამაშში, „ბულეთების სერიის“ მეშვეობით დაამარცხეს თბილისის მერია და ყველა გუნდისთვის სასურველ თასს დაეუფლნენ.

betlive Master League-ის თასთან ერთად, კაჭრეთში საგამოფენო შეხვედრაც ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები betlive Master League-ის მეგობრებს დაუპირისპირდნენ. გამარჯვება უხვგოლიან და საინტერესო შეხვედრაში ვარსკვლავებს დარჩათ.
betlive.com პროექტის ფარგლებში ფართო სპორტულ ეკოსისტემას ქმნის და ხელს უწყობს სპორტსმენების განვითარებას და ქართული სამოყვარულო ფეხბურთის გლობალურ ასპარეზზე გამოჩენას.
მასშტაბურობით, გავლენიანი ამბასადორებით, ორგანიზებული ჩემპიონატით – betlive Master League ტურნირია, რომელიც აყალიბებს ქართული სამოყვარულო ფეხბურთის ლანდშაფტს და ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულ საზოგადოებას აერთიანებს.