1997 წლის 9 დეკემბერს, ბორჯომის შუაგულში, ერთი ძალიან მტკიცე და მებრძოლი სული დაიბადა. ამირან გოგოლაძე არ არის უბრალოდ შერეული საბრძოლო ხელოვნების ოსტატი. ის ურყევი სულისა და სამშობლოსადმი უსაზღვრო თავდადების სიმბოლოა და ყოველდღე, გაღვიძებიდან დაძინებამდე ოჯახისა და საქართველოს სიყვარულთან ერთად, ერთი უზარმაზარი ამერიკული ოცნებით ცხოვრობს. სწორედ UFC-ში ბრძოლის სურვილი აძლევს საჭირო მოტივაციას გაანადგუროს ოპონენტები და ყოველ ჯერზე სამშობლოში ამაყად, ქართული დროშით შემოსილი დაბრუნდეს.
ამირანის, როგორც პროფესიონალი სპორტსმენის კარიერის ფორმირება ახალციხეში დაიწყო, სადაც 23 წლამდე ცხოვრობდა. სწორედ აქ გაჩნდა მისი ვნება შერეული საბრძოლო ხელოვნებისადმი და დაადგა გზას, რომელიც გვჯერა, საქართველოს სპორტის ისტორიაში დიდი და მკაფიო ასოებით ამოიტვიფრება. 2021 წელს ამირანი თბილისში გადაცხოვრდა. ამ ნაბიჯით ქართველმა „სნაიპერმა“ განაცხადა – მე ვარ ამირან გოგოლაძე, ქართველი მებრძოლი, რომელიც ჯერ საკუთარი უნარების გაბასრებას, შემდეგ კი MMA სამყაროში დიდების მოპოვებას გეგმავს.

ამირანის კარიერა შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში 2014 წელს დაიწყო. პირველი საერთაშორისო ბრძოლის ტრიუმფით დასრულების შემდეგ „სნაიპერმა“ საერთაშორისო სამოყვარულო ტურნირზე 8 ორთაბრძოლა გამართა და რვავეში გამარჯვება იზეიმა.
2016 წელს გრეპლინგის საერთაშორისო ტურნირისა და უშუ სანდას ტურნირის ჩემპიონობით ქართველმა თავი MMA სამყაროში საფუძვლიანად დაიმკვიდრა.
„სნაიპერის“ პირველი პროფესიონალური ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდია მისი კარიერიდან. 2017 წელს, ორგანიზაცია WFL-ში მეტოქე ვანგ ჰენგი 57 წამში, მოტეხილი ხელით დაანოკაუტა. ჩინელთან ბრძოლისას გამოჩენილი ამტანობა და მიზანდასახულობა იმ შეუპოვარი სულის გამოძახილია, რომელიც ქართველს მტკივნეულ ეპიზოდებში დანებების უფლებას არ აძლევს ხოლმე.
ამის შემდეგ, ამირანი ორგანიზაცია M-1 Global-ში გადაბარგდა, სადაც ერთი წლის განმავლობაში 4 ბრძოლა გამართა და ყველაში იმარჯვა. 2018 წლის ნოემბერში კი მან MMA სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ნოკაუტი შესთავაზა – ამირანმა ფინელი მებრძოლი იუჰო ვალამაა 10 წამში დააფინიშა და ორგანიზაციას ყველაზე სწრაფი ნოკაუტის შემოქმედად შემორჩა.

2022 წლის 23 აგვისტოს ქართველმა დენა უაითის კონტენდერ სერიაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. სასწორზე პრაქტიკულად, UFC-ის საგზური იდო. მაგრამ სამყაროში, განსკუთრებულად კი სპორტში, ყველაფერი არ მიდის ისე, როგორც გეგმავ…
მაშინ, როდესაც ამირანს ოცნების ასასრულებლად მხოლოდ დარიუს ფლაუერსის დამარცხებაღა სჭირდებოდა, სრულიად მოულოდნელად ხელი ამოუვარდა და ბრძოლიდან ჩახსნა მოუწია.
ცხადია, ყველა მოგზაურობას თან სდევს უსიამოვნო ეპიზოდები – მნიშვნელოვან ბრძოლაში განცდილი მარცხი მებრძოლების ფსიქოლოგიისთვის განსაკუთრებულად დამაზიანებელი აღმოჩნდება ხოლმე, მაგრამ მარცხთან გამკლავება, მისგან გაკვეთილის მიღება და უკეთეს მებრძოლად ჩამოყალიბება მხოლოდ ძლიერების ხვედრია. მენტალურად ძლიერი სპორტსმენები კი ტკივილთან ერთად უფრო მტკიცე ფოლადად იწრთობიან ხოლმე.
ზუსტად ასეთი მტკიცე ფოლადი აღმოჩნდა ამირან გოგოლაძეც, რომელსაც არცერთი წამით უფიქრია უკან დახევაზე – პირიქით, რამდენიმე თვეში MMA სამყაროს ასმაგად მოტივირებული, მიზანდასახული და გამანადგურებელი დაუბრუნდა.

2023 წელს ამირანმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ და პერსპექტიულ ორგანიზაციასთან, OKTAGON MMA-სთან გააფორმა კონტრაქტი. ჩაატარა 2 ბრძოლა და ორივეში დომინანტური პერფორმანსით, უბრალოდ დაჯაბნა ჯერ ბრიტანელი, შემდეგ კი პოლონელი მეტოქეები.
ლუკაშ სივიეცის დამარცხების შემდეგ „სნაიპერი“ სასროლ რადიუსზე მიუახლოვდა OKTAGON MMA-ის ქვესაშუალო წონის სატიტულო ბრძოლას და ინტერვიუში ვაკანტურ ქამარზე ასპარეზობის სურვილიც დააფიქსირა.
ჯერ კონკრეტულად არავინ იცის რას უმზადებს MMA სამყარო ქართველ მებრძოლს და რა მოხდება უახლოეს მომავალში. ერთი რამ კი ცხადია, ამირან გოგოლაძე UFC-ის დონის მებრძოლია და გვჯერა, ძალიან მალე კიდევ ერთი ქართველი ააფრიალებს ხუთჯვრიან დროშას მსოფლიოს ყველაზე პოპულარული MMA ორგანიზაციის ოქტაგონზე.
UFC – მოემზადე, „სნაიპერი“ სანადიროდ მოდის!

ამირან გოგოლაძე betlive.com-ის ამბასადორთა რიგებს 2023 წელს შემოუერთდა და ამ ამპლუაში 2/2 გამარჯვებაც მოიპოვა. OKTAGON MMA-ის 2 სხვადასხვა ღონისძიებაზე ჯერ ბრიტანელი, შემდეგ კი პოლონელი მეტოქეები უდაო დომინაციით, მსაჯების გადაწყვეტილებებით დაამარცხა.
