betlive-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული სპორტის აქტიური მხარდაჭერა კომპანიის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. პროფესიონალური სპორტის მხარდაჭერის პარალელურად, betlive-მა ამჯერად გამორჩეულ ქართველ სპორტსმენს – გიორგი მამარდაშვილს გაუკეთა საჩუქარი და “ვალენსიასა” და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარეს, საჩუქრად BMW M4 Competition გადასცა.

betlive-მა გიორგი მამარდაშვილს სიურპრიზი მოუწყო და გერმანული ავტომწარმოებლის ამ გამორჩეული სპორტული მოდელით, კომპანიაში სტუმრობის დროს დაასაჩუქრა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზა. სადებიუტო ტურნირზე საქართველომ ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან ჯგუფში ბრწყინვალედ იასპარეზა, რის შემდეგაც, პლეი-ოფის საგზური მოიპოვა, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდა.

betlive, როგორც ქართული სპორტის მხარდამჭერი და თავისი მარკეტინგული კამპანია “გვჯერა” დასაწყისიდანვე ამ სანატრელი მოგზაურობის განუყოფელი ნაწილი იყო. კამპანია “გვჯერა” არის თავდაჯერებისა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შესაძლებლობების რწმენის ნათელი გამოხატულება. კამპანიის გზავნილი მარტივი და მკაფიოა: “გვჯერა ჩვენი ნაკრების, გვჯერა ჩვენი ოცნების ახდენის”. ფაქტია, “გვჯერას” იდეამ გაამართლა – “ჯვაროსნებმა” ევროპაზე დიდებულად ითამაშეს და ქვეყანამ, დიდმა თუ პატარამ, გამარჯვება ერთად იზეიმა.

mamarda Video: რა აჩუქა betlive-მა გიორგი მამარდაშვილს

სადებიუტო და ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატების ერთ-ერთი მთავარი გმირი კი სწორედ გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელმაც მოგერიებული ბურთების რაოდენობით კონკურენტები დაჩრდილა და მსოფლიოს სპორტული მედია აალაპარაკა. გიორგი მამარდაშვილმა ევროპის ჩემპიონატის 4 შეხვედრაში 29 ბურთი მოიგერია, რაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯერ კიდევ საუკეთესო მაჩვენებელია.  ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიასა“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერად იქცა და ამ ყველაფერს ის გასაოცარი სტატისტიკაც ამყარებს, რომელიც მამარდაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე დააფიქსირა, თუმცა გვჯერა, მთავარი გამარჯვება წინაა.

“გვჯერა” მეტია, ვიდრე უბრალოდ მარკეტინგული კამპანია. ის გვახსენებს, რომ ერთობლივ რწმენას, გვერდში დგომასა და მხარდაჭერას ოცნებების რეალობად ქცევა შეუძლია. გვჯერა, მთავარი გამარჯვება წინაა.