7 აპრილს betlive Racing Season აიღებს სტარტს და დრიფტ სერიის პირველი ეტაპი გაიმართება. მანამდე კი დრიფტის კულტურაზე და მისი შექმნის ისტორიაზე გიამბობთ.
იაპონიის მიხვეულ-მოხვეულ გზებში, კუნიმიცუ ტაკაჰაშიმ მანქანის მართვის სრულიად ახალი გზა შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ დრიფტი თავდაპირველად, 1970-იან წლებში, მხოლოდ და მხოლოდ სარბოლო ტრასებზე დროის გაუმჯობესების მექანიზმი იყო, ის მალევე გადაიქცა თვითმყოფად ხელოვნებად. ოდესღაც უბრალო სარბოლო ტექნიკა, მოგვიანებით მძლავრ იაპონურ სუბკულტურად ჩამოყალიბდა.
1980-იან წლებში დრიფტი კულტურულ ფენომენად სწორედ კეიჩი ცუჩიამ, „დრიფტის მეფემ“ აქცია. ცუჩიას სტილმა და ოსტატობამ პოტენციური მიმდევრების ყურადღება მიიპყრო და წამოიწყეს კულტურა, რომელიც მალე იაპონიის საზღვრებს გასცდა და მთელი მსოფლიო მოიცვა. 2000 წელს D1 გრან-პრი შეიქმნა, რომელიც დრიფტერებისთვის პირველი პლატფორმა იყო საკუთარი უნარებისა და მოხერხებულობის დემონსტრირებისთვის.
იაპონური ავტომწარმოებლები – ნისანი, მაზდა და ტოიოტა პირველები იყვნენ, რომლებმაც დრიფტისთვის შესაფერისი მანქანები შექმნეს. შემდგომში საკულტო მოდელებად ჩამოყალიბებული მანქანები – Toyota AE86, Nissan Silvia და Mazda RX-7 დრიფტის კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. მათმა ტექნიკურმა მონაცემებმა და ბალანსზე ორიენტირებულმა დიზაინმა, მოდიფიკაციის მძლავრ შესაძლებლობებთან ერთად, ეს მოდელები დრიფტერების საყვარელ მანქანებად აქცია.
გარდა ამისა, ნაწილების იაპონური მწარმოებელი კომპანიები ლიდერობდნენ ტექნოლოგიების შემუშავებაში, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მანქანაზე მაქსიმალური კონტროლის ქონის საშუალებას დრიფტის დროს. დროთა განმავლობაში გაჩნდა ეფექტური ტურბო დატენვის სისტემები და დახვეწილი ტუნინგ პროგრამული უზრუნველყოფა, რაც ხელს უწყობს უშუალოდ დრიფტის მრავალფეროვნებას, კონკურენციის დონის ამაღლებას და სანახაობას ყველა რბოლაში.
დრიფტის ეთიკაზე დადებითი გავლენა იაპონურმა კულტურამაც იქონია. კონკურენტებს შორის პატივისცემამ, სრულყოფილებისკენ მუდმივმა სწრაფვამ და ენთუზიასტებს შორის მეგობრობამ უნიკალური საზოგადოება ჩამოაყალიბა.
იაპონიაში დრიფტის ღონისძიებებმა და შეჯიბრებებმა არა მხოლოდ ხელი შეუწყო კონკურენციას, არამედ შექმნა სოციუმი, რომელიც მუდმივად ზრდაზე იყო ორიენტირებული.
დრიფტის ბუმმა მანქანების გაყიდვის ძლიერი ეკონომიკა შექმნა და ნაწილების მწარმოებელი კომპანიების ვაჭრობაც ერთიორად გაიზარდა. ტურნირების სერიებმა უამრავი სპონსორი და მაყურებლები მოიზიდა. ამ პროცესებმა არა მხოლოდ გააძლიერა საავტომობილო ინდუსტრია, არამედ ხელი შეუწყო ადგილობრივი ეკონომიკის ზრდას იაპონიაში.
საქართველოში დრიფტი დღითიდღე პოპულარული ხდება. 7 აპრილს კი betlive.com-სა და Georgian Drift Series-ის კოლაბორაციით, ივენთების სერია „betlive Racing Season“ იწყება. პარტნიორობის ფარგლებში, კომპანიისა და BMW Club Georgia-ს ჩართულობით გაიმართება ავტოივენთები სხვადასხვა მიმართულებით. ივენთები ჩატარდება როგორც თბილისში, ასევე, სხვადასხვა ქალაქებში. აღსანიშნავია, რომ ყველა ეტაპზე გამოვლინდება გამარჯვებული, მაგრამ საბოლოოდ ხუთივე ეტაპის ქულები დაჯამდება და საუკეთესო ქულების მფლობელი, ჩემპიონის ტიტულს დაეუფლება.