Სლოტის თამაშის დაწყებამდე გართობის მოყვარულებს თამაშის შესაძლებლობების, გრაფიკისა თუ სცენარის მხვრივ შეუზღუდავი რაოდენობის არჩევანი აქვთ. Ამ მრავალფეროვნებაში Buy Bonus სლოტებმა დიდი პოპულარობა მოიპოვეს. შედეგად, ამ ტიპის თამაშებს თითქმის ყველა წამყვანი პროვაიდერი აწარმოებს როგორებიცაა EGT, Pragmatic Play და სხვა მრავალი.

Buy Bonus სლოტების პოპულარობა სხვადასხვა ფაქტორით აიხსნება. Ზოგ მოთამაშეს ჩვეულებრივი სპინები არ მოსწონს და ბონუს რაუნდში გადასვლა უფრო საინტერესო ჩანს, ზოგი ამ ფუნქციას სლოტის მუშაობის შესახებ მეტის გასაგებად იყენებს, არიან ისეთი გემბლერებიც, რომელთაც დიდ ფსონებზე თამაში უყვართ – Buy Bonus კი მათთვის საუკეთესო ვარიანტრია. 

Როგორც აღვნიშნეთ, Buy Bonus სლოტებს თითქმის ყველა დიდი პროვაიდერი უშვებს. Ამ ბლოგში რამდენიმე ასეთ თამაშს და მის ფუნქციონალს მიმოვიხილავთ.

EGT Interactive – Candy Palace

405 5 საუკეთესო Bonus Buy სლოტები Top 5 პროვაიდერისგან

სლოტები EGT Interactive-ის ყველაზე პოპულარული პროდუქტია, მაგრამ მათი Buy Bonus სლოტებით ნაკლებადაა პოპულარული – ეს პროვაიდერი ტრადიციულ სლოტებს ანიჭებს უპირატესობას. მიუხედავად ამისა, Candy Palace Buy Bonus კატეგორიაში მოთხოვნადი სლოტებს შორისაა. 

Candy Palace იყენებს Toppling Reels-ს 5×6 სათამაშო დაფით. ამ სლოტში არის 9 ჩვეულებრივი სიმბოლო, ერთი სკატერი და ერთი მულტიპლიკატორი. როგორც Toppling Reels სლოტი, Candy Palace-ის თამაშის დროს თითოეული გამარჯვებული სიმბოლო იშლება დაფიდან და მის ადგილზე ახალი ჩნდება. განსხვავებით სხვა EGT სლოტებისგან ამ EGT სლოტს არ აქვს ხაზები და მოსაგებად საჭიროა დაფაზე 8 ერთნაირი სიმბოლოს დაჭერა ნებისმიერ ადგილზე.

ბონუს რაუნდი 12 FREESPINS-ისგან შედგება, სადაც თამაში ჩვეულებრივად მიმდინარეობს, განსხვავება მხოლოდ მულტიპლიკატორებშია. მულტიპლიკატორები სპეციალური სიმბოლოებია, რომლებიც მხოლოდ ბონუს რაუნდში ჩნდება და სპინის მოგებას შესაბამის რიცხვზე ამრავლებს.

მულტიპლიკატორები x2-დან x100-მდე მერყეობს და თითოეული სპინი შეიძლება შეიცავდეს რამდენიმე მულტიპლიკატორს. თუ ბონუს რაუნდის დროს დაიჭერთ დამატებით 3 სკატერის სიმბოლოს, მიიღებთ დამატებით 6 FREESPINS-ს.

თითქმის ყველა სხვა Buy Bonus სლოტის მსგავსად, Candy Palace-საც Double Chance ფუნქცია აქვს. Მისი დახმარებით, ფსონი 1.25x-ით იზრდება და ბონუს რაუნდში შესვლის შანსი ორმაგდება. 

Candy Palace ასევე ჩვეულებრივ EGT ფუნქციებისგან შედგება. თითოეული ჩვეულებრივი სპინის ან ბონუს რაუნდის შემდეგ, მოთამაშეებს “Gamble” ფუნქციის მიღება შეუძლიათ. ჩნდება დაფარული კარტი და მოთამაშემ უნდა გამოიცნოს, კარტი შავია თუ წითელი. გამოცნობის შემთხვევაში, მოთამაშე გაორმაგებულ მოგებას მიიღებს, ხოლო არასწორი პასუხის შემთხვევაში – თანხას სრულად დაკარგავს.

1120x610 1 საუკეთესო Bonus Buy სლოტები Top 5 პროვაიდერისგან

ნაკლებად სავარაუდოა, რომ Gates of Olympus რომელიმე ონლაინ კაზინოს საიტზე ვერ იპოვოთ. ბერძნული თემატიკით დაწერილმა სლოტმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და Sweet Bonanza-სთან ერთად, Pragmatic Play-ს ყველაზე პოპულარული სლოტია.

ისევე როგორც სხვა ბევრი Pragmatic Play სლოტი, Gates of Olympus არის Tumble სტილის თამაში. 6×5 დაფა მოიცავს 9 ჩვეულებრივ სიმბოლოს, 1 სკატერს და სპეციალურ მულტიპლიკატორის სიმბოლოს. ისევე როგორც Candy Palace-ში, Gates of Olympus არ შეიცავს ხაზებს და მოსაგებად საჭიროა დაფაზე 8 ერთნაირი სიმბოლოს დაჭერა ნებისმიერ ადგილზე. Tumble სტილის სლოტების მსგავსად, ყოველი მოგების შემდეგ, გამარჯვებული სიმბოლოები იშლება და მათ ადგილზე ახალი ჩნდება. ეს გრძელდება იქამდე, სანამ დაფაზე აღარ იქნება მინიმუმ 8 მსგავსი სიმბოლო.

Gates of Olympus მოთამაშეებს აძლევს შესაძლებლობას პირდაპირ შეიძინონ ბონუს რაუნდი. ალტერნატიულად, შეგიძლიათ სცადოთ დაიჭიროთ მინიმუმ 4 სკატერის სიმბოლო, რათა მოხვდეთ ამ ბონუსში. ბონუს რაუნდი შედგება 15 FREESPINS-ისგან და დამატებით 5 FREESPINS გაიცემა ყოველ ჯერზე, როცა ბონუსის დროს დაიჭერთ მინიმუმ 3 დამატებით სკატერს.

რა განასხვავებს Gates of Olympus-ს Candy Palace-სგან არის მულტიპლიკატორების მოქმედების პრინციპი. მაშინ, როცა Candy Palace-ში მულტიპლიკატორები მოქმედებს მხოლოდ ერთ სპინზე, Gates of Olympus-ში მულტიპლიკატორები გროვდება და იზრდება თამაშის მიმდინარეობისას. მულტიპლიკატორები მერყეობს 2x-დან 500x-მდე და მათ მისაღებად საჭიროა მომგებიანი სპინი. ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, თუ დაიჭერთ 50x მულტიპლიკატორს, მაგრამ არ იქნება ნებისმიერი მომგებიანი კომბინაცია, მულტიპლიკატორი იკარგება. მაგრამ თუ დაიჭერთ 50x მულტიპლიკატორს და სპინი მომგებიანია, მოგებაც იზრდება და მულტიპლიკატორიხ გროვდება. ამის შემდეგ თუ სპინი იქნება მომგებიანი და დაფაზე არის 5x მულტიპლიკატორი, მოგება 55-ჯერ გაიზრდება. ასევე აღსანიშნავია, რომ დაგროვილი მულტიპლიკატორის დასატრიგერებლად, დაფაზე უნდა იყოს მინიმუმ ერთი მულტიპლიკატორი.

Gates of Olympus-ს ასევე აქვს Ante Bet ფუნქცია, სადაც ფსონი 1.25x-ით იზრდება და 4 სკატერის მიღების შანსი ორმაგდება. ალტერნატიულად, შეგიძლიათ შეიძინოთ ბონუს რაუნდი თქვენი ფსონის 100x-ის გადახდით. ამ შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ 15 FREESPINS-ს, სადაც ყოველი სპინი ღირს თქვენი ძირითადი ფსონის თანხა.

ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სლოტში, Gates of Olympus-ს აქვს მაქსიმალური მოგება, რომელიც შეადგენს ფსონის 5000x-ს უდრის. 

პროვაიდერი – Pragmatic Play თამაშის ტიპი – Tumble Reels მაქსიმალური მოგება – 5000x RTP – 96.50% ვალატურობა – 5 (ძალიან მაღალი)

cygnus2 საუკეთესო Bonus Buy სლოტები Top 5 პროვაიდერისგან

ELK Gaming არის კიდევ ერთი პროვაიდერი, რომელიც Buy Bonus-ის სლოტებით გამოირჩევა. შვედური პროვაიდერი სხვადასხვა სახის Buy Bonus-ის მქონე თამაშს მოიცავს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ELK Gaming სლოტი Cygnus არის, რომელსაც 4 სხვადასხვა ვერსია აქვს. ამათ შორის, Cygnus 2 არის ყველაზე პოპულარული, რომელიც შეიცავს 2 სხვადასხვა Bonus Buy ოფციას და 2 სპეციალურ სპინს.

Cygnus 2-ის დაფა შედგება 6 სვეტის და 4 მწკრივისგან, სადაც თითოეული სვეტი შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 8 მწკრივამდე. თამაშს აქვს უჩვეულო Reels-ების განლაგება, სადაც სვეტები განსხვავდებიან სიმაღლით. თამაშში გამოყენებულია ELK-ის Avalanche მექანიკა, სადაც გამარჯვებული სიმბოლოებიდაფიდან იშლება, არსებული სიმბოლოები მარცხნივ ჩანს და ახალი სიმბოლოები ზევიდან იყრება. თითოეული სპინი დაფაზე მომგებიანი კომბინაციების დასრულებამდე გრძელდება.. მომგებიანი სპინისთვის საჭიროა პირველი სამი სვეტში მსგავსი სიმბოლოების გამოჩენა.

თამაშში არის 7 ჩვეულებრივი სიმბოლო, Wild სიმბოლოები, მულტიპლიკატორები და ბონუს სიმბოლოები. მულტიპლიკატორის სიმბოლო გააქტიურდება, როდესაც ის მიაღწევს მარცხენა სვეტს და ზრდის მოცემული სპინის მოგებას.

ბონუს სიმბოლო, მულტიპლიკატორის მსგავსად, გააქტიურდება, როდესაც ის მიაღწევს მარცხენას სვეტს. ამ დროს იწყება ბონუს რაუნდი სახელად Free Drops, რომელიც შედგება 7 FREESPINS-ისგან. Free Drops რეჟიმში, აქტიური მულტიპლიკატორი ნარჩუნდება სპინების განმავლობაში, განსხვავებით ჩვეულებრივი სპინებისგან, სადაც მულტიპლიკატორი ქრება, როგორც კი სპინი დასრულდება.

Cygnus 2, ისევე როგორც სხვა მრავალი ELK სლოტი, მოიცავს რამდენიმე ბონუს ოფციას, რომელსაც X-iter ჰქვია. თამაშში არის Super Bonus, Buy Bonus, Multiplier Wilds, Guaranteed Multiplier და Bonus Hunt. უკანასკნელი სამი გავლენას ახდენს ცალკეულ სპინებზე, ხოლო Super Bonus და Buy Bonus პირდაპირ გადაგიყვანთ ბონუს თამაშში.

Bonus Hunt-ის დროს ორმაგდება თქვენი ფსონი და გაძლევთ ბონუს თამაშში შესვლის ორმაგ შანსს. Guaranteed Multiplier უზრუნველყოფს, რომ თითოეულ სპინზე გარანტირებულად იქნება მულტიპლიკატორის სიმბოლო მარცხენას სვეტში. Multiplier Wilds მულტიპლიკატორებს Wild სიმბოლოებად აქცევს და ასევე ზრდის მულტიპლიკატორის ჩამოვარდნის შანსს.

პროვაიდერი – ELK Studios თამაშის ტიპი – Avalanche მაქსიმალური მოგება – 50 000x RTP – 95% ვალატურობა – 4 (მაღალი)

Chaos საუკეთესო Bonus Buy სლოტები Top 5 პროვაიდერისგან

Hacksaw Gaming არის კიდევ ერთი პროვაიდერი, რომელიც აქტიურად მუშაობს Bonus Buy სლოტებზე. მალტაში დაფუძნებული სლოტების უმეტესობა სწორედ ამ კატეგორიაში გადის. Hacksaw თითოეული სლოტი უნიკალური მახასიათებლებით გამოირჩევა. Კომპანიის პოპულარულ პროდუქტებს შორისაა Stack ‘Em, Hop ‘N’ Pop და Chaos Crew. მათ შორის რომელიმეს გამორჩევა რთულია, მაგრამ სტატისტიკურად,  Chaos Crew ყველაზე რეიტინგულია. 

ამ სლოტს აქვს ორი ვერსია: Chaos Crew და Chaos Crew 2. Დღეს პირველ ვერსიას განვიხილავთ. თამაში ქუჩის ხელოვნებითაა შთაგონებული და შეიცავს გრაფიტის მსგავსი სიმბოლოებს. Chaos Crew-ს თამაში 5×5 დაფაზე მიმდინარეობს და აქვს 15 ფიქსირებული ხაზი.

Chaos Crew შეიცავს 9 ჩვეულებრივ სიმბოლოს, Wild სიმბოლოს, რომელიც ასევე მოქმედებს როგორც მულტიპლიკატორი და Free Spins სიმბოლო. ძირითადი თამაშის დროს, Wild სიმბოლო, რომელსაც Cranky Cat ეწოდება, ასრულებს მულტიპლიკატორის როლს შემდეგი ვარიანტებით: x2, x3 და x5. თუ ერთ ხაზზე რამდენიმე Wild სიმბოლოა, მულტიპლიკატორები ერთმანეთზე მრავლდება.

Ბონუს რაუნდში შესასვლელად ორი ვარიანტია – შეგიძლიათ დაიჭიროთ სამი Free Spins სიმბოლო ძირითადი თამაშის დროს ან გადაიხადოთ თქვენი ფსონის 129x და პირდაპირ შეხვიდეთ ბონუსში.

სხვა ნახსენებ სლოტებთან შედარებით, Chaos Crew აბსოლუტურად განსხვავებულ თამაშში გადაგიყვანთ. ამ ბონუს თამაშში 2 სხვადასხვა სპეციალური სიმბოლო არის, რომელთაგან თითოეულს აქვს ჩვეულებრივი და Epic ვერსიები.

ბონუს რაუნდის თამაშისას, თქვენ გეძლევათ 3 FREESPINS, მაგრამ სპეციფიკური სიმბოლოს ამოსვლისას ეს რაოდენობა 3-ს უბრუნდება. ეს ორი სიმბოლო Cranky Cat და Sketchy Skull-ია და მათი შესაბამისი Epic ვერსიები. თამაშის დასაწყისში, თითოეულ სვეტს აქვს x1 მულტიპლიკატორი, რომელიც ამოსული სიმბოლოს მიხედვით იზრდება. ეს ორი სიმბოლო გავლენას ახდენს იმ სვეტის მულტიპლიკატორზე რომელშიც ისინი ამოვიდნენ, ხოლო მათი Epic ვერსიები გავლენას ახდენს მთელ დაფაზე. Sketchy Skull სიმბოლო დაამატებს შემთხვევით რიცხვს მისი სვეტის მულტიპლიკატორზე,ხოლო შესაძლო ვარიანტებია: +1, +2, +5, +10 და +20. ხოლო Epic ვერსია, რომელსაც სიმბოლოს უკან აქვს შავი და ყვითელი ზოლები, დაამატებს მულტიპლიკატორს დაფის თითოეულ სვეტზე. Cranky Cat Sketchy Skull-ის ანალოგიურად მუშაობს, მაგრამ დამატების ნაცვლად, ის ამრავლებს მულტიპლიკატორს. შესაძლო მულტიპლიკატორები წარმოდგენილია x2, x3, x5, x10 და x20-ის სახით.

თამაში გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება სამი თანმიმდევრული სპინი, რომელშიც ეს სპეციალური სიმბოლოები არ ამოვა. ამის შემდეგ, თითოეული სვეტის მულტიპლიკატორები ჯამდება და მიღებული რიცხვი მრავლდება ფსონზე.

Hacksaw მაღალი რისკის სლოტია, რომელშიც თანხის დაკარგვის მაღალი შესაძლებლობა არსებობს.მეორე მხრივ, აქ Epic სიმბოლოების წყალობით, მას მაღალი თანხის მოგების შესაძლებლობა აქვს. ასეთი სლოტი მაღალი ფსონებისა და დიდი რისკის მოყვარულებისთვის შესაბამისია.

პროვაიდერი – Hacksaw Gaming თამაშის ტიპი – 5×5 Reels 15 ხაზით მაქსიმალური მოგება – 10 000x RTP – 96.3% ვალატურობა – 5 (უკიდურესად მაღალი)

tile large საუკეთესო Bonus Buy სლოტები Top 5 პროვაიდერისგან

ბოლოს განვიხილავთ No Limit City-ის სლოტ Fire In The Hole. მალტაში დაფუძნებული No Limit City არის კიდევ ერთი პროვაიდერი, რომელიც Bonus Buy სლოტებს დიდი რაოდენობით გვთავაზობს. No Limit City ვიზუალურ მხარეს დიდ ყურადღებას აქცევს, მათ შორის  თითოეული უნიკალური ვიზუალით და თემატიკით გამოირჩევა.

Fire In The Hole არის No Limit City-ის ყველაზე პოპულარული სლოტი თამაში მოიცავს 6×3 გრიდს, რომელსაც შეუძლია გაფართოვდეს 6×6-მდე და გთავაზობთ 46,656 Megaways.

სლოტში არის 10 ჩვეულებრივი სიმბოლო, სპეციალური Wild სიმბოლოები და ბონუს სიმბოლო, რომელიც ატრიგერებს ბონუს თამაშშს და შემოაქვს დამატებითი სიმბოლოები. მოგებისთვის თამაშში არ გამოიყენება ხაზები და მოსაგებად საჭიროა მხოლოდ ის, რომ პირველ სამ სვეტში იყოს მსგავსი სიმბოლოები. ყოველი მოგების შემდეგ, მოგებული სიმბოლოები იშლება, სვეტები ფართოვდება და ახალი სიმბოლოები ვარდება.

სპეციალური Wild სიმბოლო, რომელსაც xBOMB Wild Multiplier ჰქვია, ბონუსის გარდა ნებისმიერ სიმბოლოს ანაცვლებს. მისი გააქტიურებისას, ის ასევე ფეთქდება, შლის მეზობელ სიმბოლოებს და ზრდის მულტიპლიკატორს ერთით. სლოტში ასევე არის Wild Mining ფუნქცია, რომელიც გააქტიურდება, როდესაც 3, 4 ან 5 ერთნაირი სიმბოლო ჰორიზონტალურად განლაგდება და არ გვაქვს მომგებიანი კომბინაცია. ამ შემთხვევაში, ეს სიმბოლოები იშლება და Wild სიმბოლოებით იცვლება, რაც იწვევს აფეთქებას და ახალი სიმბოლოების ჩამოყრას.

ბონუს თამაში, რომელსაც Lucky Wagon Spins ჰქვია, Chaos Crew-ს მსგავსად მიმდინარეობს. Ამ თამაშში მოთამაშე სამ სპინს იღებს და ბონუსი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება სამი თანმიმდევრული სპინი სპეციალური მონეტის სიმბოლოს გარეშე.

ბონუს რაუნდში შესვლისას, თქვენ მიიღებთ 2, 3 ან 4 მწკრივის Reels-ებს, დაჭერილი ბონუს სიმბოლოების რაოდენობის მიხედვით. ალტერნატიულად, შეგიძლიათ იყიდოთ ბონუსი თქვენი ფსონის x60, x157 ან x500-ის გადახდით. ბონუსის ზედა მწკრივი განკუთვნილია სპეციალური სიმბოლოებისთვის – Coin Values, Multiplier, Dynamite, Bag, Chest და Dwarf. ქვემოთ გვაქვს სათამაშო Reels სადაც მთავარი მიზანი მონეტბის შეგროვებაა. როცა მონეტა ვარდება, ის უყურებს მის ზედა Reels და მოქმედებს შესაბამისი სიმბოლოს მიხედვით.

Coin Values მონეტას უბრალოდ მულტიპლიკატორს აძლევს, რომელიც ემატება ჯამურ მულტიპლიკატორს. მონეტების მნიშვნელობები შეიძლება იყოს შემდეგი: 1x, 10x, 15x, 25x, 50x და 100x. Multipliers ამრავლებენ Reels-ების ქვემოთ მდებარე მონეტების მნიშვნელობას, რომელიც შემდეგ ემატება მთლიანი მულტიპლიკატორს. შესაძლო მულტიპლიკატორებია x2, x3, x4, x5, x10 და x25.

Dynamite სიმბოლოები მოქმედებს სხვადასხვაგვარად, თამაშის მდგომარეობის მიხედვით. მათ შეიძლება ააფეთქონ დაბლოკილი ზონები, რაც დამატებით სივრცეს ქმნის მონეტების ამოსასვლელად. ასევე, მას შეუძლია გაზარდოს მონეტების მულტიპლიკატორი. ხოლო, თუ 4-ივე მწკრივი გახსნილია, მას შეუძლია გააქტიუროს ქვედა ბოლო მწკრივის სკივრები. ეს სკივრები აჯამებენ Reels-ის ყველა მონეტის მულტიპლიკატორს თითოეულ სპინზე და ამატებენ ჯამურ მულტიპლიკატორს.

Bag სიმბოლოს გააქტიურებისას, ის აგროვებს ყველა მონეტას შესაბამის Reels-ზე და ამატებს მას მთლიან მულტიპლიკატორს. Chest სიმბოლო აგროვებს მთლიან დაფაზე არსებულ ყველა მულტიპლიკატორს, შლის დაკავებულ პოზიციებს და ამატებს მათ ჯამურ მულტიპლიკატორს. Dwarf მოქმედებს Chest-ის მსგავსად, მაგრამ ერთჯერადად დამატების ნაცვლად, ყოველ სპინზე მულტიპლიკატორის ჯამს ამატებს.

როცა დაფაზე მონეტების გარეშე სამი თანმიმდევრული სპინი დაფიქსირდება, ბონუს რაუნდი სრულდება, დაგროვებული მულტიპლიკატორი მრავლდება ფსონზე და მოთამაშეს მოგებული თანხა ეძლევა. ამ სლოტში მაქსიმალური მოგება ფსონის 60000x-ს უდრის.

პროვაიდერი – No Limit City თამაშის ტიპი – Special Megaways მაქსიმალური მოგება – 60 000x RTP – 96.06% ვალატურობა – 5 (უკიდურესად მაღალი)

შეჯამება

სლოტები უდავოდ კაზინოს ყველაზე პოპულარული პროდუქტია, შესაბამისად, პროვაიდერები მის მუდმივ განახლებაზე აქტიურად მუშაობენ. თავის მხვრივ, Bonus Buy სლოტის პოპულარული კატეგორიაა, რომელიც ასევე ძალიან სწრაფად ვითარდება. Ზემოხსენებული პროვაიდერები კი მოთამაშეებს მრავალფეროვან არჩევანსა და გართობის შესაძლებლობას სთავაზობენ.

ამ ყველა სლოტის თამაში შესაძლებელია betlive.com-ზე. ასევე შესაძლებელია უფასო სლოტების თამაში Demo ფუნქციონალის გამოყენებით.