
Adjarabet ონლაინ გემბლინგის ქართული კომპანიაა, რომელიც 1998 წელს დაარსდა. დაარსებიდან დღემდე აჭარაბეთს ბაზარზე წამყვანი ადგილი უკავია. აღსანიშნავია, რომ, საქართველოს გარდა, ოფისი აქვს სომხეთშიც.
კომპანია ეტაპობრივად ვითარდებოდა. 2016 წელს WSOP-თან თანამშრომლობის შედეგად აჭარაბეთმა თბილისში WSOP Circuit Georgia ჩაატარა. რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ლაივ პოკერის ღონისძიება 3-6 მარტს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა. 2017 წელს WSOP Circuit Events-თან დადებული სამწლიანი კონტრაქტის მიხედვით, აჭარაბეთი გახდა მათი წარმომადგენელი რეგიონში.
2017 წელს აჭარაბეთი საერთაშორისო გემბლინგ კომპანიების პრესტიჟული დაჯილდოების SBC Awards-ის ფინალისტებს შორის მოხვდა კატეგორიაში „სპორტბეთინგის ამომავალი ვარსკვლავი“. 2019 წლის თებერვალში, ირლანდიურ-ამერიკულმა კომპანია Flutter Entertainment-მა აჭარაბეთის 51% შეიძინა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ აჭარაბეთის მობილურ აპლიკაციაში შენი მოგება უსასრულოდ იზრდება კოსმოსში.
ამ სტატიაში დეტალურად მოგიყვებით აჭარაბეთზე, გაგაცნობთ მათ პროდუქტებს, აქციებსა და სხვა საინტერესო ამბებს, რომლებიც ამ კომპანიაზე უნდა იცოდე.
აჭარაბეთი მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობს. მათ შორისაა, სლოტები, კაზინო, პოკერი, მინი თამაშები, სამაგიდო თამაშები და, რა თქმა უნდა, სპორტი. ახლა კი დეტალურად განვიხილოთ თითოეული.
Adjarabet-ზე 30-ზე მეტი პროვაიდერის უამრავი თამაშია ხელმისაწვდომი. პოპულარულ პროვაიდერებს შორისაა EGT Interactive, EGT Digital, Pragmatic Play, Amatic, Pateplay და მრავალი სხვა.
adjarabet slotebi ნებისმიერი გემოვნების მოთამაშეზეა მორგებული და მრავალფეროვან ფუნქციონალებს შეხვდები. აჭარაბეთზე ხელმისაწვდომია, როგორც კლასიკური, ისე ბონუსის ყიდვის, VIP Bell Link-ის, Bell Link-ის, Megaways მექანიკის, სხვადასხვა ტიპის ჯეკპოტის მქონე adjarabeti slotebi.
Adjarabet-ზე მრავალფეროვნებით გამოირჩევა, აგრეთვე, კაზინოს თამაშების კატეგორიაც. აქ შეხვდები 5 პროვაიდერს: Evolution Gaming, Playtech, Pragmatic Play, EGT და, რაც საინტერესოა, თავად adjarabet-ს.
თამაშებს შორისაა რულეტკა, ბლექჯეკი, კაზინო პოკერი, ბაკარა და თამაშები კამათლებით. შეიძლება, შენი ყურადღება მიიქციოს თამაშმა – Monopoly Live, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამაგიდო თამაშის, Monopoly-ის ანალოგითაა შექმნილი. შოუ თამაშებში, აგრეთვე, შეხვდები კარგად ცნობილ სატელევიზიო შოუს, Deal or no deal-ის ანალოგს.
აჭარაბეთზე მინი თამაშები რამდენიმე კატეგორიადაა ჩაშლილი. მაგალითად, Crash თამაშებში შეხვდები აჭარაბეთის ერთ-ერთ ცნობილ თამაშ Aviator-ს, რომელიც მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. Aviator-ის სტილისტიკის თამაშებია Flymax და Spaceman, სადაც x-ები უსასრულოდ იზრდება. აღსანიშნავია, რომ Aviator-ის სტილის თამაშები betlive-ზეცაა ხელმისაწვდომი. მაგალითად, ასეთი თამაშია AlphaJet. ამიტომ თუ ავიატორის სტილის თამაშები გიზიდავს, მაშინ აუცილებლად გამოსცადე AlphaJet betlive-ზე!
ტურბო თამაშების კატეგორია ქვეკატეგორიებად იყოფა. აქ შეხვდები, როგორც ე.წ. mine ტიპის თამაშებს, ისე პლინკოს, კამათლებით თამაშს, მინი რულეტკას, ბანქოს თამაშებს და სხვა. ამ თამაშების უპირატესობა ისაა, რომ მარტივი წესები აქვს და მოგებაც უსწრაფესად შეგიძლია.
acharabeti-ზე ცნობილ სამაგიდო თამაშებსაც შეხვდები. ესენია ნარდი, ბურა, დომინო და სეკა. ონლაინ თამაშის უპირატესობა ისაა, რომ შეგიძლია, შენი წესებითა და პირობებით, შენს შექმნილ მაგიდაზე მოიწვიო მეტოქე და გამოცადო შენი შესაძლებლობები.
აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეულ სამაგიდო თამაშში სამი ტიპის, შეიძლება ითქვას, ფუნქციონალია ხელმისაწვდომი: ქეში, ტურნირები და სპინი. ფუნქციონალების და თამაშის სტილის ცვლილება საშუალებას იძლევა, მოიგო უფრო მეტი და შეეჯიბრო უფრო მეტ მეტოქეს. მაგალითისთვის, სპინ ბურაში 100 000₾ მოგებაა შესაძლებელი. ტურნირებში მონაწილეობა კი საშუალებას მოგცემს, მეტ მეტოქეს შეეჯიბრო და დიდი საპრიზო თანხა მარტივად მოიგო.
პოკერის მოყვარულებს აჭარაბეთზე მრავალფეროვანი შეთავაზებები ელოდებათ. გარდა ტრადიციული სტილის პოკერისა, პლატფორმაზე შეხვდები სპინ პოკერსა და ტურნირებს, რომლებშიც შეგიძლია, უფრო მეტი მოიგო. უნდა ითქვას ისიც, რომ პოკერის ტურნირები დიდი სიხშირით ტარდება ხოლმე, რაც მეტი მოთამაშის ჩართულობას, მეტ დაძაბულობას და მეტ მოგებას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ აჭარაბეთმა პოკერი სულ ახლახანს განაახლა, რის შემდეგაც პოკერის, როგორც ომაჰას, ისე ჰოლდემის თამაში აპლიკაციაშიცაა შესაძლებელი.
რა თქმა უნდა, ajarabeti-ზე სპორტს ერთ-ერთი დიდი ადგილი უჭირავს. აქ სპორტის უამრავ სახეობას შეხვდები, როგორც პოპულარულს, ისე ნაკლებად პოპულარულს. მაგალითად, შესაძლოა, შენი ყურადღება მიიქციოს E-Sports-მა, E-Soccer-მა, სქვოშმა, ფლორბოლმა და ა.შ. აგრეთვე, ჩამონათვალში შეხვდები კატეგორია „სპეციალურსაც“, რომელიც სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე ფსონების განთავსების საშუალებას გაძლევს. ამ ღონისძიებებს შორისაა ყოველწლიური ოსკარების დაჯილდოების ცერემონია, ევროვიზია და სხვა.
უშუალოდ სპორტის სახეობებზე განსათავსებელ ფსონებს რაც შეეხება, თითოეულ ღონისძიებაზე მრავალფეროვან პოზიციებს შეხვდები. ზოგიერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე კი პოზიციების რაოდენობა რამდენიმე ათასსაც კი აჭარბებს.
აჭარაბეთის კიდევ ერთი ნოვატორული პროდუქტი არის betfair, რომელიც მოთამაშეებს შესაძლებლობას აძლევს, განათავსონ ფსონი ერთმანეთის წინააღმდეგ. რაც გულისხმობს იმას, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ, ერთმანეთს შესთავაზონ კოეფიციენტები სხვადასხვა ღონისძიებაზე/პოზიციაზე ან თავად განათავსონ ფსონი ამ ღონისძიებებზე სხვა მოთამაშეების მიერ შეთავაზებული კოეფიციენტების მიხედვით.
Betfair იძლევა საშუალებას, რომ ღონისძიების მოხდენასთან დაკავშირებით განთავსდეს ორი ტიპის ფსონი: ერთი – ამ მოვლენის დადგომაზე, მეორე კი – არ დადგომაზე. ის, ვინც ფსონს ათავსებს ამ მოვლენის დადგომაზე, იგებს მის მიერ განთავსებულ თანხას, რომელიც კოეფიციენტზე მრავლდება. ხოლო ის, ვინც ფსონს ათავსებს მოვლენის არდადგომაზე, იგებს მოვლენის დადგომაზე განთავსებული ფსონის ოდენობას.
მაგალითისთვის, თუ მოთამაშეს სურს, განათავსოს 10 ლარის ფსონი რომელიმე პოზიციაზე (მაგ., „ბარსელონას“ მოგებაზე) 11.0 კოეფიციენტით, საჭიროა, მეორე მხარეს მოიზებნოს მოთამაშე(ებ)ი, რომელსაც სურვილი ექნება გარისკოს ამ გუნდის ვერმოგებაზე 100 ლარი იმისთვის, რომ მოიგოს 10 ლარი. თუ betfair-ზე ამგვარი ფსონები განთავსდა, მაშინ ისინი დაწყვილდება.
Betfair ფუნქციონირებს ფსონების დაწყვილების პლატფორმის საშუალების, რომელიც ახდენს ფსონების რიგითობით დალაგებას მათი განთავსების დროის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ფსონის განთავსებისთანავე სისტემა ეძებს შესაბამის ფსონს. ეს შესაბამისი ფსონი კი შესაძლოა, განთავსდეს ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ.
ეს მხოლოდ მცირე შესავალია იმ საინტერესო ფუნქციონალისა, რომლის აღმოჩენაც betfair-ზე შეგიძლია.
აღსანიშნავია, რომ acharabeti აქციების მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. აქციების ძირითადი ტიპებია VIP League, რომელიც VIP მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი, Speed For Win, რომლის თამაშიც მხოლოდ აპლიკაციაშია შესაძლებელი, Monthly Casino, კი/არა, აქცია განსაკუთრებით სპორტის მოყვარულთათვის და სხვა. ახლა კი დეტალურად განვიხილოთ თითოეული მნიშვნელოვანი აქცია.
Monthly Casino აჭარაბეთის ტრადიციული აქციაა, რომელიც დიდი პრიზებით გამოირჩევა. ამჟამად აქტიური აქციაა April Casino Roma, რომელშიც თამაშდება 10x – 100 000₾, 6x მანქანა, 1000x 10 000₾ და სხვა პრიზები.
აქციაში მონაწილეობის მისაღებად უნდა ითამაშო აქციაში მონაწილე სლოტები, SPIN პოკერი, SPIN სამაგიდო თამაშები, Crash თამაშები და შეასრულო პროგრესი. პროგრესის შევსება ხდება შესაბამისი თანხის გათამაშებით. აქციაში, როგორც დღის, ისე ღამის ავტორიზაცია = 3 ბონუს რაუნდს. პროგრესის შესრულების შემდეგ ატრიალებ სასურველ ბონუს რაუნდს: ელექტრო სლოტი, სლოტ კარტები, ოლიმპოს ბორბალი, Wild Fruits, 5 Magic Fruits, Egypt Bonanza, Zeus 100K ან VIP სლოტი, აგროვებ 3 ჯეკპოტ სიმბოლოს Jackpot Mix-ის ბონუს თამაშში მოსახვედრად, სადაც შესაძლოა მოიგო ავტომობილი და უამრავი FREESPINS. აქციაში ასევე შეხვდები FREESPINS საგანძურს, სადაც ბონუს რაუნდების გამოყენებით შეგიძლია დამატებით FREESPINS მოგება. აქციაში პარალელურად შეხვდები Lucky Traveller-ს, სადაც 12 თვის მანძილზე უნდა შეასრულო მისიები, დაატრიალო 4 სახის ბორბალი და მიიღო დამატებით FREESPINS და ავტომობილის მოგების შესაძლებლობა.
Jackpot Mix სამი სახის ჯეკპოტს აერთიანებს. ესენია King Jackpot, Gold Jackpot და Silver Jackpot. ჯეკპოტებში მოსახვედრად კი 10 შესაბამისი სიმბოლო უნდა შეაგროვო.
VIP League betlive-ზე აქტიური VIP Leaderboard-ის მსგავსი აქციაა და აჭარაბეთზე სისტემატურადაა ხელმისაწვდომი.
აქციაში სლოტებში თანხის გათამაშებით ხვდები ყოველკვირეულ ლიდერბორდში, სადაც შეგიძლია, მოიგო ვარსკვლავის სიმბოლოები, ვარსკვლავის სიმბოლოებით კი მოხვდები ფინალურ ლიდერბორდში, სადაც თამაშდება Mercedes Benz G Class.
სლოტებში გათამაშებული ყოველი 100₾ ლიდერბორდის 1 ქულას უდრის. გარდა, საბოლოო პრიზისა, აქციაში ყოველდღიური პრიზების მიღებაცაა შესაძლებელი, მაგალითად, როგორიცაა FREESPINS, რომლებიც შენ მიერ კვირის განმავლობაში დაგროვებული ქულებით განისაზღვრება.
კი/არა აჭარაბეთის მორიგი აქციაა, რომელიც განსაკუთრებით სპორტის მოყვარულთათვისაა განკუთვნილი. აქციაში შენი მისიაა, უპასუხო ყოველდღიურ უფასო კითხვებს და დააგროვო ბონუს რაუნდები. კითხვებს მხოლოდ ორი პასუხი აქვს: კი და არა. ბონუს რაუნდის მიღების შემთხვევაში მიიღებ საფეხბურთო პენალტის ბონუს თამაშის უფლებას და თამაშში შენი წარმატების მიხედვით, დააგროვებ ბურთის სიმბოლოებს და ქულებს ყოველდღიურ ლიდერბორდში. ყოველკვირეულ ლიდერბორდში კი შეგიძლია, მოიგო ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე დასასწრები ბილეთები და FREESPINS. იმ შემთხვევაში, თუ დამატებით კითხვებზე გსურს პასუხის გაცემა, შეგიძლია გააკეთო მინ. 10₾ გაუთამაშებელი დეპოზიტი.
აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო პენალტის თამაშის გასახსნელად საკმარისია, უპასუხო მინ. 1 კითხვას სწორად. თამაშში, აგრეთვე, შესაძლოა შეაგროვო ბურთის სიმბოლოები და შემდგომ FREESPINS-ში გადაცვალო.
ამჟამად აქციაში პსჟ – ოსერის თამაშზე დასასწრები საგზურები თამაშდება. თუ ასეთი ტიპის აქციები გიზიდავს, მაშინ ითამაშე betlive-ზე „სპორტის ექსპერტი“ ან სპორტის უფასო ქვიზი!
achara bet-ის აპლიკაცია ახალი პროდუქტია, რომელიც ძალიან ჰგავს ვებ-გვერდის მობილურის ვერსია, თუმცა განსხვავება ისაა, რომ აპლიკაციაში ხელმისაწვდომია თამაშები, რომელიც მხოლოდ აპლიკაციაში შეგიძლია, ითამაშო. აგრეთვე, შეგიძლია, ითამაშო სლოტები, სპორტი, SpaceMan, LIVE კაზინო, კენო, სამაგიდო და ტურბო თამაშები.
აპლიკაციაში მოქმედებს სწრაფი ავტორიზაცია Face ID-თა და თითის ანაბეჭდით. როგორც კომპანია მომხმარებელს ჰპირდება, აპლიკაციაში მუდმივად იქნება შეთავაზებები და აქციები.
ერთ-ერთი პოპულარული თამაში, რომელიც მხოლოდ აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი არის Cosmo.
Cosmo-ს თამაშისთვის აუცილებელია, რომ გადმოწერილი გქონდეს ajarabet-ის აპლიკაცია და გავლილი გქონდეს ვერიფიკაცია. ამის შემდეგ ყოველდღიურად მიიღებ უფასო ბონუს რაუნდებს. Cosmo-ში როცა X-ები უსასრულოდ იზრდება კოსმოსში, შენი მოგებაც X-ების ზრდის პარალელურად გაფრინდება
აჭარაბეთი მასიური მარკეტინგული აქტივობებითაც გამოირჩევა. დაარსებიდან დღემდე იყო მრავალი კულტურული თუ სპორტული ღონისძიების სპონსორი.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის „დინამოს“ თანამედროვე სტადიონს, რომლის მშენებლობაც 2020 წელს დასრულდა, „აჭარაბეთ არენა“ ჰქვია. ზოგადად, დიდი კომპანიების სახელების მიერ საფეხბურთო არენების სახელებში გამოჩენა აპრობირებული პრაქტიკაა. მაგალითისთვის, „ბარსელონას“ Spotify Camp Nou ან „არსენალის“ Emirates Stadium. ბათუმის სტადიონის მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენება კომპანიის ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს, რადგან მრავალი საერთაშორისო მატჩი სწორედ ამ სტადიონზე ტარდება.
გარდა ამისა, adjarabet arena ჰქვია achara bet-ის სპორტულ პორტალსაც, რომელზეც სხვადასხვა სპორტულ სიახლეს და მრავალფეროვან ქვიზებს შეხვდები. საიტზე ასევე აქტიურია თამაში „სპორტის გურუ“, რომელშიც შეგიძლია გააკეთო უფასო სპორტული პროგნოზები, მოხვდე ყოველდღიურ ლიდერბორდში და მიიღო სასაჩუქრე ვაუჩერები. პროგნოზების გაკეთება შეგიძლია სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაზე, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაზე, პრემიერ ლიგაზე, ლიგა 1-ზე, NBA-ზე და UFC-ის ბრძოლებზე.
თითოეულ კითხვას წინასწარ აქვს მინიჭებული კითხვა და იმ შემთხვევაში, თუ შენი პროგნოზი გამართლდა, შენი ქულების ჯამური ოდენობა აისახება ლიდერბორდში. შესაბამისად, მეტი პროგნოზის გაკეთება ქულების დაგროვების შესაძლებლობას ზრდის. სპორტის გურუს ლიდერბორდში 10 საპრიზო ადგილია. თითოეული პრიზი ტექნიკის მაღაზიის ვაუჩერებია. პირველი ადგილი – 1500₾ ვაუჩერი, მეორე ადგილი – 1000₾ ვაუჩერი, მესამე ადგილი – 5000₾ ვაუჩერი, ხოლო მეოთხე-მეათე ადგილები – 200₾ ვაუჩერი.
გარდა ამისა, აჭარაბეთი ქართული სპორტის განვითარებასაც უწყობს ხელს, რაც კონკრეტული სპორტსმენების დასპონსორებაში გამოიხატება. აჭარაბეთის სპორტული ნაკრები სხვადასხვა ქართველ წარმატებულ სპორტსმენს აერთიანებს, რომლებიც, თავის მხრივ, ბრენდის ამბასადორები არიან. სხვადასხვა დროს აჭარაბეთის სპორტული ნაკრების წევრები იყვნენ: ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი, გენო პეტრიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ვაჟა მარგველაშვილი, სანდრო ბაზაძე, რომან დოლიძე, მერაბ დვალიშვილი, გიგა ჭიკაძე, შოთა არველაძე, საქართველოს კალათბურთის ნაკრები, საქართველოს წყალბურთის ნაკრები და თბილისის დინამო.
2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე აჭარაბეთის სპორტული ნაკრების 8 წევრმა მიიღო მონაწილეობა. გენო პეტრიაშვილმა, ტატო გრიგალაშვილმა, სანდრო ბაზაძემ, ლაშა შავდათუაშვილმა, გურამ თუშიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ნინო სალუქვაძემ, რომლისთვისაც პარიზის ოლიმპიადა რიგით მეათე იყო. მადლობის ნიშნად აჭარაბეთმა სპორტსმენებს 270 000₾ ფულადი ჯილდოები გადასცა.
კომპანია სპორტსმენებთან ერთად ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებს, ატარებს ღონისძიებებს, აქვს მუდმივი კომუნიკაცია სიახლეებზე, ეხმარება სპორტსმენებს როგორც ფინანსურად, ასევე მათი სპორტის სახეობის პოპულარიზაციაში.
aPeople achara bet-ის შიდა ბრენდია, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. შიდა ბრენდის შექმნის ერთ-ერთი მიზანი იყო იმ თავგადასავლის წარმოჩენა, რომელსაც აჭარაბეთში დასაქმებული თითოეული ადამიანი გადის. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ კომპანიაში უამრავი ადამიანი მუშაობს, რომლებიც ერთმანეთს საერთოდ არ იცნობს.
შიდა ბრენდს ჩამოყალიბებული ვიზუალური იდენტობა აქვს, რომელიც რამდენიმე მყარ ღირებულებაზეა დაფუძნებული. ესენია: UP – კარიერული თუ პიროვნული წინსვლა და განვითარება, Amigoness – მეგობრობა და თანადგომა და Fair Play – თანაბარი უფლებები კორპორატიულ გარემოში.
გარდა ამისა, aPeople სხვადასხვა მსხვილ ფესტივალსა თუ ღონისძიებასთანაც თანამშრომლობს. მათ შორის, AD BLACK SEA და Young Cannes Lions.
მარკეტინგული მიმართულების გარდა, aPeople-ს პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. აჭარაბეთში დასაქმების მსურველებს aPeople-ის ვებ-გვერდზე მუდმივად ხვდებათ აქტიური ვაკანსიები სხვადასხვა მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ აჭარაბეთი ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი გემბლინგ კომპანიაა და გემბლინგ ასოციაციის წევრია. გემბლინგ ასოციაცია, თავის მხრივ, 6 წევრ კაზინოს აერთიანებს: აჭარაბეთი, კრისტალბეთი, betlive, ლიდერბეთი, ევროპაბეთი და კროკობეთი. შეიძლება ითქვას, სწორედ ეს 5 კომპანიაა აჭარაბეთის მთავარი კონკურენტი. თუმცა ამ კომპანიებსაც შორის დიდი განსხვავებაა პროდუქტების მრავალფეროვნებისა თუ აქციების კუთხით.
სხვადასხვა ტიპის აქცია თითქმის ყველა კაზინოშია ხელმისაწვდომი, თუმცა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით ამ კომპანიებს შორის სწორედ betlive გამოირჩევა. betlive-ზე არაერთი ინოვაციური პროდუქტია ხელმისაწვდომი, ისევე როგორც აჭარაბეთის მსგავსი ტიპის აქციები. მაგალითად, Monthly Casino-ს ტიპის აქცია betlive-ზე არის Bonuser, რომელიც უამრავი პრიზის მოგება შეგიძლია. Bonuser-ს მარტივი წესები აქვს და პრიზებიც მოგებაც ბევრად იოლია. გარდა ამისა, betlive-ზე ხელმისაწვდომია ისეთი ინოვაციური პროდუქტი, როგორიცაა Cashout+, რომელიც გაძლევს საშუალებას მოიგო ბილეთი წაგების შემთხვევაშიც.